ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2008


ჩანახატი

    ფანჯრის მინიდან გავყურებდი წვიმას სევდიანს, შენ გამახსენდი და გულიდან აღმომხდა ოხვრა...       
  მინაზე გაჩნდა ორთქლის ლაქა...
  ნუთუ ეს ჩემი სევდაა?...
  თითით მოვხაზე სევდაზე გული... 
  ეს უკვე სევდა არ არის! ეს სევდიანი გულია... 
  გულში შენი სახელი ჩავწერე... ეს უკვე სევდიანი გული არაა! ეს შენით სავსე სევდიანი გულია...
  მერე ისარი გავუყარე და გამეცინა! ეს უკვე შენით სავსე სევდიანი გული არაა! ეს შენზე შეყვარებული სევდიანი გულია...
  უცბად გულიდან წვეთი მოწყდა, მინაზე დაგორდა და ატირდა გული!.. 
  ეს უკვე შენზე შეყვარებული სევდიანი გული კი არ არის... ეს შენი ნასროლი ისრით დაჭრილი გულია მბრძანებელოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!! შენზე შეყვარებული, სევდით სავსე და მონატრებით ატირებული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები