ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2012


შენ ხარ...

კალენდარს უნდა მოვაცილო 
სუყველა რიცხვი, 
კვირის ყველა დღეც წავშალო
და დავტოვო მარტო -
ქაღალდი... 
მასზე წაწერილი შენი სახელით...
საათსაც ახალს მოვიგონებ,
უციფერბლატოს...
მერე კი ჩემთვის ყველა სეზონს
სახელს შევუცვლი,
სულაც, ყველა თვე ერთ სახელქვეშ
მინდა გავიდეს!
და წლებსაც ალბათ, თუ დავნომრავ, 
შენი ასაკით...
სხვას რას შევცვლიდი?
მოვიფიქრებ კიდევ რაიმეს...
ჩემს სიტყვებს ალბათ
სასაცილოდ აიგდებს ბევრი... შენც...
”გაგიჟდიო?” –  გაიფიქრებ ხომ ვიცი ეხლაც...
არადა, მართლა...
კალენდარი, საათი, წელი,
სეზონი, თავის სუყველა თვით
ჩემთვის ხომ შენ ხარ!

ლიკა ოხანაშვილი

26.08.2012



































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს