ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნუნუნუნუ
ჟანრი: პროზა
27 აგვისტო, 2012


ჩემო ცად წასულო ანგელოზო.

ჩემო ცად წასულო ანგელოზო  , დღეს 18  წლის  გახდი, სრულწლოვანი,  თავისუფალი, მხიარული,  შენი ლამაზი სული დაფრინავს  და თავს ევლება,  შენს მშობლებს,  ძმას და ყველა  ახლობელს  უშენობას  აჩვევს..
სიცოცხლეში    ამაყი  იყავი,  იქაც  გეამაყება, რომ  დიდი  ბაბუის იერემიასთან ,  დიდი  ბებიის ტასიკოსთან,  დიდი  ბიძია  რეზოსთან ,  ბიცოლა ეთერის  გვერდით,    განისვენებ    უკვე  ორი  წელია და  დღეს,  დღეს  შეგისრულდა  თვრამეტი წელი.
"როგორი ლამაზია"    შენ გიხარია, ჩვენ  კი ვიხსენებთ    შენს სახესა და  ღიმილს,
მაპატიე ,  ვერ მოვედი  საფლავზე  შორიდან გეძახი:  " ნინუც!    ნინუც!  ნინუც!"    გესმის?!  ამ ხმაში  დიდი  სევდა და  ჩივილია.
არავინ    არა  იცის  სად  სჯობია...
შენი  მონატრება ჩვენ ყველას ტკივილად    გვექცა!
დიდება მამასა ძესა,წმიდასა სულსა, აწ და მარადის და  აუკუნეთი უკუნისამდე. ამინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები