ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2012


ემი (მეძავის დღიურიდან)

ემი ვარ - მეძავი ბინძური ნიღაბით,
(სხვებივით სუფთა ხომ ვერაფრით მოვირგე...)
ემი ვარ - მეძავი პატარა ქალაქის
და ვცხოვრობ ამ საქმით, ჯერ კიდევ როდინდელ...
კაბასთან სირცხვილს და სინდისსაც გავიხდი,
მძივად კი ყოველთვის გარყვნილ ფიქრს ავისხამ,
სამოსად ჩავიცვამ უტიფარ ვნებებს და
უგრძნობი სხეული გამომაქვს სახლიდან...
ფიქრობენ - არასდროს არავინ მიყვარდა,
ჭირი და ჭორი ვარ რამდენის საუბრის,
სხვები ხომ ყოველთვის ქილიკით მიცქერენ,
რამდენის ამაყ და ბილწ მზერას გავურბი.
ბედია - ვიმშვიდებ თავს... (თუკი მამშვიდებს...)
ვერც ადრე შევცვალე, ახლაც ვცვლი ვერაფერს,
”მონაგარს” ვითვლი და სიმწრისგან ვიცინი,
ხშირად ხომ მეც... გული მერევა ჩემს თავზე...

ლიკა ოხანაშვილი

29.08.2012








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები