დედაო, დამლოცე... თოვლით არემარე ისე მოიმსუყა, გზაა ნისლიანი, გულზე ხვიარებად სისხლის იარები გველივით მგესლავენ. მხრები ჩამომთალა ცხოვრების აკიდო ცოდვებმა... დედაო, დამძიმდა ყველა გზა და ყველა ბილიკი ღმერთამდე. დამლოცე დედაო, ასეთი დაღლილი, უმწეო, მზემ ზურგი მაქცია და მამლის ყივილით აღარ მითენდება პირიმზე. და ასე დედაო, დამათრევს ცხოვრება ცაცია უღვთო და ეკლიან ბილიკზე. დამლოცე დედაო, სულში გუგუნებენ ზარები, სისხლი ალისფერი ლავაა, ჩემში უღმერთობის ბზარები ცოდვიან თვალებს მალავენ... დედაო, ცა ხოა კამკამა, მკრთალი , ნაზი და მოწყალე, ცისფერი იები რიჟრაჟზე ჩემს საფლავს ცრემლებით მორწყავენ. დამლოცე, დამლოცე დედაო, ვარ ჩვილი შველივით გულმფრთხალი... გფარავდეთ კალთა ღვთისმშობლის, მადლით გეწიოთ უფალი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარე მანანა, კარგი ლექსია. გაიხარე მანანა, კარგი ლექსია.
6. ძალიან ლამაზია!!!!!!!!!! :) +++++++++ ძალიან ლამაზია!!!!!!!!!! :) +++++++++
4. გფარავდეთ კალთა ღვთისმშობლის, მადლი გეწიოთ უფალის. ამინ! გფარავდეთ კალთა ღვთისმშობლის, მადლი გეწიოთ უფალის. ამინ!
3. დალოცე დედაო, ლექსის ავტორი და სრულიად საქართველო. ლამაზი,გულიანი ლექსია. გფარავდეთ უფალი. დალოცე დედაო, ლექსის ავტორი და სრულიად საქართველო. ლამაზი,გულიანი ლექსია. გფარავდეთ უფალი.
2. დედაო, დამძიმდა ყველა გზა და ყველა ბილიკი ღმერთამდე. დამლოცე დედაო, ასეთი დაღლილი, უმწეო, მზემ ზურგი მაქცია და მამლის ყივილით აღარ მითენდება პირიმზე.
მომეწონა, თან ძანნ. ცოტა გაშალაშინება არ აწყენს ლექსს, რომ დაიხვეწოს. მაინც მოვიდა გულთან. დედაო, დამძიმდა ყველა გზა და ყველა ბილიკი ღმერთამდე. დამლოცე დედაო, ასეთი დაღლილი, უმწეო, მზემ ზურგი მაქცია და მამლის ყივილით აღარ მითენდება პირიმზე.
მომეწონა, თან ძანნ. ცოტა გაშალაშინება არ აწყენს ლექსს, რომ დაიხვეწოს. მაინც მოვიდა გულთან.
1. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ლექსით სხვების სათქმელსაც ამბობთ. ჩემი მოწიწებული მაქსიმუმი. +2
მინდა მჯეროდეს, რომ ამ ლექსით სხვების სათქმელსაც ამბობთ. ჩემი მოწიწებული მაქსიმუმი. +2
|
|
მონაცემები არ არის |
|
|