ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2012


ის ბიჭი


ამბობდნენ, უყვარსო ხეტიალი -
მთებში ხეტიალი უყვარს;
არისო ცოტა რეტიანი,
ხშირად უმღერისო უფალს;
ვფიქრობ და ალბათ ბედი არის
ზოგჯერ მრუდე არის ბედიც
იმ გზებზე, შენ რომ ჩაიარე,
ცის თაღს რომ გადახვედი-
დღესაც მოგძახიან გოგოები:
შენი მაყვალა და თამრო,
ნანობენ ადრე ნაუარებს:
„შენი არ ვიქნები წყალ -ო“
მიწას ნამზეური მობანვია,
წუხელ მთელი ღამე წვიმდა;
გუდანს საცალფეხო ბილიკები
ვეღარ აბრუნებენ გზიდან -
იმ ბიჭს, რომ უყვარდა ხეტიალი
და ვინმე შავთვალება მარი,
ამბობენ თუ მართლა ბედი არის,
ბედი უკუღმართი არის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები