ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2012


არანორმალურ

ღამეებს ვპარავ დღეებს
დღეებს ღამეთი ვნიღბავ
და როგორც მთვარეული
ვცხოვრობ რეალურს მიღმა
სუსტი ბეჭებით  მიმაქვს
უნდო ცხოვრების ქვები
ცრემლებს ყლუპ-ყლუპით  ვყლაპავ
ლამაზ ოცნებით ვთვრები
ნაბახუსევზე ზოგჯერ
მკლავს ირონიის გესლი
მერე კვლავ ვილეშები
და არაფერი მესმის
რუხი ცის კაბადონზე
ოცნებით ვხატავ ცისკარს
და  სიცოცხლით ვარ მთვრალი
სანამდე  ვინმე მიყვარს
ღამეებს ვპაარვ დღეებს
დღეებს ღამეთი ვნიღბავ
როგორც ზღაპრული სული
ვცხოვრობ ცხოვრების მიღმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლევან დევაძე ვულოცავთ დაბადების დღეს