 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 17 აგვისტო, 2012 |
მაშინ პატარა ვიყავი. პატარა კი არა, სამი-ოთხი თვის ვიქნებოდი, მამამ გერმანული დრატჰაარის ლეკვი სახლში რომ მოიყვანა. ძაღლი უცხო “ხილი” არ იყო ბაბუასეულ კარმიდამოში. ის კი არა, სულ გვყავდა თურმე და ზოგჯერ სამი-ოთხიც ერთად (თავგადაკლული მონადირე ყოფილა ბაბუა და არც მამა ჩამოუვარდებოდა თავის მშობელს, მამაკაცის უძველესი პროფესიის სიყვარულში). მაგრამ დედამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: ჩვილი ბავშვი გვყავს, ბეწვი არ გადაეყლაპოს, რწყილი და სხვა მკბენარი არ მოუყვანოს – ბიჭსო.
ბებიამ, რძლის მხარე დაიჭირა, ბაბუამ, დუმილის უფლება გამოიყენა, რაც ქალების წისქვილზე ასხამდა წყალს. ჩემი უფროსი დები, ასაკის გამო, კენჭისყრაში ხმის უფლებით ვერ სარგებლობდნენ. აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩენილა მამაჩემი. საქმე იმანაც გაართულა, რომ გაგანია “ყოფნა? არ ყოფნის” რკვევისას, ლეკვს დრო უხელთია, გამძვრალა ოთახში - მე რომ გახლდით აკვანში გამოკრული, ვერაფერს გეტყვით რა მანქანებით - ამძვრალა მაგიდაზე, სადაც რძით სავსე საწოვარა და თეთრეული იყო დაწყობილი, ჯერ საფენ-ზეწრები დაუნაკუწებია, შემდეგ – რძე გამოუწრუპავს ბოლომდე და მსუბუქად მოსაქმების შემდეგ, იქვე ამოუშვია ფშვინვა. დამეთანხმებით, ჯერ თავიდან რა იყო და, ამგვარი საქციელის შემდეგ ჩვენს ოჯახში, ლეკვის დარჩენის შანსი, ნულს ქვემოთ დაშვებულა.
მამაჩემმა, ეს კაზუსი დედაჩემს გადააბრალა: რა უნდოდა მაგიდაზე - საწოვარას და ბავშვის თეთრეულსო? თუმცა სად იყო მათი ადგილი, რამდენადაც ვიცი არ დაუკონკრეტებია.
დედამ - ან ეს ძაღლი რჩება სახლში, ან მე და ბავშვიო - და აკვნიანად დამტაცა თურმე ხელი. ვერ გეტყვით, ბებიამ ყოყმანი შეატყო მამაჩემს თუ რა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის (ან უფრო, არჩევანის გასამყარებლად), ჩვენ ამომოგვიდგა გვერდში.
კრიტიკულ სიტუაციაში, ბაბუამ იმარჯვა. გადაწყდა: ყველანი შინ ვრჩებოდით. ოღონდ ძაღლს, მკაცრად ეკრძალებოდა სახლში შემოსვლა და ახალშობილთან - ანუ ჩემთან, კონტაქტი.
ასე გახდა ბათურა, ჩვენი ოჯახის წევრი. აქვე დავძენ, რომ ტერიტორიის დაურღვევლობის და მით უფრო, ჩემთან ყოფნის აკრძალვის პირობა, მომავალში არავის გახსენებია.
ლაშას სახელზე (ლაშა მე გახლავართ) უნდა გავზარდო ბათურა! პირველად, ამან უნდა ანადიროს ბიჭი! – უთქვამს მამაჩემს. მისმა თავდადებამ, ლეკვის თანდაყოლილმა გონირებამ და საამაყო გენეალოგიამ, დიდებული შედეგი გამოიღო – ნადირობაში ბადალი არ ჰყავდა ბათურას. სხვაც ბევრი ევალებოდა, ასაკით ჩემხელა ძაღლს. სახლის ყარაულობიდან დაწყებული, ათასი წვრილმანით დამთავრებული. სადმე თუ გავძვრებოდი, შემაგვიანდებოდა ან ჩემი ნახვის სურვილი გაუჩდებოდათ მშობლებს, – “იშჩი!”-ო გასძახებდნენ და ჯანდაბის იქით რომ ვყოფილიყავი გადაკარგული, მომძებნიდა და ყეფით აიკლებდა იქაურობას. ასე რომ, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, მობილურის თუ ვერა, პეიჯერის მოვალეობას მაინც ბრწყინველედ ასრულებდა, ჩემი ბათურა. სკოლამდე ერთად მივდიოდით, ჩანთა ყოველთვის ბათურას მიჰქონდა. დროს როგორ არჩევდა ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ მახსოვს, გაკვეთილები დამთავრებულიყო და ბათურა სკოლასთან არ ყოფილიყო დარჭობილი. შინ მისვლას თუ არ ვაპირებდი, გადავკიდებდი ჩანთას – “სახლში!” – ვუბრძანებდი და ისიც უკმაყოფილოდ გაძუნძულდებოდა სახლისკენ.
რამეს რომ დავაშავებდი (რაც, არც თუ იშვიათად ხდებოდა), ან მშობლების ათასჯერ ნათქვამს მაინც შეუფერხებლად გავატარებდი ყურებში, ხშირად მესმოდა მამაჩემის ნიშნისმოგებით წამოძახილი: - ამ უტვინო ჩოჩორის გამო უნდა გამეგდო არა, ეს “კელდიშივით” ძაღლი (ვინც არ იცნობს უახლოეს საბჭოთა წარსულს, იმათ გასაგონრად ვიტყვი: მსტისლავ კელდიში, ცნობილი მათემატიკოსი იყო, გასული საუკუნის 60-70 წლებში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ლამის ნახევარი მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი)?!
რა დაგიმალოთ, ბავშვობაში ხშირად მომსვლია გული, ჩემი და ბათურას შედარებისას, გამუდმებით ეს უკანასკნელი რომ გამოდიოდა უპირატესი და გაბრაზებულს, პანღურიც არაერთხელ ამომიკრავს უერთგულესი მეგობრისთვის. საბრალო ძაღლი, მამაჩემს რომ არ გაეგო, წკმუტუნსაც ვერ ბედავდა. იცოდა, ცხოველის მიმართ უდიერ მოპყრობაში რომ გამოვეჭირეთ, მეც ამიჭრელებდნენ იმ ადგილს, ცოტა ხნის წინ ბათურას რომ ექავებოდა.
მე და თქვენ აგვხდენოდეს ის ლოცვა, რა სიტყვებითაც ნასტასია გრიგორიევნა ლოცავდა ბათურას.
ნასტასია გრიგორიევნა ჩვენი მეზობელი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ოლქიდან საქართველოში, შვილთან ერთად ევაკუირებული, რუსი ქალი. ქმარი ომში დაღუპვოდა, ერდადერთი ბიჭი – ჯარში მსახურობისას გარდაეცვალა თუ მოუკლეს. მეზობლების გარდა არავინ ჰყავდა მომკითხავი. სხვა გასაჭირთან ერთად, ქრონიკული ართრიტიც ტანჯავდა საცოდავს. უჭირდა სიარული. სულ რამდენიმე გაკვეთილი დასჭირდა ბათურას, ახალი მოვალეობის ასათვისებლად. ყოველ დღე შეცუნცულდებოდა გრიგორიევნას სახლში, დაავლებდა პირს ჩანთას, რომელშიც ფული და საყიდი პროდუქტების სია იდო და მოკურცხლავდა მაღაზიისკენ. შეძენილი პროვიზია მუდამ დინჯად და ფრთხილად მიჰქონდა მოხუცთან. არ ყოფილა შემთხვევა – თუნდაც კვერცხი, მაწვნის ქილა ან რაიმე ჭურჭელი, გასტეხოდეს.
თავიდან, სამზარეულოში ეძინა ბათურას. მაგრამ ხუთი წლის ასაკში ფეხი რომ მოვიტეხე და თითქმის ნახევარი წელი თაბაშირში ჩასმულმა, ლოგინში გავატარე, გვერდიდან აღარ მომცილებია და იქიდან მოყოლებული, ჩემი საწოლის ქვეშ მოიწყო საძინებელი.
მახსოვს ერთხელ, ზაფხულია, ჰა-ჰა უნდა ინათოს და ღრენა დაიწყო ბათურამ. კი გამეღვიძა მაგრამ, არ გინდა თვალის გახელა? რომ შეატყო ყურადღებას არ ვაქცევდი, უმატა ღრენას, მითათუნებს თათებს, ბოლოს ხელზე ფრთხილად ჩამავლო პირი და ადექიო მექაჩება. ამანაც რომ არ გაჭრა, გადავიდა ყეფაზე. სხვა რა გზა მქონდა? ავლასლასდი. ეზოში გასასვლელი კარი ღია იყო. ძაღლი გარეთ გაიქცა და ახლა იქ დაწყო ყეფა. თან მე მიყურებს, გამოდიო – მაგრძნობინებს. ამ ხმაურში დედაჩემსაც გაეღვიძა და მამაჩემსაც. გაკვირვებულები გავედით ეზოში. მეზობლის სახლს უყეფდა ბათურა. - იწვის! – უცებ შეჰკივლა დედაჩემმა და ალიც ამოვარდა სახურავიდან. სახანძროს მოსვლამდე ჩავაქრეთ ცეცხლი. იოლად გადარჩნენ მაკალათიები. სხვენის სამი-ოთხი ფიცარი დაეწვათ მხოლოდ. მადლიერმა ოჯახის უფროსმა, იმავე დღეს, სამი კილო “ ოხოტნიჩი კალბასი” მოართვა ბათურას. უუჰ, რა უყვარდა ისე?!
ბავშვობიდან დავყავდი მამას სანადიროდ. თოფს ხელში ვინ დამაჭერინებდა მაგრამ, უფროსებთან მარაქაში გარევა და ტყე-ღრე ხეტიალიც საკმარისი იყო ჩემთვის. განსაკუთრებით ის მახარებდა - ბათურას რომ აქებდა ყველა. ადრეც ვთქვი: ნამდვილი დიდოსტატი იყო მეთქი. ბადალი არ ჰყავდა, გინდა ცხოველზე, გინდა ფრინველზე ნადირობაში.
სახლში, სანადირო სამზადისს რომ შეატყობდა, სიხარულით ჭკუას კარგავდა ბათურა. გიჟივით დარბოდა ეზოში, ვერ გააჩერებდი. მაგრამ როგორც კი მანქანაში ჩავსხდებოდით, იმ წამშივე, ეს გადარეული და შლეგი ძაღლი, სფინქსივით გაირინდებოდა და ადგილზე მისვლამდე, იყო თუ არა მანქანაში, ვერ გაიგებდი.
14 წლის ვხდებოდი მამაჩემმა რომ მითხრა: წამოდი, ხვალ სეზონი იხსნება, თოფს გასროლინებ, იქნებ მწყერი მოინადიროო. ხო წარმოგიდგენიათ ჩემი სიხარული? სულ ცოტა, შვიდი წელი ველოდი ამ დღეს. კაცობაში შესვლას, დაკაცებას ნიშნავდა ეს. ბათურა უკვე ბებერი იყო, ძაღლური ასაკით 90-ს გადაცილებული. სულ გათეთრებული, თითქმის ვეღარ ხედავდა. ორი წელი იქნებოდა გასული, რაც სანადიროდ არ წაუყვანიათ. მთელი დღე, ჩემი ლოგინის ქვეშ იწვა და თვლემდა. ნაცნობ ჩხაკა-ჩხუკს რომ მოჰკრა ყური, სასწრაფოდ გამოძვრა და ჩვენ გარშემო მოჰყვა სუნსულს. მერე მამაჩემის წინ ჩაცუცქდა, თათები ფეხზე დააწყო და ლოკვა დაუწყო. წკმუტუნებდა, აშკარად თხოვდა: წამიყვანეთო სანადიროდ. - წავიყვანოთ რა მამა! – ახლა მე შევუჩდი. მეორე დღეს ბათურაც წამოვიდა ჩვენთან ერთად. ახლაც მახსოვს მამაჩემის და მისი მეგობრების გაკვირვებული სახეები, ბათურას მუშაობას რომ უყურებდნენ. მასტერ კლასი ჩაატარა ბათურამ. მარტო მე, სამი მწყერი მომანადირებინა, მამაჩემს – არ მახსოვს რამდენი. - ხო ვამბობდი: პირველად, ამან უნდა ანადიროსო ბიჭი! – სიხარულს ვერ მალავდა მამა და ეფერებოდა თვალსა და ხელს შუა გაახალგაზრდავებულ, გახვითქულ ძაღლს. გვიან მოვრჩით ნადირობას. მანქანის კაპოტზე სახელდახელო სუფრა გაშალეს კაცებმა, მალე უნდა წავსულიყავით, ღამდებოდა უკვე. ძაღლებიც ჩვენთან იყვნენ. არ იყო მხოლოდ ბათურა. შორს, სერზე შემდგარს მოვკარი თვალი. იდგა სერზე და იქით იყურებოდა. - ბათურა, მოდიიიიი!!! – გავძახე ძაღლს. არ განძრეულა. - ალბათ ვერ გაიგო – გავიფიქრე და ისევ ავყვირდი. მამაჩემმა სასტვენი ამოიღო და ორჯერ ჩასტვინა, რაც პატრონთან მოსვლის ნიშანი იყო. ეს ბრძანება არასდროს დაურღვევია ბათურას. იმ საღამოს კი, მხოლოდ ზანტად მოაბრუნა ჩვენსკენ თავი, ცოტა ხნით იდგა ასე, შემდეგ დაღმა დაეშვა და გაუჩინარდა. - აღარ დაბრუნდება. . . – ხმა გაებზარა მამას. - რას ქვია არ დაბრუნდება?! – გამიკვირდა მე და იქით გავიქეცი, სადაც ჩემთან ერთად გაზრდილი, უერთგულესი არსება მეგულებოდა. ბევრი ვეძებეთ, ამაოდ. ცოცხალი რომ აღარ იყო ვიცოდი, მაგრამ – დავასაფლავოთ მაინც მეთქი და მეორე დღეს უთენია წავაყვანინე მამაჩემს თავი. სულ ტყუილად. ვერც ცოცხალი ვიპოვეთ და ვერც მკვდარი.
დიდი დრო გავიდა მას შედეგ, მაგრამ მაინც ხშირად მახსენდება ჩემი პირველი მეგობარი. რამდენი სიკეთეც თავის ძაღლური ყოფით მოახერხა ბათურამ, იმის მეათედი ბევრ ადამიანს არ უფიქრია ვიცი. როცა მიხვდა დრო მოვიდაო, ადგა და წავიდა უხმაუროდ: არ შევაწუხოო ვინმე. ნეტავი შენი ზნე, საზიაროდ მაინც მისცა ბევრ ისეთს, სიცოცხლეს ვინ ჩივის, მინჯღრეული სკამი რომ ვერ მიუტოვებია, ქვეყნის გასახარად, ჩემო ბათურა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. რა შესანიშნავი პროზაა, ხელმეორედ გადავიკითხე და გული გამითბა, ძალიან მომენატრა ავტორი და მისი ნაწარმოებები, ჰა-რა-ლე ! სადა ხარ, რად არ მოუხვალ ურაკპარაკსა,,, ან სად არის შენი " ბავშვი", ჰარირამა კუს ტბის გარდა სხვა რომ არ იცოდა, , ვნახე სადღაც ეს ფოტო, და დღეს კი ჰარირამას შენი და მისი სკოლისდროინდელი ფოტოები გამოუფენია , ძალიან მესიამოვნა ნახვა, მოით აქანე მოით სად დეიკარგეთ, სანამ ლისის ტბა ადიდდებოდეს, გელოდებით. თქვენი ერთგული მუხა.
რა შესანიშნავი პროზაა, ხელმეორედ გადავიკითხე და გული გამითბა, ძალიან მომენატრა ავტორი და მისი ნაწარმოებები, ჰა-რა-ლე ! სადა ხარ, რად არ მოუხვალ ურაკპარაკსა,,, ან სად არის შენი " ბავშვი", ჰარირამა კუს ტბის გარდა სხვა რომ არ იცოდა, , ვნახე სადღაც ეს ფოტო, და დღეს კი ჰარირამას შენი და მისი სკოლისდროინდელი ფოტოები გამოუფენია , ძალიან მესიამოვნა ნახვა, მოით აქანე მოით სად დეიკარგეთ, სანამ ლისის ტბა ადიდდებოდეს, გელოდებით. თქვენი ერთგული მუხა.
53. არ ვიცოდი და, აბა ერთი კარგი საქმე, მეც გამიკეთებია თურმე ცხოვრებაში.:) არ ვიცოდი და, აბა ერთი კარგი საქმე, მეც გამიკეთებია თურმე ცხოვრებაში.:)
52. გადასარევია :) 55555555555555 თოლია რო გავიცანით, სულ შენი დამსახურება ყოფილა, ჩვენო, კახა, იცოდი ეს ... :) ანუ შესაბამისად, მის მიერ ჩვენი ჩავიტამინებ - ჩახილებაც (ჩაპურების პონტში) :) ჩა-5-ება, ბათურას დამსახურებაა :) ჰოდა დიდი მადლობა ორვეს :) .... გადასარევია :) 55555555555555 თოლია რო გავიცანით, სულ შენი დამსახურება ყოფილა, ჩვენო, კახა, იცოდი ეს ... :) ანუ შესაბამისად, მის მიერ ჩვენი ჩავიტამინებ - ჩახილებაც (ჩაპურების პონტში) :) ჩა-5-ება, ბათურას დამსახურებაა :) ჰოდა დიდი მადლობა ორვეს :) ....
51. ამ ბოლო დროს მესამედ მომივიდა ასე.. ვედავ ნაწარმოებს წაკითხული მაქვს.. შემოვალ და არც შეფასებული მაქვს და არც კომენტარი მიდევს... (დარწმუნებული ვარ ავტორისთის დიდი მნიშვნელობა არააქვს ამას მაგრამ მაინც...
რატო თუარა კი.. :)
ძალიან მაგარი ნაწარმოებია... ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის ის, რომ თხრობაა ძალიან მაგარი.. პირდაირი უშუალო.. ეგრევე მოდის ..
პატიისცემით... ამ ბოლო დროს მესამედ მომივიდა ასე.. ვედავ ნაწარმოებს წაკითხული მაქვს.. შემოვალ და არც შეფასებული მაქვს და არც კომენტარი მიდევს... (დარწმუნებული ვარ ავტორისთის დიდი მნიშვნელობა არააქვს ამას მაგრამ მაინც...
რატო თუარა კი.. :)
ძალიან მაგარი ნაწარმოებია... ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის ის, რომ თხრობაა ძალიან მაგარი.. პირდაირი უშუალო.. ეგრევე მოდის ..
პატიისცემით...
50. :) გმადლობთ.:) :) გმადლობთ.:)
49. მიყვარს ეს ნაწერი... მერამდენედ ვკითხულობ და ახლაც არ ვიცი რა დავწერო უბრალოდ უმაღლესი შეფასება და სიკეთე ავტორს. მიყვარს ეს ნაწერი... მერამდენედ ვკითხულობ და ახლაც არ ვიცი რა დავწერო უბრალოდ უმაღლესი შეფასება და სიკეთე ავტორს.
48. ძალიან მომეწონა ჰარი... მეც მყავდა ძაღლი ბათურა და ძალიან მიყვარდა. ის თეთრი იყო. შუბლი და ყურები ჰქონდა შავი... ძალიან მომეწონა ჰარი... მეც მყავდა ძაღლი ბათურა და ძალიან მიყვარდა. ის თეთრი იყო. შუბლი და ყურები ჰქონდა შავი...
47. უბრალოდ , ძალიან მომეწონა. უბრალოდ , ძალიან მომეწონა.
46. საოცარი ნაწარმოებია! სიტყვები არ მყოფნის. ძალიან შემიყვარდა თქვენი ბათურა! უფალმა დაგლოცოთ!!! <3 საოცარი ნაწარმოებია! სიტყვები არ მყოფნის. ძალიან შემიყვარდა თქვენი ბათურა! უფალმა დაგლოცოთ!!! <3
45. "დიდი დრო გავიდა მას შედეგ, მაგრამ მაინც ხშირად მახსენდება ჩემი პირველი მეგობარი. რამდენი სიკეთეც თავის ძაღლური ყოფით მოახერხა ბათურამ, იმის მეათედი ბევრ ადამიანს არ უფიქრია ვიცი. როცა მიხვდა დრო მოვიდაო, ადგა და წავიდა უხმაუროდ: არ შევაწუხოო ვინმე. ნეტავი შენი ზნე, საზიაროდ მაინც მისცა ბევრ ისეთს, სიცოცხლეს ვინ ჩივის, მინჯღრეული სკამი რომ ვერ მიუტოვებია, ქვეყნის გასახარად, ჩემო ბათურა." << აქ ყველაფერია ნათქვამი!
მიხარია, რომ მქონდა პატივი ასეთ ავტორს შეეფასებინა ჩემი ნაწერები! აპლოდისმენტები თქვენ და "ბათურას")** "დიდი დრო გავიდა მას შედეგ, მაგრამ მაინც ხშირად მახსენდება ჩემი პირველი მეგობარი. რამდენი სიკეთეც თავის ძაღლური ყოფით მოახერხა ბათურამ, იმის მეათედი ბევრ ადამიანს არ უფიქრია ვიცი. როცა მიხვდა დრო მოვიდაო, ადგა და წავიდა უხმაუროდ: არ შევაწუხოო ვინმე. ნეტავი შენი ზნე, საზიაროდ მაინც მისცა ბევრ ისეთს, სიცოცხლეს ვინ ჩივის, მინჯღრეული სკამი რომ ვერ მიუტოვებია, ქვეყნის გასახარად, ჩემო ბათურა." << აქ ყველაფერია ნათქვამი!
მიხარია, რომ მქონდა პატივი ასეთ ავტორს შეეფასებინა ჩემი ნაწერები! აპლოდისმენტები თქვენ და "ბათურას")**
44. ჰა-რა-ლე მოგვიტანეთ რაიმე ახალი. მომენტრა :) ჰა-რა-ლე მოგვიტანეთ რაიმე ახალი. მომენტრა :)
43. განუმეორებელი წევრის კიდევ ერთი შედევრი!!! მოგიკითხე და გისალმე კახაბერ, მონატრებულო ძმაო!!! გაიხარე შენა!!! განუმეორებელი წევრის კიდევ ერთი შედევრი!!! მოგიკითხე და გისალმე კახაბერ, მონატრებულო ძმაო!!! გაიხარე შენა!!!
42. იშვიათია ასეთი გემრიელი მოთხრობები. იშვიათია ასეთი გემრიელი მოთხრობები.
41. ბატონო ჰა-რა-ლე გიორგობას გილოცავ! წმინდა გიორგის მადლი გფარავდეს! ბატონო ჰა-რა-ლე გიორგობას გილოცავ! წმინდა გიორგის მადლი გფარავდეს!
40. ძალიან მომეწონა.+++++ ძალიან მომეწონა.+++++
39. მიყვარს აქაურობა და.. ერთი გოგოა ბატონო კახა, თქვენგანვე მაიმუნად და მატრაკვეცად სახელდებული, და სულ უნდა თქვენი წიგნი ატაროს ჩანთით :) ასეთი ამბებით სავსე წიგნი :) მიყვარს აქაურობა და.. ერთი გოგოა ბატონო კახა, თქვენგანვე მაიმუნად და მატრაკვეცად სახელდებული, და სულ უნდა თქვენი წიგნი ატაროს ჩანთით :) ასეთი ამბებით სავსე წიგნი :)
38. მომეწონა, ეს ჩანაწერი ახლოს მოვიდა ჩემთან....... მეც კატა მყავს და ეს ყველაფერი, რა გრძნობაც გაქვთ აღწერილი, ჩემთვის კარგად ნაცნობია. ოღონდ თქვენი ნებართვით ერთს ვიტყვი; როცა სახლში რამე ცხოველი გყავს და ასე გიყვარს, იცნობ ცხოველების სამყაროს, იცი რომ მათაც აქვთ გრძნობა, ვერ გამიგია, როგორღა უნდა ინადირო? როგორ უნდა მოკლა ცხოველი? სულ ვცდილობ მონადირეებს გავუგო, მაგრამ მათი ვერ გამიგია. ისე მოთხრობა მომეწონა 555 მომეწონა, ეს ჩანაწერი ახლოს მოვიდა ჩემთან....... მეც კატა მყავს და ეს ყველაფერი, რა გრძნობაც გაქვთ აღწერილი, ჩემთვის კარგად ნაცნობია. ოღონდ თქვენი ნებართვით ერთს ვიტყვი; როცა სახლში რამე ცხოველი გყავს და ასე გიყვარს, იცნობ ცხოველების სამყაროს, იცი რომ მათაც აქვთ გრძნობა, ვერ გამიგია, როგორღა უნდა ინადირო? როგორ უნდა მოკლა ცხოველი? სულ ვცდილობ მონადირეებს გავუგო, მაგრამ მათი ვერ გამიგია. ისე მოთხრობა მომეწონა 555
37. გამიხარდა ამის თავფურცელზე ნახვა : ) გამიხარდა ამის თავფურცელზე ნახვა : )
36. ეს მოთხრობა რომ არ გასულიყო მართლაც უსამართლობა იქნებოდა :) ეს მოთხრობა რომ არ გასულიყო მართლაც უსამართლობა იქნებოდა :)
35. ეს მართლაც საუკეთესო მოთხრობა იყო აგვისტოშიც და არა მხოლოდ აგვისტოში! ეს მართლაც საუკეთესო მოთხრობა იყო აგვისტოშიც და არა მხოლოდ აგვისტოში!
34. სათაურიდანვე თბილა...:-* ჩემს ყველა ძაღლსაც ბათურა ერქვა...სხვა სახელი, ძაღლს რომ ასე უხდებოდეს, არც კი ვიცი...:) რა კარგია აქ... ამ გვერდზე...:-* შენს მოთხრობებში საერთოდ... ყოველთვის კომფორტულად ვარ...მარტო მე არა, ალბათ ნებისმიერი მკითხველი ასეა აქ... მადლობა შენ და 55555-ები....კიდევ თუ გაგვაბედნიერებ რამით, უფრო ბევრს გაკოცებ...:-* სათაურიდანვე თბილა...:-* ჩემს ყველა ძაღლსაც ბათურა ერქვა...სხვა სახელი, ძაღლს რომ ასე უხდებოდეს, არც კი ვიცი...:) რა კარგია აქ... ამ გვერდზე...:-* შენს მოთხრობებში საერთოდ... ყოველთვის კომფორტულად ვარ...მარტო მე არა, ალბათ ნებისმიერი მკითხველი ასეა აქ... მადლობა შენ და 55555-ები....კიდევ თუ გაგვაბედნიერებ რამით, უფრო ბევრს გაკოცებ...:-*
33. ჰა-რა-ლე, ცრემლები წამომივიდა. :) შესანიშნავი ბათურა გყოლია. :) მეც მყავს, ჯონიკა, მაგრამ ეს ტუტუცია და ძალიან გვიყვარს.ერთხელ კვდებოდა და უნდა გენახა ჩვენი მოთქმა. გადარჩა. :) იმის შემდეგ ხშირად მიფიქრია, რამე რომ დაემართოს, გადავიტან, თუ ვერა. რაინდი ყოფილა შენი ბათურა, სიკვდილის მოახლოება იგრძნო და არ შეგაწუხათ. შენებურად, თბილად და კარგად არის დაწერილი. :)
მიხარია, საიტზე რომ " მშვიდობით დაბრუნდი". :))
ჰარი "იდეებმა" შეაწუხა იმ მტკავზე "ნელად რომ მოღელავს და მოდუდუნებს" და ჰკითხე ერთი, რა ხდებათქო... მტკვარს კი არა, ჰარის. :)))
პატივისცემით: ტენდი ჰა-რა-ლე, ცრემლები წამომივიდა. :) შესანიშნავი ბათურა გყოლია. :) მეც მყავს, ჯონიკა, მაგრამ ეს ტუტუცია და ძალიან გვიყვარს.ერთხელ კვდებოდა და უნდა გენახა ჩვენი მოთქმა. გადარჩა. :) იმის შემდეგ ხშირად მიფიქრია, რამე რომ დაემართოს, გადავიტან, თუ ვერა. რაინდი ყოფილა შენი ბათურა, სიკვდილის მოახლოება იგრძნო და არ შეგაწუხათ. შენებურად, თბილად და კარგად არის დაწერილი. :)
მიხარია, საიტზე რომ " მშვიდობით დაბრუნდი". :))
ჰარი "იდეებმა" შეაწუხა იმ მტკავზე "ნელად რომ მოღელავს და მოდუდუნებს" და ჰკითხე ერთი, რა ხდებათქო... მტკვარს კი არა, ჰარის. :)))
პატივისცემით: ტენდი
32. 27. თავმდაბალ ხალხს ახასიათებს ამგვარი დასკვნების გამოტანა პატივცემულო. ერთ "ლექსშიც" არის ასეთ პიროვნებაზე ლაპარაკი, რამდენადაც მახსოვს, როსტევნად სახელდებული. ერთმა მაღალმა იცის ის ამბავი, ზედმიწევნით კარგად.:) ჰა-რა-ლე. 2012-08-18 21:26:41
:D:D:D:D
როგორ მიყვარხააართ !!!! :* გულთბილი და ძალიააან მონატრებული მოკითხვა :* 27. თავმდაბალ ხალხს ახასიათებს ამგვარი დასკვნების გამოტანა პატივცემულო. ერთ "ლექსშიც" არის ასეთ პიროვნებაზე ლაპარაკი, რამდენადაც მახსოვს, როსტევნად სახელდებული. ერთმა მაღალმა იცის ის ამბავი, ზედმიწევნით კარგად.:) ჰა-რა-ლე. 2012-08-18 21:26:41
:D:D:D:D
როგორ მიყვარხააართ !!!! :* გულთბილი და ძალიააან მონატრებული მოკითხვა :*
31. მე ლომა გამახსენა... ჩემი თუმცა კი არც ვიცი ვისიძაღლი... მაინც რა ჭკვიანები არიან, აა?
გაიხარე, კახა! მე ახლა ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ ისევ ვკითხულობ შენს პროზას! 5555555555555555555555555555555555 მე ლომა გამახსენა... ჩემი თუმცა კი არც ვიცი ვისიძაღლი... მაინც რა ჭკვიანები არიან, აა?
გაიხარე, კახა! მე ახლა ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ ისევ ვკითხულობ შენს პროზას! 5555555555555555555555555555555555
30. ამ მოთხრობამ ჩემი ძაღლი ბახა გამახსენა, უფრო სწორედ ბიძაჩემის, რომელიც მეზობელ სოფელში ჩადიოდა მარტო გათხოვილი ბიძაშვილის სანახავად. როგორ ისწავლა არ ვიცი, ავტობუს ელოდებოდა გაჩერებაზე და იმით დადიოდა. ხალხი ჯერ ჩხუბობდა რა უნდა ავტობუსში ძაღლსო, მაგრამ მერე ბილეთსაც კი უღებდნენ, კვაჭილოს ცოლისძმის გადახდილიაო (კვაჭილო ჩემი ბიძასშვილის ქმრის ზედმეტი სახელია). ასე, რომ დიდი მადლობა ბატონო კახა, ასეთი გულისამაჩუყებელი მოთხრობისათვის რამაც, მე ჩემი ბახა გამახსენა. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. ნაწარმოებს რასაკვირველია 5. და აქვე თხოვნა (ვფიქრობ, რომ საიტის სხვა წევრებიც შემომიერთდებიან ამ თხოვნაში) იქნებ, როგორმე რაც დასამთავრებელი გაქვთ ის ნაწარმოებებიც დაამთავროთ. ამ მოთხრობამ ჩემი ძაღლი ბახა გამახსენა, უფრო სწორედ ბიძაჩემის, რომელიც მეზობელ სოფელში ჩადიოდა მარტო გათხოვილი ბიძაშვილის სანახავად. როგორ ისწავლა არ ვიცი, ავტობუს ელოდებოდა გაჩერებაზე და იმით დადიოდა. ხალხი ჯერ ჩხუბობდა რა უნდა ავტობუსში ძაღლსო, მაგრამ მერე ბილეთსაც კი უღებდნენ, კვაჭილოს ცოლისძმის გადახდილიაო (კვაჭილო ჩემი ბიძასშვილის ქმრის ზედმეტი სახელია). ასე, რომ დიდი მადლობა ბატონო კახა, ასეთი გულისამაჩუყებელი მოთხრობისათვის რამაც, მე ჩემი ბახა გამახსენა. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. ნაწარმოებს რასაკვირველია 5. და აქვე თხოვნა (ვფიქრობ, რომ საიტის სხვა წევრებიც შემომიერთდებიან ამ თხოვნაში) იქნებ, როგორმე რაც დასამთავრებელი გაქვთ ის ნაწარმოებებიც დაამთავროთ.
29. გარედან წავიკითხე!
დიდებულია!
5! გარედან წავიკითხე!
დიდებულია!
5!
28. დავაპლიუსე :) დავაპლიუსე :)
27. თავმდაბალ ხალხს ახასიათებს ამგვარი დასკვნების გამოტანა პატივცემულო. ერთ "ლექსშიც" არის ასეთ პიროვნებაზე ლაპარაკი, რამდენადაც მახსოვს, როსტევნად სახელდებული. ერთმა მაღალმა იცის ის ამბავი, ზედმიწევნით კარგად.:) თავმდაბალ ხალხს ახასიათებს ამგვარი დასკვნების გამოტანა პატივცემულო. ერთ "ლექსშიც" არის ასეთ პიროვნებაზე ლაპარაკი, რამდენადაც მახსოვს, როსტევნად სახელდებული. ერთმა მაღალმა იცის ის ამბავი, ზედმიწევნით კარგად.:)
26. მე ჩემს გარდა ადამიანი არ მეგულება ვისაც ამაში ეჭვი არ ეპარება :)) მე ჩემს გარდა ადამიანი არ მეგულება ვისაც ამაში ეჭვი არ ეპარება :))
25. მე ძალიან ობიექტური ვარ. :| ყველაზე ობიექტურიც ვარ და საერთოდ ობიექტურობა ვარ :)) ბელგრადელი. 2012-08-18 21:13:02
არის დედამიწაზე სულიერი, ვისაც ამ სიტყვებში, ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება, ღრმად პატივცემულო?:) მე ძალიან ობიექტური ვარ. :| ყველაზე ობიექტურიც ვარ და საერთოდ ობიექტურობა ვარ :)) ბელგრადელი. 2012-08-18 21:13:02
არის დედამიწაზე სულიერი, ვისაც ამ სიტყვებში, ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება, ღრმად პატივცემულო?:)
24. ჰმ.
თუმცა, შეფასება-კომენტარებში, რეალობას - თქვენი თავაზიანობა რომ აღემატება, ესეც ვიცი და მითბობს გულს.:)
მე ძალიან ობიექტური ვარ. :| ყველაზე ობიექტურიც ვარ და საერთოდ ობიექტურობა ვარ :)) ჰმ.
თუმცა, შეფასება-კომენტარებში, რეალობას - თქვენი თავაზიანობა რომ აღემატება, ესეც ვიცი და მითბობს გულს.:)
მე ძალიან ობიექტური ვარ. :| ყველაზე ობიექტურიც ვარ და საერთოდ ობიექტურობა ვარ :))
23. კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას მოგახსენებთ, როგორც ძველო, ასევე ახლად შემომატებულო, ძვირფასო მკითხველ-მეგობრებო! მახარებს,თქვენი მოწონება რომ დავამსახურებინე ნაწერს. თუმცა, შეფასება-კომენტარებში, რეალობას - თქვენი თავაზიანობა რომ აღემატება, ესეც ვიცი და მითბობს გულს.:)
გმადლობთ, მოკითხვა და პატივისცემა, თითოეულ თქვენგანს. კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას მოგახსენებთ, როგორც ძველო, ასევე ახლად შემომატებულო, ძვირფასო მკითხველ-მეგობრებო! მახარებს,თქვენი მოწონება რომ დავამსახურებინე ნაწერს. თუმცა, შეფასება-კომენტარებში, რეალობას - თქვენი თავაზიანობა რომ აღემატება, ესეც ვიცი და მითბობს გულს.:)
გმადლობთ, მოკითხვა და პატივისცემა, თითოეულ თქვენგანს.
21. საერთო მოწონებას მეც ვუერთდები,ნაწერი უბრალო, სადა, მაგრამ დიდი სიყვარულის მატარებელია. საერთო მოწონებას მეც ვუერთდები,ნაწერი უბრალო, სადა, მაგრამ დიდი სიყვარულის მატარებელია.
20. ძალიან, ძალიან მომეწონა, გემრიელად , ლაღად, სევდიანად , იუმორით გაჟღენთილია თხრობა. კი არ კითხულობ იქვე ხარ , მათ გვერდით ფუსფუსებ და მოქმედებ, თითქოს თან დასევ კუდში ბომბორას, ხედავ ეფერები და ბოლოს ცრემლებით აცილებ , მართლაც
რამდენი სიკეთეც თავის ძაღლური ყოფით მოახერხა ბათურამ, იმის მეათედი ბევრ ადამიანს არ უფიქრია ვიცი.
რა დიდებული მიგნებაა.
რაც შეეხება ჰა-რა-ლე-სა და ჰარირამას კომენტარ- იუმორისტულ -პაექრობას , ჩემი გაგებით ეს არის მეგობრობის, სიყვარულის , იუმორის , ძმაკაცობის და კაცთმოყვარეობის კლასიკური გამოხატვის ნიმუში. ძალიან, ძალიან მომეწონა, გემრიელად , ლაღად, სევდიანად , იუმორით გაჟღენთილია თხრობა. კი არ კითხულობ იქვე ხარ , მათ გვერდით ფუსფუსებ და მოქმედებ, თითქოს თან დასევ კუდში ბომბორას, ხედავ ეფერები და ბოლოს ცრემლებით აცილებ , მართლაც
რამდენი სიკეთეც თავის ძაღლური ყოფით მოახერხა ბათურამ, იმის მეათედი ბევრ ადამიანს არ უფიქრია ვიცი.
რა დიდებული მიგნებაა.
რაც შეეხება ჰა-რა-ლე-სა და ჰარირამას კომენტარ- იუმორისტულ -პაექრობას , ჩემი გაგებით ეს არის მეგობრობის, სიყვარულის , იუმორის , ძმაკაცობის და კაცთმოყვარეობის კლასიკური გამოხატვის ნიმუში.
19. მართლაც, ძალიან, ძალიან კარგი მოთხრობაა. ბევრი ნაცნობი შემთხვევაა შიგ. ჩვენც გვყავდა სოფელში ძაღლი, უბრალო, ეზოს ძაღლი, მაგრამ ისეთი ჭკვიანი იყო... ადამიანივით ესმოდა ჩემი ნათქვამი. რამდენჯერ მითქვამს, ნეტა ჩემს მოსწავლეებს ესმოდეთ ასეთქო. მოხუცდა, უკვე ადგომაც ეზარებოდა. ერთ საღამოს სახლის უკან წალიკენ წავიდა და... ვეღარსად ვიპოვეთ. მეზობელმა, მოხუცმა კაცმა მითხრა, ალბათ სიკვდილის მოახლოება იგრძნო და წავიდა, თქვენ არ შეგაწუხათო. მართლაც, ძალიან, ძალიან კარგი მოთხრობაა. ბევრი ნაცნობი შემთხვევაა შიგ. ჩვენც გვყავდა სოფელში ძაღლი, უბრალო, ეზოს ძაღლი, მაგრამ ისეთი ჭკვიანი იყო... ადამიანივით ესმოდა ჩემი ნათქვამი. რამდენჯერ მითქვამს, ნეტა ჩემს მოსწავლეებს ესმოდეთ ასეთქო. მოხუცდა, უკვე ადგომაც ეზარებოდა. ერთ საღამოს სახლის უკან წალიკენ წავიდა და... ვეღარსად ვიპოვეთ. მეზობელმა, მოხუცმა კაცმა მითხრა, ალბათ სიკვდილის მოახლოება იგრძნო და წავიდა, თქვენ არ შეგაწუხათო.
18. ამის წაკითხვა მერე იყოს. უბრალოდ ყოველთვის მიხარია ხოლმე,როცა თქვენი რაღაც დევს საიტზე. მოკითხვით და პატივისცემით ამის წაკითხვა მერე იყოს. უბრალოდ ყოველთვის მიხარია ხოლმე,როცა თქვენი რაღაც დევს საიტზე. მოკითხვით და პატივისცემით
17. ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა, მეც მყავდა ბათურა, ოღონდ კავკასიური ნაგაზი. ისიც გაგვექცა სიკვდილის წინ მგლებთან ბრძოლის მერე. სად არ ვეძებეთ, ცხენით, მანქანით... მაგრამ ...
მწერალი მართალია. ეს მთავარ გვერდზე უნდა გავიდეს... ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა, მეც მყავდა ბათურა, ოღონდ კავკასიური ნაგაზი. ისიც გაგვექცა სიკვდილის წინ მგლებთან ბრძოლის მერე. სად არ ვეძებეთ, ცხენით, მანქანით... მაგრამ ...
მწერალი მართალია. ეს მთავარ გვერდზე უნდა გავიდეს...
16. კახა, მოგიკითხე ძმაო. ეს რა მაგარი რამეა, თან რა გემრიელი მონათხრობი... ეს რომ თავფურცელზე არ გავიდეს მაშ დაქცეულა მკითხველის გემოვნება და ეგაა :) +5 რათქმაუნდა.
კახა, მოგიკითხე ძმაო. ეს რა მაგარი რამეა, თან რა გემრიელი მონათხრობი... ეს რომ თავფურცელზე არ გავიდეს მაშ დაქცეულა მკითხველის გემოვნება და ეგაა :) +5 რათქმაუნდა.
15. პირველ რიგში მინდა ვთქვა,რომ ძალიან მომენატრეთ ,ბატონო კახა...სულიერი სითბო მოაქვს თქვენ ნაწარმოებებს.
დრათჰარი მართლაც ძალიან მაგარი ძაღლია,პირადად არ მყოლია,მაგრამ ბევრი მსმენია და აი,წავიკითხე კიდეც კიდევ ერთი კარგი ისტორია...გული დამწყდა და შემეცოდა... "როცა მიხვდა დრო მოვიდაო, ადგა და წავიდა უხმაუროდ: არ შევაწუხოო ვინმე."... თვალები მომიწყლიანდა...
ძაღლები მეც მყავს,თან ერთდროულად 5 : ბომბორა,დემი,ემა,ლინდა და ლომა...მაგრამ ბათურასნაირი არცერთი არაა....სამს ძირგავარდნილ ქვევრს ვეძახი და ოჯახის ზარალს...ჭამის და ძილის მეტი არაფერი აინტერებთ და კაჭკაჭების მეტს არავის უყეფენ...ერთი დემია,რომელსაც ვუყვარვარ და თუ სადმე წავედი უკან მომყვება,სახლში დარჩენას როცა ვუბრძანებ დაჯდება და მიყურებს სანამ არ მოვეფარები ჰორიზონტს...კარის გაღება და დაკეტვა ვასწავლე,ხტუნვაც...მეტრანახევარზე ხტება...მაღალი თუთა გვიდგას და იმას ვაფერთხინებ ხოლმე...ტოტზე მივანიშნებ და ახტომით იჭერს ტოტს,მერე სწრაფად ამოძრავებს აქეთ-იქეთ და თუთაც იფერთხება :D :D პირველ რიგში მინდა ვთქვა,რომ ძალიან მომენატრეთ ,ბატონო კახა...სულიერი სითბო მოაქვს თქვენ ნაწარმოებებს.
დრათჰარი მართლაც ძალიან მაგარი ძაღლია,პირადად არ მყოლია,მაგრამ ბევრი მსმენია და აი,წავიკითხე კიდეც კიდევ ერთი კარგი ისტორია...გული დამწყდა და შემეცოდა... "როცა მიხვდა დრო მოვიდაო, ადგა და წავიდა უხმაუროდ: არ შევაწუხოო ვინმე."... თვალები მომიწყლიანდა...
ძაღლები მეც მყავს,თან ერთდროულად 5 : ბომბორა,დემი,ემა,ლინდა და ლომა...მაგრამ ბათურასნაირი არცერთი არაა....სამს ძირგავარდნილ ქვევრს ვეძახი და ოჯახის ზარალს...ჭამის და ძილის მეტი არაფერი აინტერებთ და კაჭკაჭების მეტს არავის უყეფენ...ერთი დემია,რომელსაც ვუყვარვარ და თუ სადმე წავედი უკან მომყვება,სახლში დარჩენას როცა ვუბრძანებ დაჯდება და მიყურებს სანამ არ მოვეფარები ჰორიზონტს...კარის გაღება და დაკეტვა ვასწავლე,ხტუნვაც...მეტრანახევარზე ხტება...მაღალი თუთა გვიდგას და იმას ვაფერთხინებ ხოლმე...ტოტზე მივანიშნებ და ახტომით იჭერს ტოტს,მერე სწრაფად ამოძრავებს აქეთ-იქეთ და თუთაც იფერთხება :D :D
14. სიგიჟემდე მიყვარს ძაღლები! მარტო თბილისში მეოთხე ძაღლს ვზრდი და რა დამთხვევაც არ უნდა იყოს, იმასაც ბათურა ქვია :) გაგახარებთ ღმერთი ავტორო, მშვენიერი რამეა ეს! სიგიჟემდე მიყვარს ძაღლები! მარტო თბილისში მეოთხე ძაღლს ვზრდი და რა დამთხვევაც არ უნდა იყოს, იმასაც ბათურა ქვია :) გაგახარებთ ღმერთი ავტორო, მშვენიერი რამეა ეს!
13. პროწიალ-პროწიალით ჰარალესთან შემოვპროწიალდი და მინდოდა ჩემებურად მემასხრა, მაგრამ აქ იმდენად კარგად დაწერილი სევდიანი ამბავი დამხვდა რომ მასხრობის სურვილი გამიქრო.
შემეცოდა ბათურა... თქვენ წარმოიდგინეთ ცრემლიც კი მომადგა... ასეთი რამ მასშემდეგ არ დამმართნია რაც ჩვენი შავი ნაგაზი "მასხარ- ბარსა" დაგვეღუპა. იცით რა ჭკვიანი იყო? ჩვენი წამოდგენების მთელ შემოსავლებს მასხარ-ბარსას ვაბარებდით. აბა ვინმეს ეცადა და ჩვენს ფულს შეხებოდა, იმწუთში მამას დაუძახებდა : - ჯამ-ბაზ! ჯამ-ბაზ! ჯამ-ბაზ! ჯამ-ბაზ!- ასე იყეფებოდა. მერეკი... ეეეჰ :(
დავსევდიანდიიიიიი....... ;(
ჯიბიდან 2 ქულა ამომვარდა ამ ნერვიულობაში, მაგრამ იყოს, ვიცი აქ არაფერი დაიკარგბა. შეერგოს ბათურას :)
ეჰ ჩემო "მასხარ-ბარსავ", სად ხარ ნეტავ, საააააააააად :(( ეჰ...
პროწიალ-პროწიალით ჰარალესთან შემოვპროწიალდი და მინდოდა ჩემებურად მემასხრა, მაგრამ აქ იმდენად კარგად დაწერილი სევდიანი ამბავი დამხვდა რომ მასხრობის სურვილი გამიქრო.
შემეცოდა ბათურა... თქვენ წარმოიდგინეთ ცრემლიც კი მომადგა... ასეთი რამ მასშემდეგ არ დამმართნია რაც ჩვენი შავი ნაგაზი "მასხარ- ბარსა" დაგვეღუპა. იცით რა ჭკვიანი იყო? ჩვენი წამოდგენების მთელ შემოსავლებს მასხარ-ბარსას ვაბარებდით. აბა ვინმეს ეცადა და ჩვენს ფულს შეხებოდა, იმწუთში მამას დაუძახებდა : - ჯამ-ბაზ! ჯამ-ბაზ! ჯამ-ბაზ! ჯამ-ბაზ!- ასე იყეფებოდა. მერეკი... ეეეჰ :(
დავსევდიანდიიიიიი....... ;(
ჯიბიდან 2 ქულა ამომვარდა ამ ნერვიულობაში, მაგრამ იყოს, ვიცი აქ არაფერი დაიკარგბა. შეერგოს ბათურას :)
ეჰ ჩემო "მასხარ-ბარსავ", სად ხარ ნეტავ, საააააააააად :(( ეჰ...
12. მართლა გენიალური იყო.... ყველანაირად გამართულიო და საინტერესო...
სამი კილო “ ოხოტნიჩი კალბასი” მოართვა ბათურას. უუჰ, რა უყვარდა ისე?!
აუ მეც როგორ მომინდა : (((( მართლა გენიალური იყო.... ყველანაირად გამართულიო და საინტერესო...
სამი კილო “ ოხოტნიჩი კალბასი” მოართვა ბათურას. უუჰ, რა უყვარდა ისე?!
აუ მეც როგორ მომინდა : ((((
11. აუუუ ;/ ძალიან მაგარი ნაწარმოებია. საოცარი თხრობაა.
დედამ - ან ეს ძაღლი რჩება სახლში, ან მე და ბავშვიო - და აკვნიანად დამტაცა თურმე ხელი. ვერ გეტყვით, ბებიამ ყოყმანი შეატყო მამაჩემს თუ რა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის (ან უფრო, არჩევანის გასამყარებლად), ჩვენ ამომოგვიდგა გვერდში.
მსტისლავ კელდიში, ცნობილი მათემატიკოსი იყო, გასული საუკუნის 60-70 წლებში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ლამის ნახევარი მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი
აი ძალიან მაგარი მომენტებია.
აუუუ ;/ ძალიან მაგარი ნაწარმოებია. საოცარი თხრობაა.
დედამ - ან ეს ძაღლი რჩება სახლში, ან მე და ბავშვიო - და აკვნიანად დამტაცა თურმე ხელი. ვერ გეტყვით, ბებიამ ყოყმანი შეატყო მამაჩემს თუ რა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის (ან უფრო, არჩევანის გასამყარებლად), ჩვენ ამომოგვიდგა გვერდში.
მსტისლავ კელდიში, ცნობილი მათემატიკოსი იყო, გასული საუკუნის 60-70 წლებში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ლამის ნახევარი მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი
აი ძალიან მაგარი მომენტებია.
10. მომეწონა რათქმაუნდა. +2 მომეწონა რათქმაუნდა. +2
9. წიო-წიოდ კი მომიწია წაკითხვა,მაგრამ არ ვუჩივი ბედს – კარგი ამბავი იყო,კეთილი და უზნეო მესკამეებზე ერთი ორი სიტყვაც ქე მოუხდა რეზიუმეს სახით :) წიო-წიოდ კი მომიწია წაკითხვა,მაგრამ არ ვუჩივი ბედს – კარგი ამბავი იყო,კეთილი და უზნეო მესკამეებზე ერთი ორი სიტყვაც ქე მოუხდა რეზიუმეს სახით :)
8. ჰა-რა-ლე, ახლა შემოვვარდი საიტზე და ისევ გავრბივარ. გამიხარდა, ახალი პროზა რომ განგითავსებია და თან ჰარის ლანძღავ. ღირსია, მასე მოუხდება! :))) აბა, რატომ იკარგებახოლმე ამდენი ხნით?! :)))) მიყვარხარ და საღამოს წავიკითხავ. და კიდევ, ყველას ძალიან მოგვენატრე. :))
პატივისცემით: ტენდი ჰა-რა-ლე, ახლა შემოვვარდი საიტზე და ისევ გავრბივარ. გამიხარდა, ახალი პროზა რომ განგითავსებია და თან ჰარის ლანძღავ. ღირსია, მასე მოუხდება! :))) აბა, რატომ იკარგებახოლმე ამდენი ხნით?! :)))) მიყვარხარ და საღამოს წავიკითხავ. და კიდევ, ყველას ძალიან მოგვენატრე. :))
პატივისცემით: ტენდი
7. "კელდიშივით" ძაღლი:)) როგორ აკლდა ასეთი პროზა საიტს და როგორ მაკლდა მე ბატონი ჰა-რა-ლე! ისე დაგიწერიათ, მეგონა, რომ მეც ვიცოდი ბათურა, ქართულ-ხალხურად დათხარის ჯიშისა:) "კელდიშივით" ძაღლი:)) როგორ აკლდა ასეთი პროზა საიტს და როგორ მაკლდა მე ბატონი ჰა-რა-ლე! ისე დაგიწერიათ, მეგონა, რომ მეც ვიცოდი ბათურა, ქართულ-ხალხურად დათხარის ჯიშისა:)
6. ვაჰ, რა ძალიან კარგი იყო =)
კეთილი თხრობა გაქვთ ძალიან (თუ შეიძლება, ასე ითქვას) ვაჰ, რა ძალიან კარგი იყო =)
კეთილი თხრობა გაქვთ ძალიან (თუ შეიძლება, ასე ითქვას)
5. მონატრებული სალამი ყველას! გამიხარდა თქვენი ნახვა ( ჰარირამა, აქამდე რაც ვთქვი, ჯერ არ გეხება შენ, მაცალე, მოგხედავ პაწა ხანში)! რომ არ დაგვიწყებივართ, ესეც მესიამოვნა, ერთობ. გაიხარეთ ყველამ ( აგიც რომ არ გეხება, შენ ვერ მიხვდები და ისევ მე გეტყვი ჰარიე)!
ახლა კი თქვენ მოგმართავთ, ღრმადპატივცემულო ჰარი!
რა იყო, რას ნიშნავდა თქვენი სიტყვები, ვითამ? ხო იცით, იმეფი ვარ, გულთან მიმაქვს ყოლიფერი, განსაკუთრებით თქვენი კომენტარები და ამფერის მემრედ, ხო შეიძლებოდა ეხეთქა ინფარქტს?
რა ვქნა არ გაუმართლდა მამაჩემს, ბაღნობაში მჯობდა მაგის გაზრდილი, სუფთა ჯიშის, "კელდიშის" ჭკუა-გონების ძაღლი - ბათურა. მამათქვენს, ბატონ გურამს კი გოუმართლა სამაგიეროდ. ერთი ზნის და ჭკუის აღმოჩდით, შენ და შენი გაზრდილი, შენსავით უჯიშო და უტვინო - ბუბუ!
P.S. პასუხი არ მომწერო მაინც არ წავიკიტხავ:)))) ჰარირამა. - რავარც შენ აგი არ წაიკითხო, ისე აგიდგეთ შენ და ბუბუს გვერდები.
მეტი არაფერი მეიწერო აბდალა და მაილაზე არ წამოგცდეს რამე, თვარა წაგასხიპავ მაი ორკაპა ენას და და ჩაგიფლავ ბუბუს გვერდით მიწაში!!! :)) მონატრებული სალამი ყველას! გამიხარდა თქვენი ნახვა ( ჰარირამა, აქამდე რაც ვთქვი, ჯერ არ გეხება შენ, მაცალე, მოგხედავ პაწა ხანში)! რომ არ დაგვიწყებივართ, ესეც მესიამოვნა, ერთობ. გაიხარეთ ყველამ ( აგიც რომ არ გეხება, შენ ვერ მიხვდები და ისევ მე გეტყვი ჰარიე)!
ახლა კი თქვენ მოგმართავთ, ღრმადპატივცემულო ჰარი!
რა იყო, რას ნიშნავდა თქვენი სიტყვები, ვითამ? ხო იცით, იმეფი ვარ, გულთან მიმაქვს ყოლიფერი, განსაკუთრებით თქვენი კომენტარები და ამფერის მემრედ, ხო შეიძლებოდა ეხეთქა ინფარქტს?
რა ვქნა არ გაუმართლდა მამაჩემს, ბაღნობაში მჯობდა მაგის გაზრდილი, სუფთა ჯიშის, "კელდიშის" ჭკუა-გონების ძაღლი - ბათურა. მამათქვენს, ბატონ გურამს კი გოუმართლა სამაგიეროდ. ერთი ზნის და ჭკუის აღმოჩდით, შენ და შენი გაზრდილი, შენსავით უჯიშო და უტვინო - ბუბუ!
P.S. პასუხი არ მომწერო მაინც არ წავიკიტხავ:)))) ჰარირამა. - რავარც შენ აგი არ წაიკითხო, ისე აგიდგეთ შენ და ბუბუს გვერდები.
მეტი არაფერი მეიწერო აბდალა და მაილაზე არ წამოგცდეს რამე, თვარა წაგასხიპავ მაი ორკაპა ენას და და ჩაგიფლავ ბუბუს გვერდით მიწაში!!! :))
4. ცოდოა არაა მაგი ბათურა, ძაღლად დაბადებულიყო და შენ ....:)))) თუმცა მამასენმა კი გამოიცნო Vინც იყავი სინამდვილეში:))))) ჩემი თუ არ გჯერა აგერ მამაშენის სიტყვები:))) ( ამ უტვინო ჩოჩორის გამო უნდა გამეგდო არა, ეს “კელდიშივით” ძაღლი) . მაგის გამო იყო ალბატ, რომ იცოდა ჩოჩორი გაზრდის შემდეგ რაც დადგებოდა, ადრიანად წავიდა ამ ქვეყნიდან. გაანათლოს მისი სული ღმერთმა. კიდევ კაი, კაი წერა მაინც რომ იცი , თვარა რა იქნებოდა შენი ფასი:)))) P.S. პასუხი არ მომწერო მაინც არ წავიკიტხავ:))))
ცოდოა არაა მაგი ბათურა, ძაღლად დაბადებულიყო და შენ ....:)))) თუმცა მამასენმა კი გამოიცნო Vინც იყავი სინამდვილეში:))))) ჩემი თუ არ გჯერა აგერ მამაშენის სიტყვები:))) ( ამ უტვინო ჩოჩორის გამო უნდა გამეგდო არა, ეს “კელდიშივით” ძაღლი) . მაგის გამო იყო ალბატ, რომ იცოდა ჩოჩორი გაზრდის შემდეგ რაც დადგებოდა, ადრიანად წავიდა ამ ქვეყნიდან. გაანათლოს მისი სული ღმერთმა. კიდევ კაი, კაი წერა მაინც რომ იცი , თვარა რა იქნებოდა შენი ფასი:)))) P.S. პასუხი არ მომწერო მაინც არ წავიკიტხავ:))))
3. მშვენიერი ნაწერია როგორც ყოველთვის კარგად წერ კახა ბატონო მიგიყოლებს ადამიანს ნაწერი და თან რაღაცნაირად ყველა პერსონაჟი შენი ახლობელი ხდება
ოღონდ ერთი შეცდომა გაქვს დაშვებული კერძოდ ის, რომ ასეთი მოთხრობები საღამოობით უნდა დაიდოს აბა ამ დილაადრიან რომ დაგვასევდიანე კარგია? :)
გაიხარე
5 ალალად მშვენიერი ნაწერია როგორც ყოველთვის კარგად წერ კახა ბატონო მიგიყოლებს ადამიანს ნაწერი და თან რაღაცნაირად ყველა პერსონაჟი შენი ახლობელი ხდება
ოღონდ ერთი შეცდომა გაქვს დაშვებული კერძოდ ის, რომ ასეთი მოთხრობები საღამოობით უნდა დაიდოს აბა ამ დილაადრიან რომ დაგვასევდიანე კარგია? :)
გაიხარე
5 ალალად
2. +5!!! მომეწონა. +5!!! მომეწონა.
1. მოგესალმები და თან მოგემადლიერები ბარემ პა-რა-ლე
კარგი იყო და კარგად გაგეტარებინოს დღევანდელი დღე(რათქმა უნდა,დანარჩენებიც)გენაცვალე და მე რა,მეჩემ ტილიან ორ ქულას (შემეშალა-რწყილიან)შენთან შევინახავ
+2+ მოგესალმები და თან მოგემადლიერები ბარემ პა-რა-ლე
კარგი იყო და კარგად გაგეტარებინოს დღევანდელი დღე(რათქმა უნდა,დანარჩენებიც)გენაცვალე და მე რა,მეჩემ ტილიან ორ ქულას (შემეშალა-რწყილიან)შენთან შევინახავ
+2+
|
|
მონაცემები არ არის |
|
|