ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2008


გარეჯი- სხვა კუთხით.

ვაწყობ სტრიქონებად
ფსიქოანალიზზე
გრძნობებს ემპირიულს,
ხმამაღლა ლაპარაკს
ვერ ვიტან... ჯობია
ფურცელზე დავწერო:
მყუდროა გარეჯი,
ქვაბულებს პირველი
კოცნების სუნი აქვთ...
ცხოვრება ფრესკაზე
მარკერით მიჩხაპნილს
წააგავს წარწერას...
და კუტი პურივით
გვერდებს შემიმურავს
უდაბნოს ალმური...
ცოდვაა აქ ტკბილი
ვნებებით დათრობა,
ახლოა ღმერთამდე...
და სწორედ აქ ცელქობს
აკრძალვის ხალისით
ხუჭუჭა ამური,
ღამის მათარიდან
დამისხით სასმელი,
გავუძლებ ერთ ამდენს...
მაგრამ სისხლს მიწამლავს
წამოზრდილ ეშვებით
ვნება- ვამპირია!
და...
ვემშვიდობები
ფსიქოანალიზზე
გრძნობებს ემპირიულს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები