ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2012


შავლეგ,შენი შორი სუნთქვა...

...
                                 
                                                      "შავლეგ, შენი შავი ჩოხა..."
                                                                  ...

ზაფხულის ფერს შერევია ლეგა,
უშენობას ყველა ნერვით ვითმენ,
ივლისის მზეს ინახავენ შლეგურს
შენთვის,ჩემი ჩამოშლილი თმები.

შენთვის,ჩემი დანისლული მზერა,
აქედან და... შენამდე და... ქარის
იქეთ აღარ გადავკიდოთ გზები,
სადაც ყველა სიხარული ქრება.

სადაც ბნელში სინანული ხოხავს,
ვიდრე მიღმა მონატრება ყვირის,
სანამ სითბოდ შემოუცვამს ჩოხა,
შენი გულის ჩამონატეხ ყინულს...

შავლეგ,
შენი შავი ჩოხა,ბიჭო,
შენი სალი,ატეხილი მხრები
სულში ქვებად ჩამწყობია,მიჭირს
და საშველად შენს სიყვარულს ვუხმობ,

თორემ ვკვდები,თორემ ნებით გთმობ და
ბოლო ლოცვად ქართულ კაბას ვიცვამ,
სისხლში ვნებად გამბნევია გრძნობა,
თმაში მზესაც უკვე სცივა,ვიცი...

შავლეგ,
შენი შორი სუნთქვა,ბიჭო...

...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები