ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოთიკოპალა
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2012


თბილისის მეტროპოლიტენი - ანუ - "ნექსთ სთეიშენ ლიბერთი სქვეარ"

სანამ მეტროში ჩავიდოდი ყვითელ "მარშუტკაში" ვიჯექი მძღოლის უკან.(“მანდ” იმიტომ  რომ მინა გაღებული იყო და ნიავი უბერავდა, ეს კი ერთადერთი საშუალებაა რატომღაც გაგრილების. არადა თავზე კონდიციონერი უქმად დაგყურებს, შენ კი გიხარია რა მაგარია 21 საუკუნე თბილისშიც დადგა და "ნავაროჩენი კონდიციონერის ქვემოთ ვზივარ - "პროგრესი კი ზემოდან დამყურებს'' ოფლში ვიწურები,  მახსენდება რეკლამა და მეშინია - არ დავიშალო. ) მძღოლი საუბარს იწყებს - სტამბოლში "ბრენდულ მაღაზიაში" მაისური შევიძინე ერთ თვეში დაიჩეჩა, ეჰ რას ვერჩოდით კომუნისტებს ....(- ვაა, ეს ეხლა კონდიციონერის ჩამრთავია თურმე მაისურებს სტამბოლში ყიდულობს გავიფიქრე )  არ მსურს მასთან კამათის დაწყება დავიღალე უკვე ....როგორც იქნა მეტროში ჩავედი. იშ რა სიგრილეა - კიდე კარგი ესენი არ ზოგავენ ფულს. ვაგონში შესვლის დროს უკან ბოშების ოჯახი შემომყვა, ახალგაზრდა ბიჭმა ინვალიდის სავარძლით პატარა გოგო  შემოიყვანა.  თავწაკრული ბოშა დედა რომელსაც ზურგში ჩვილი ბავშვი ყავდა "მიკონილი" და ორი მცირეწლოვანი ხელზე ეკიდებოდნენ ასე 3-4 წლისანი, გოგონები. (ალბათ სამათხოვროდ შემოვიდნენ ვიფიქრე) მთელი ვაგონი უსიამოვნოდ შეიშმუშნა ალბათ მათაც იგივე გაიფიქრეს და ეს ოჯახი უცხო სხეულად აღიქვეს არადა ვაგონში -"მთელი საქართველო იყო" შევცდი -ოჯახი არც აპირებდა მოწყალების თხოვნას ისინი უბრალოდ გადაადგილდებოდნენ ჩვენსავით. მატარებელმა ორი სადგური გაიარა, ახალგაზრდა ბოშა დედა ბავშვებით "დატვირთული" ძლივს იდგა ფეხზე. ვაგონის დამუხრუჭების დროს უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ არავის ვაგონში არც უფიქრია მისთვის ადგილი დაეთმო. მათ წინ სკამზე “ჩამწკრივებულიყვნენ ლამის სხვადასხვა თაობა” ერთად, მაგრამ ყურადღების ღირსადაც კი არავინ ჩათვალა. ისინი ჩვეულებრივი ,მგზავრები იყვნენ. მოწყალებას არ ითხოვდნენ, არც მალე ჩავიდოდნენ მაგრამ ვაგონში მყოფთათვის ისინი არ იყვნენ "ჩვეულებრივები" - ეს არის ჩემი ტოლერანტი ქართველი ერი?! (წიგნებში წერია რომ ტოლერანტები ვართ და ალბათ არი -წიგნებში წერია და...) მოულოდნელად ადგილი განთავისუფლდა, პატარა ორსული გოგო ჩავიდა ვაგონიდან. მას ადრე ადგილი დაუთმეს (იმიტომ რომ "ჩვენი ორსული გოგო იყო") ბოშა ქალი „დახუნძლული’’ ბავშვებით ადგილზე დაჯდა და მთელი ნახევარი წუთი სულის მოთქმას მოანდომა. გვერდით ბებო იჯდა შავებში. ბებო ძალიან გავდა ყოფილ მასწავლებელს, მისი მსგავსი ადრე მეც მასწავლიდა სკოლაში.(რატომღაც ასე ვფიქრობ მასზე) მატარებელმა მკვეთრად დაამუხრუჭა, ორი მცირეწლოვანი ბოშა გოგონა წაიქცა. ბებო ვიფიქრე რომ მიეშველობოდა მათ, ძალიან ახლოს იყო -ძალიან ახლოს.  მან მოძრაობა გააკეთა ბავშვებისკენ ხელი გასწია(გამიხარდა, ერთი ადამიანი მაინც დაეხმარება ბოშა გოგონებს) მაგრამ შევცდი ეს არ იყო დახმარების მოძრაობა, ეს თავდაცვითი მოძრაობა იყო - როცა არ გინდა, რაღაც "ბინძური" მოგეკაროს.... გაოგნებული ხმამ გამომაფხიზლა -" ნექსთ სთეიშენ ლიბერთი სქვეარ"...ბავშვები დედამ წამოაყენა...არა ჩვენ მაინც ევროპა ვართ და ნატოში გვინდა, ევროკავშირშიც გვინდა - რატომ? - იმიტომ რომ სამარშუტო ტაქსში "კონდიციონერია" და კიდე იმიტომ რომ - "ნექსთ სთეიშენ ლიბერთი სქვეარ" ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები