ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2012


უსიყვარულო ცხოვრების ფრაგმენტი

ცა –  აჩეხილი ღრუბლის ქულებით,
მზეს დაეძებთ და ეჩურჩულებით.

მიწა– გამსკდარი წითელ ვარდებად.
არავისი ხართ და გედარდებათ.

ჰაერი –  მლაშე, მაძღარი ცრემლით,
იცით არ მოვა , თქვენ მაინც ელით

დრო –  გაფენილი სარეცხი ქარში,
სივრცე – უძღები ყველაფერს დაშლის.

ის – გაყოლილი ტალღებს  ოცნება,
გრძნობაჩაკლული არ იკოცნება.

თქვენ – დარჩენილი კენტად ფერია,
დღეებს იმშვიდებთ  – არაფერია!

უსიყვარულო ცხოვრების ჩარჩო
მხრებზე გიჭერთ და ცრემლები გახრჩობთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები