როგორც იქნა, სტიპენდია მოგვცეს, თანაც, რამდენიმე თვის ერთად. ზუსტად იმდენია, იმ საყურის საყიდლად რომ მჭირდება. საყურე- მინანქრის მინიატურული ჭიამაიები, სამიოდე თვის წინ ერთ-ერთ “საკომისიოში“ აღმოვაჩინე. მთლად ცოცხლებს ჰგავდნენ. ბევრჯერ ვიყავი იმ მაღაზიაში ამ თვეების მანძილზე, სუნთქვაშეკრული შევაღებდი ხოლმე კარს, ვაითუ გაიყიდა მეთქი. გამყიდველი ქალბატონი უკვე მცნობდა და შორიდანვე მომახარებდა - აქაა შენი ჭიამაიებიო. დახლიდან გამოიღებდა და ხელისგულზე ის ფრთხილად მიდებდა, თითქოს მართლა გაფრინდებოდნენ. -ამ დღეებში აუცილებლად იქნება სტიპენდია და ვიყიდი! - მერამდენედ ვპირდებოდი გამყიდველს. - იცი, განგებ ვაფარებ ზემოდან სხვა სამკაულებს, რომ ვერ შეამჩნიონ - შეთქმულივით მიჩურჩულებდა ისიც. ვეღარ მოვითმინე, ბოლო ლექცია გავაცდინე და მაღაზიისკენ გავეშურე. აჩქარებული ნაბიჯით გავიარე მელიქიშვილის ქუჩა, ჩავცდი მეტროსადგურ “რუსთაველს“, მეცნიერებათა აკადემიის წინ გამოფენილი ნახატებისკენაც კი არ გამქცევია მზერა, სულ ცოტაც და “ჩემი “ ჭიამაიები ნამდვილად ჩემები გახდებიან. უცებ შემომესმა, რომ დამიძახეს. მივიხედ-მოვიხედე, ნაცნობი ვერავინ შევამჩნიე და გზა გავაგრძელე. ისევ შემაჩერა რაღაცამ, კვლავ მიმოვატარე მზერა და... დავინახე! მიწისქვეშა გადასავლელის მოაჯირთან, მოხუცი კაცი წიგნებს ჰყიდდა. პირამიდის პრინციპით ჰქონდა წიგნები დაწყობილი ერთმანეთზე და სულ ბოლოს, ქარვისფერი პატარა წიგნი იდო. ის მიხმობდა, ნამდვილად! წიგნებს მივუახლოვდი, ფრთხილად ავიღე ხელში წიგნუკა, ხაოიან ზედაპირს ვერცხლისფრად ნატვიფრი, რომელიღაც მცენარის აყვავებული ტოტი ამშვენებდა. გადავშალე. “ტაკუბოკუ ისიკავა, ასი ტანკა“- მამცნო თავფურცელმა. მივხვდი, რომ იაპონელი მწერალი იყო და ყდაზე საკურა ყვაოდა. არც გადამიფურცლავს, ისე ვკითხე - რა ღირს-თქო. საყურის ღირებულების ნახევარი ღირდა. წიგნი გადავშალე და უცებ თვალნათლივ დავინახე, როგორ ამოფარფატდნენ ფურცლებიდან ჭიამაიები. “ეს წიგნი ჩემი უნდა იყოს! რად მინდა საყურე?! ყურიც კი არ მაქვს გახვრეტილი!“- უცებ მივიღე გადაწყვეტილება, ფული (კუპონები) სასწრაფოდ ჩავუთვალე ბუკინისტს და სახლისკენ შემოვბრუნდი. ასივე ტანკა სულმოუთქმელად წავიკითხე იმ საღამოს, მეორედაც, მესამედაც... დიდხანს, დიდხანს მახსოვდა ბევრი მათგანი ზეპირად. ზოგიერთი ახლაც მახსოვს:
* * * ერთხელ ხუმრობით დედაჩემი მხარზე შევისვი, იგი ისეთი მსუბუქი იყო, რომ უცბად ცრემლი მომერია და ვეღარ ვზიდე.
* * * მიწებს ჰყიდიან, სახლებს ჰყიდიან. სვამენ, ლოთობენ... გადაშენების გზაზე დამდგარა ჩემი სოფელი! გული კი მაინც მისკენ მიიწევს...
* * * მოწმენდილია ცა შემოდგომის, ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც. გიყურებ, როგორ მარტო ხარ, ცაო! ყორანმა მაინც გადაიფრინოს.
* * * ბიჭის თვალებში შური ჩამდგარა: აგერ ის ჩიტი ფრინავს და მღერის.
* * * მეგობარს გული გადავუშალე... და მომეჩვენა: ამ საუბარში რაღაც დავკარგე და გავღარიბდი... მყისვე დავტოვე მისი ოთახი...
* * * რად გინდა ნიჭი, სული მდიდარი, როცა ხელები გაქვს შებორკილი! ... ასე გალოთდა ერთი ჭაბუკი!
* * * “მძულს, მეზიზღება უმოქმედობა ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის!” ასე ვსთქვი ერთხელ და იმის შემდეგ აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.
რამდნეიმე დღის შემდეგ ისევ შევიარე იმ მაღაზიაში. მე რომ “ასი ტანკის“ მფლობელი გავხდი, იმ დღეს გაყიდულა “ჩემი“ ჭიამაიები. სამუდამოდ შევეშვი საყურეებზე ოცნებას- რად მინდა?! მე ხომ ყურიც კი არ მაქვს გახვრეტილი. ჭიამაიები კი... ახლაც, ყოველთვის, როცა ტაკუბოკუ ისიკავას ვესტუმრები და წიგნს გადავფურცლავ, ვხედავ - როგორ იწინწკლება შავ-წითლად თითო ფურცელზე ყოველი ტანკა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
56. მშვენიერი ნაწერია, ეს ტანკები იქიდან თარგნნეთ თუ თქვენია? ძალიან მომეწონა პირველი და მესამე. ++ მშვენიერი ნაწერია, ეს ტანკები იქიდან თარგნნეთ თუ თქვენია? ძალიან მომეწონა პირველი და მესამე. ++
55. ძალიან, კარგად იკითხება ძალიან, კარგად იკითხება
54. თურმე კარგადაც წერ , გკითხულობ ) თურმე კარგადაც წერ , გკითხულობ )
53. უჰ, კაია )) უჰ, კაია ))
52. სიამოვნებით წასაკითხი ამბავი. ) სიამოვნებით წასაკითხი ამბავი. )
51. გარედან ვკითხულობ ხოლმე და ახლა მარტო იმისთვის შემოვედი , რომ კომენტარი დამეწერა. უუუუუუჰ ))))) გარედან ვკითხულობ ხოლმე და ახლა მარტო იმისთვის შემოვედი , რომ კომენტარი დამეწერა. უუუუუუჰ )))))
50. * * * მიწებს ჰყიდიან, სახლებს ჰყიდიან. სვამენ, ლოთობენ... გადაშენების გზაზე დამდგარა ჩემი სოფელი! გული კი მაინც მისკენ მიიწევს... * * * მიწებს ჰყიდიან, სახლებს ჰყიდიან. სვამენ, ლოთობენ... გადაშენების გზაზე დამდგარა ჩემი სოფელი! გული კი მაინც მისკენ მიიწევს...
49. მე 28-ე და 35-ს :) მე 28-ე და 35-ს :)
48. ვეთანხმები 32 -ე კონენტარს .. :) ვეთანხმები 32 -ე კონენტარს .. :)
47. რა მშვენივრად წერთ, ჯონათან! ახლა მეც მომინდა მაგ წიგნის წაკითხვა! რა მშვენივრად წერთ, ჯონათან! ახლა მეც მომინდა მაგ წიგნის წაკითხვა!
46. რამდნეიმე დღის შემდეგ ისევ შევიარე იმ მაღაზიაში. მე რომ “ასი ტანკის“ მფლობელი გავხდი, იმ დღეს გაყიდულა “ჩემი“ ჭიამაიები. სამუდამოდ შევეშვი საყურეებზე ოცნებას- რად მინდა?! მე ხომ ყურიც კი არ მაქვს გახვრეტილი. ჭიამაიები კი... ახლაც, ყოველთვის, როცა ტაკუბოკუ ისიკავას ვესტუმრები და წიგნს გადავფურცლავ, ვხედავ - როგორ იწინწკლება შავ-წითლად თითო ფურცელზე ყოველი ტანკა. :) :* რამდნეიმე დღის შემდეგ ისევ შევიარე იმ მაღაზიაში. მე რომ “ასი ტანკის“ მფლობელი გავხდი, იმ დღეს გაყიდულა “ჩემი“ ჭიამაიები. სამუდამოდ შევეშვი საყურეებზე ოცნებას- რად მინდა?! მე ხომ ყურიც კი არ მაქვს გახვრეტილი. ჭიამაიები კი... ახლაც, ყოველთვის, როცა ტაკუბოკუ ისიკავას ვესტუმრები და წიგნს გადავფურცლავ, ვხედავ - როგორ იწინწკლება შავ-წითლად თითო ფურცელზე ყოველი ტანკა. :) :*
45. ნათიასი არიყოს,მეც ორი საღამო მოვიწყვე ჯონათანის)))და ისე მომეწონააა!!!უუჰ!) 5 ნათიასი არიყოს,მეც ორი საღამო მოვიწყვე ჯონათანის)))და ისე მომეწონააა!!!უუჰ!) 5
44. როგორც იაპონელები იტყვიან: "სუგოი, ტაიჰენ ომოიშიროი კაკუ დესუ ნე?!" :დ:დ დიდი ტოკიო (ედო) ტკბილი საკურა და ამაყი ფუჯიიამა... ოცნების ქალაქი, ტკბილი, ტკბილი საკურა. როგორც იაპონელები იტყვიან: "სუგოი, ტაიჰენ ომოიშიროი კაკუ დესუ ნე?!" :დ:დ დიდი ტოკიო (ედო) ტკბილი საკურა და ამაყი ფუჯიიამა... ოცნების ქალაქი, ტკბილი, ტკბილი საკურა.
43. მიწებს ჰყიდიან, სახლებს ჰყიდიან. სვამენ, ლოთობენ... გადაშენების გზაზე დამდგარა ჩემი სოფელი! გული კი მაინც მისკენ მიიწევს...
ამაღამდელი გეგმაც შესრულებულია :)) მიწებს ჰყიდიან, სახლებს ჰყიდიან. სვამენ, ლოთობენ... გადაშენების გზაზე დამდგარა ჩემი სოფელი! გული კი მაინც მისკენ მიიწევს...
ამაღამდელი გეგმაც შესრულებულია :))
42. უჰ, რა ჩაუდენია ეს ამ გოგოს :)
მადლობა ნათია, jonatan livingstoni-ს რეტროსპექტული კითხვის გამო :) :*
ამაზე უკეთეს საღამოებს გისურვებ! ;)
უჰ, რა ჩაუდენია ეს ამ გოგოს :)
მადლობა ნათია, jonatan livingstoni-ს რეტროსპექტული კითხვის გამო :) :*
ამაზე უკეთეს საღამოებს გისურვებ! ;)
41. ჯონათანის საღამო მოვიწყვე ახლა მე და ისეთი კმაყოფილი ვარ... )
<3
ჯონათანის საღამო მოვიწყვე ახლა მე და ისეთი კმაყოფილი ვარ... )
<3
40. არც მე დავრჩი გულგრილი,კი არა საოცრად მსუბუქი იყო,მისი სიმდიდრით რაც არჩიეთ ჭიამაიას საყურეს. ასე მგონია ნახატს თუ ვუყურებ და ყოველ დეტალს ნათლად ვხედავ,სწორედ ესეთი იყო. წარმატებები არც მე დავრჩი გულგრილი,კი არა საოცრად მსუბუქი იყო,მისი სიმდიდრით რაც არჩიეთ ჭიამაიას საყურეს. ასე მგონია ნახატს თუ ვუყურებ და ყოველ დეტალს ნათლად ვხედავ,სწორედ ესეთი იყო. წარმატებები
39. ისე თბილად გავუღიმე ნაწერს.... და იგივე გამკმეტყველევით წავიკიტხე ტანკები კიდევ ერთხელ... )))) ისე თბილად გავუღიმე ნაწერს.... და იგივე გამკმეტყველევით წავიკიტხე ტანკები კიდევ ერთხელ... ))))
38. გამახსენდა)) გამახსენდა))
37. იფ.... :)
ას ტანკაზე ვერც მე ვიტყოდი უარს ....:) იფ.... :)
ას ტანკაზე ვერც მე ვიტყოდი უარს ....:)
36. “მძულს, მეზიზღება უმოქმედობა ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის!” ასე ვსთქვი ერთხელ და იმის შემდეგ აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.
აი, ეს ზუსტად ჩემი მდგომარეობაა :) “მძულს, მეზიზღება უმოქმედობა ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის!” ასე ვსთქვი ერთხელ და იმის შემდეგ აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.
აი, ეს ზუსტად ჩემი მდგომარეობაა :)
34. მურმან ლებანიძის თარგმანებია, ჰო, ჯონათან? მიყვარს ეგ ტაკუბოკუ :) რამდენჯერ მქონია მასეთი შემთხვევა, უფულოდ რომ გამოვსულვარ წიგნების მაღაზიიდან, მაგრამ ბედნიერი და წიგნებით... მხოლოდ, ჩემი თაობა ვკითხულობდით კიდეც :) :)
კარგი გოგო ხარ, ჯონათან, შენ. კარგი რამ გამახსენე ახლა :*** მურმან ლებანიძის თარგმანებია, ჰო, ჯონათან? მიყვარს ეგ ტაკუბოკუ :) რამდენჯერ მქონია მასეთი შემთხვევა, უფულოდ რომ გამოვსულვარ წიგნების მაღაზიიდან, მაგრამ ბედნიერი და წიგნებით... მხოლოდ, ჩემი თაობა ვკითხულობდით კიდეც :) :)
კარგი გოგო ხარ, ჯონათან, შენ. კარგი რამ გამახსენე ახლა :***
33. შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დარჩეს... მოკითხვა,პატივისცემით _ შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დარჩეს... მოკითხვა,პატივისცემით _
32. ძალიან მაგარი რაღაცეებია აქ...
5555 ძალიან მაგარი რაღაცეებია აქ...
5555
31. აი, ვიპოვე :) არ ველოდი...
* * * მთაზე ავედი, მაღალ მწვერვალზე და ქუდი ჩუმად დავუქნიე... ვის? თვით არ ვიცი, და მერე ისევ ჩამოველ მთიდან.
დაგიქნიე ქუდი და წავედი აი, ვიპოვე :) არ ველოდი...
* * * მთაზე ავედი, მაღალ მწვერვალზე და ქუდი ჩუმად დავუქნიე... ვის? თვით არ ვიცი, და მერე ისევ ჩამოველ მთიდან.
დაგიქნიე ქუდი და წავედი
30. "მივხვდი, რომ იაპონელი მწერალი იყო და ყდაზე საკურა ყვაოდა.''
ჯონათან...
მეც ძალიან მიყვარს ტაკუბოკუს ყველა ტანკა, განსაკუთრებით კი აი, ეს :
როცა გვიანღამ სამუშაოდან მძინარე სახლში დავბრუნდებოდი, შვილს ავიყვანდი ხელში უმალვე... ერთხელ სიკვდილმა მიმასწრო მასთან!
აღარ დავწერ რა ვიგრძენი, როცა წავიკითე.. ყველა თვითონ გამოსცდის ამას... "მივხვდი, რომ იაპონელი მწერალი იყო და ყდაზე საკურა ყვაოდა.``
ჯონათან...
მეც ძალიან მიყვარს ტაკუბოკუს ყველა ტანკა, განსაკუთრებით კი აი, ეს :
როცა გვიანღამ სამუშაოდან მძინარე სახლში დავბრუნდებოდი, შვილს ავიყვანდი ხელში უმალვე... ერთხელ სიკვდილმა მიმასწრო მასთან!
აღარ დავწერ რა ვიგრძენი, როცა წავიკითე.. ყველა თვითონ გამოსცდის ამას...
29. კი, დაიწინწკლა შავ-წითლად ურაკპარაკის ეს გვერდიც... :) კი, დაიწინწკლა შავ-წითლად ურაკპარაკის ეს გვერდიც... :)
28. ძალიან ძალიან!++++++ ძალიან ძალიან!++++++
27. ვისიამოვნე!!! ძალინ კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! ვისიამოვნე!!! ძალინ კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
25. რა კარგად არის შეკრული თავიდან ბოლომდე..
მაგარი რამეა:))
მაქსიმუმი რა კარგად არის შეკრული თავიდან ბოლომდე..
მაგარი რამეა:))
მაქსიმუმი
22. გაგიმართლა ე.ი. გაგიმართლა ე.ი.
21. უჰ, მომეწონა და ძალიან მინდა, ეგ წიგნი წავიკითხო, ფურცლები რომ იწინწკლებიან...... მოგიკითხე თბილად.... უჰ, მომეწონა და ძალიან მინდა, ეგ წიგნი წავიკითხო, ფურცლები რომ იწინწკლებიან...... მოგიკითხე თბილად....
20. ძალიან მომეწონა არჩევანიც და მოგონებაც :) ძალიან მომეწონა არჩევანიც და მოგონებაც :)
19. ძალიან კარგია...:) ძალიან კარგია...:)
18. გენაცვალე. მაგრად ვისიამოვნე. კარგი ხარ. გენაცვალე. მაგრად ვისიამოვნე. კარგი ხარ.
17. ბამბუკის "ნოჩნიკზე" დავდიოდი შარშან მე რამოდენიმე თვე,ოღონდ მე ვიყიდე, ვერ მოვისვენებდი. :) თუმცა წიგნიც ბევრჯერ მიყიდია ასე,ერთი ხელისმოსმით. არ აპირებ და უცებ-შენი უნდა იყოს ეს წიგნი.
ლამაზი,აზრიანი ტანკებია.
გიყურებ, როგორ მარტო ხარ, ცაო! ყორანმა მაინც გადაიფრინოს.
ახლა ეს, ყველაზე მეტად. ბამბუკის "ნოჩნიკზე" დავდიოდი შარშან მე რამოდენიმე თვე,ოღონდ მე ვიყიდე, ვერ მოვისვენებდი. :) თუმცა წიგნიც ბევრჯერ მიყიდია ასე,ერთი ხელისმოსმით. არ აპირებ და უცებ-შენი უნდა იყოს ეს წიგნი.
ლამაზი,აზრიანი ტანკებია.
გიყურებ, როგორ მარტო ხარ, ცაო! ყორანმა მაინც გადაიფრინოს.
ახლა ეს, ყველაზე მეტად.
16. ძალიან მომეწონა, სადა, , ლამაზად და გულწრფელი ნაწერია, დიდაქტიკური მარცვალი დევს, რაც ძალზე უფრო საინტერესოს ხდისნაწერს.
ძალიან მომეწონა, სადა, , ლამაზად და გულწრფელი ნაწერია, დიდაქტიკური მარცვალი დევს, რაც ძალზე უფრო საინტერესოს ხდისნაწერს.
15. ჯონათანის პოეტური პროზის მშვენიერი ნაზავი ტაკუბოკუს პოეზიასთან... როგორი სისადავით გადმოსცემ შენს გრძნობებსა და ემოციებს... დახვეწილი ხელწერის მიღმა ასეთივე სული მოჩანს... 555 ჯონათანის პოეტური პროზის მშვენიერი ნაზავი ტაკუბოკუს პოეზიასთან... როგორი სისადავით გადმოსცემ შენს გრძნობებსა და ემოციებს... დახვეწილი ხელწერის მიღმა ასეთივე სული მოჩანს... 555
14. ძალიან მომეწონა :) ცოტა გულიც დამიღონდა. ძნელია როცა არჩევანის წინაშე დგახარ ადამიანი... თუმცა უკეთესი აირჩიე მაგრამ მაინც :)
+5 :) ძალიან მომეწონა :) ცოტა გულიც დამიღონდა. ძნელია როცა არჩევანის წინაშე დგახარ ადამიანი... თუმცა უკეთესი აირჩიე მაგრამ მაინც :)
+5 :)
13. თოლია, ისიკავა =)
რომ გკითხულობ, ვხედავ, ვგრძნობ და მესმის თოლია, ისიკავა =)
რომ გკითხულობ, ვხედავ, ვგრძნობ და მესმის
12. რა ნაცნობი სიტუციაა. რა ნაცნობი გზა , "მშფოთვარე სევდა " გამიღვიძე ისევ... "მძულს მეზიზღება უმოქმედობა ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის" ასე ვსთქვი ერთხელ და ამის შემდეგ აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.
ძაან მაგარი ხარ!!! არ გჭირდება შენ სამკაული - იმდენად მშვენიერი სული გაქვს, ყველა სამკაულს დაჩრდილავს მაინც . <3<3<3
რა ნაცნობი სიტუციაა. რა ნაცნობი გზა , "მშფოთვარე სევდა " გამიღვიძე ისევ... "მძულს მეზიზღება უმოქმედობა ადათ-წესებში გაყინულ ქვეყნის" ასე ვსთქვი ერთხელ და ამის შემდეგ აღარ მასვენებს მშფოთვარე სევდა.
ძაან მაგარი ხარ!!! არ გჭირდება შენ სამკაული - იმდენად მშვენიერი სული გაქვს, ყველა სამკაულს დაჩრდილავს მაინც . <3<3<3
11. დიდი მადლობა! ვინც იცოდა და უყვარდა ტაკუბოკუ , იმათთვის გასახსენებლად და ვინც არ იცოდა- იმათთვის გასაცნობად მოვყევი ეს ამბავი. ბატონო ჰარირამა, მაინც მაგარი ყოფილა ის თქვენი კლასელი ხუსკიტი:) და "ხომლი" ჩამოვარდებოდა, კი, ცვივიან ხოლმე დროდადრო ვარსკვლავები:)) ფილიმონა, რა ნაცნობი "პოჩერკი " გაქვს , კაცო:) დიდი მადლობა! ვინც იცოდა და უყვარდა ტაკუბოკუ , იმათთვის გასახსენებლად და ვინც არ იცოდა- იმათთვის გასაცნობად მოვყევი ეს ამბავი. ბატონო ჰარირამა, მაინც მაგარი ყოფილა ის თქვენი კლასელი ხუსკიტი:) და "ხომლი" ჩამოვარდებოდა, კი, ცვივიან ხოლმე დროდადრო ვარსკვლავები:)) ფილიმონა, რა ნაცნობი "პოჩერკი " გაქვს , კაცო:)
10. მადლობა ავტორს ასეთი ლამაზი სიყვარულისთვის! (წიგნსა და ლიტერატურას ვგულისხმობ...) ისიკავა ტაკუბოკუ ჩემთვის ერთი ცალკე ლამაზი სამყაროა და კიდევ ერთი ადამიანის მიერ ასე მოტანილი – დიდი სიხარული...
მეც დავტოვებ აქ ტაკუბოკუს...
"ბიჭის თვალებში შური ჩამდგარა: აგერ ის ჩიტი ფრინავს და მღერის"
"როცა ერთბაშად ვაგონიდან შორს, ცისკიდურზე ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ ჰოი, რარიგად მევიწროვა მაშინ საყელო!" მადლობა ავტორს ასეთი ლამაზი სიყვარულისთვის! (წიგნსა და ლიტერატურას ვგულისხმობ...) ისიკავა ტაკუბოკუ ჩემთვის ერთი ცალკე ლამაზი სამყაროა და კიდევ ერთი ადამიანის მიერ ასე მოტანილი – დიდი სიხარული...
მეც დავტოვებ აქ ტაკუბოკუს...
"ბიჭის თვალებში შური ჩამდგარა: აგერ ის ჩიტი ფრინავს და მღერის"
"როცა ერთბაშად ვაგონიდან შორს, ცისკიდურზე ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ ჰოი, რარიგად მევიწროვა მაშინ საყელო!"
9. ღამე მშვიდობის,მშვენიერო ქალბატონო! სადა ვარ და აქ ვარ.ცოტა კი დავიგვიანე,მარა... იცი ეს შენ უკვე. ჰოდა ,როგორ მითხარი? მწერლების მეტი რააო და წაიკითხეო?!ამიტომაც გამოგარჩევ პირადად მე,ყველა მართლაც რომ ღირსეულთა შორის.ბევრია ურაკზე ნამდვილად რომ მწერლები შეუძლიათ დაირქვან,მაგრამ ამ შენი თავმდაბალი ოსტატობის გარეშე,ეს სია უცილობლად არასრული იქნება. ჩემთვის კი ფავორიტი ქალბატონი ბრძანდები.
ასფრიადოსანი ხარ შენ,მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ერთის დაწერა შემიშლია
+ 5 + ღამე მშვიდობის,მშვენიერო ქალბატონო! სადა ვარ და აქ ვარ.ცოტა კი დავიგვიანე,მარა... იცი ეს შენ უკვე. ჰოდა ,როგორ მითხარი? მწერლების მეტი რააო და წაიკითხეო?!ამიტომაც გამოგარჩევ პირადად მე,ყველა მართლაც რომ ღირსეულთა შორის.ბევრია ურაკზე ნამდვილად რომ მწერლები შეუძლიათ დაირქვან,მაგრამ ამ შენი თავმდაბალი ოსტატობის გარეშე,ეს სია უცილობლად არასრული იქნება. ჩემთვის კი ფავორიტი ქალბატონი ბრძანდები.
ასფრიადოსანი ხარ შენ,მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ერთის დაწერა შემიშლია
+ 5 +
8. არ მაინტერესებს ეს უნდა იდოს პოეზიაში
* * * მოწმენდილია ცა შემოდგომის, ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც. გიყურებ, როგორ მარტო ხარ, ცაო! ყორანმა მაინც გადაიფრინოს.
<3 <3 <3 ვახ არ მაინტერესებს ეს უნდა იდოს პოეზიაში
* * * მოწმენდილია ცა შემოდგომის, ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც. გიყურებ, როგორ მარტო ხარ, ცაო! ყორანმა მაინც გადაიფრინოს.
<3 <3 <3 ვახ
7. კარგია , ყოჩაღ! კარგია , ყოჩაღ!
6. ერტი ჩემი კლასელი მატყუებდა ბავშვები ვიყავიტ< რვეულში გადაეწერა ისიკავას ლექსები და ჩემებიაო, გულზე ვსკდებოდი ვერაფროტ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ეგეტ ხუსკიტს ეგეტი რამეები დაეწერა, მერე ჯურნალი ხომლი ჩამოვარდა, სხვათაშორის ქუთაისში გამოდიოდა მაგარი ჟურნალი იყო, ოსტატი და მარგატიტაც მანდ დაიბეჭდა პირველად, მთარგნელობიტ კოლეგიის ჟურნალი იყო , (ტბილისში გამომავალ" საუნჯესავით")თუ არ ვცდები , ხოდა იქ არ დამხვდა ეგ ლექსები:))) ეხლაც მახსოვს ბწკარედი ვინმე მაიას იყო , (გვარი არ ეწერა) მურმან ლებანიზესს კი გაეტანკა:))) მოკლედ ..... ერტი ჩემი კლასელი მატყუებდა ბავშვები ვიყავიტ< რვეულში გადაეწერა ისიკავას ლექსები და ჩემებიაო, გულზე ვსკდებოდი ვერაფროტ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ეგეტ ხუსკიტს ეგეტი რამეები დაეწერა, მერე ჯურნალი ხომლი ჩამოვარდა, სხვათაშორის ქუთაისში გამოდიოდა მაგარი ჟურნალი იყო, ოსტატი და მარგატიტაც მანდ დაიბეჭდა პირველად, მთარგნელობიტ კოლეგიის ჟურნალი იყო , (ტბილისში გამომავალ" საუნჯესავით")თუ არ ვცდები , ხოდა იქ არ დამხვდა ეგ ლექსები:))) ეხლაც მახსოვს ბწკარედი ვინმე მაიას იყო , (გვარი არ ეწერა) მურმან ლებანიზესს კი გაეტანკა:))) მოკლედ .....
5. რა კარგი გადაწყვეტილება მიგიღია ჯონათან...:-* ძალიან მიყვარს ეგ ვერცხლისფერი...მთელი სამყაროს დამტევი პაწაწუნა წიგნი...:-* ახლა ამჟამად სხვას აქვს ჩემი ტაკუბოკუ ისიკავა...ვიცი რომ არ დამიკარგავს მაგრამ მომენატრა უბრალოდ...ვიცი ამ კომენტარს წაიკითხავს, ... და მინდა ვთხოვო დამიბრუნოს დროზე... თორემ მეც მოვიწყინე ცასავით და არც ყორანი ჩანს არსად...:) ჯონათან მიყვარხარ...ათასჯერ გეტყვი კიდევ...:)) 5
რა კარგი გადაწყვეტილება მიგიღია ჯონათან...:-* ძალიან მიყვარს ეგ ვერცხლისფერი...მთელი სამყაროს დამტევი პაწაწუნა წიგნი...:-* ახლა ამჟამად სხვას აქვს ჩემი ტაკუბოკუ ისიკავა...ვიცი რომ არ დამიკარგავს მაგრამ მომენატრა უბრალოდ...ვიცი ამ კომენტარს წაიკითხავს, ... და მინდა ვთხოვო დამიბრუნოს დროზე... თორემ მეც მოვიწყინე ცასავით და არც ყორანი ჩანს არსად...:) ჯონათან მიყვარხარ...ათასჯერ გეტყვი კიდევ...:)) 5
4. ძალიან საყვარელი ჯონათანი ხარ შენ! ახლა ის გამახსენდა, გასულ ზაფხულს ერთ ბუკინისტთან რომ გავჩერდი წიგნების დასათვალიერებელ-საყიდლად, რომ გამოველაპარაკე და საიდანღაც მეცნობიო. მიცნობდა, აბა რა, მთელი სტუდენტობის განმავლობაში მთელი კვირის სახარჯო ფულიდან გამოზოგილი რამდენიმე ლარით რომ ვაკითხავდი ხოლმე. და მაინც, ძალიან გამიხარდა, რომ მიცნო...ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა. იმის თქმა მინდოდა, რომ მსგავსი ციებ-ცხელება ჩემთვისაც ნაცნობია და ახლობელი :) მოკითხვა გულიან ავტორს! <3 ძალიან საყვარელი ჯონათანი ხარ შენ! ახლა ის გამახსენდა, გასულ ზაფხულს ერთ ბუკინისტთან რომ გავჩერდი წიგნების დასათვალიერებელ-საყიდლად, რომ გამოველაპარაკე და საიდანღაც მეცნობიო. მიცნობდა, აბა რა, მთელი სტუდენტობის განმავლობაში მთელი კვირის სახარჯო ფულიდან გამოზოგილი რამდენიმე ლარით რომ ვაკითხავდი ხოლმე. და მაინც, ძალიან გამიხარდა, რომ მიცნო...ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა. იმის თქმა მინდოდა, რომ მსგავსი ციებ-ცხელება ჩემთვისაც ნაცნობია და ახლობელი :) მოკითხვა გულიან ავტორს! <3
3. რა ლამაზი მოგონებები გაქვს,ჯონათან!მეც მიყვარს ტანკა ძალიან.მოგიკითხე! რა ლამაზი მოგონებები გაქვს,ჯონათან!მეც მიყვარს ტანკა ძალიან.მოგიკითხე!
2. მეგაჩუქებ ჭიამაიებს,მოვხვდები ქუთაისში უახლოეს პერიოდში.. ხვალ ვერ მოვასწრებ,გავლით ვიქნები ჯო:-*
დაჯექი,ორიანი! მეგაჩუქებ ჭიამაიებს,მოვხვდები ქუთაისში უახლოეს პერიოდში.. ხვალ ვერ მოვასწრებ,გავლით ვიქნები ჯო:-*
დაჯექი,ორიანი!
1. ვიცი, მთლად პროზა რომ არაა ეს, მაგრამ კრიტიკა -პუბლიცისტიკა საერთოდ არ არის და იყოს ისევ აქ:) ვიცი, მთლად პროზა რომ არაა ეს, მაგრამ კრიტიკა -პუბლიცისტიკა საერთოდ არ არის და იყოს ისევ აქ:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|