ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2012


ივრისპირზე ვიჩურჩულებ


ალიონზე წივწივები გაგიჟებით
ესევიან ალუბლების ტოტებს ცვრიანს.
ასე რატომ წივწივებენ წივწივები,
წელიწადში ერთხელ რატომ გიჟდებიან?
მე კი ვნატრობ,
მე კი ვნატრობ მოლაღურებს...
რას გაიგებ, ნეტავ, ასე რატომ ხდება -
ფშავის ცივი მდინარე რომ გილამუნებს
და ლურჯი ზღვის
თბილი ტალღა გენატრება?!
საფიხვნოზე გამოფენილ დედაკაცებს
საჭორაო აეშლებათ საღერღელი,
ვინ რა იცის, ბედი საით გაგიტაცებს, -
ბედისწერა, მუხთალი და საკვირველი.
არ იციან იმათ, ჩემი გულის ფეთქვა
ცხრა მთას იქით
ზურმუხტისფერ ტალღებს ერთვის...
ივრისპირზე ვიჩურჩულებ
გვირილებთან -
როგორ ძლიერ მენატრება აფხაზეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები