ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ოქტომბერი, 2012


ღია წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილს

ღია წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს
ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილს


ბატონო კონსტანტინე,

რატომ იყო 2011 წელს საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ 0,01 % გამამართლებელი განაჩენები?

ჯერ გადავხედოთ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას ცივილიზებულ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი – 29 %, ამერიკის შეერთებული შტატები – 25 %, ევროკავშირის ქვეყნები – საშუალოდ 20 %. საინტერესოა ცივილიზებულ ქვეყნებში არსებული გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკის შედარება საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში არსებულ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასთან: რუსეთის ფედერაცია – 0.8 %, ბელარუსი – 0.3 %. განსხვავება უზარმაზარია.

ახლა ეს ციფრები შევადაროთ საქართველოში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას. გამამართლებელმა განაჩენებმა საქართველოში 2004 წელს შეადგინა 0,7%; 2005 წელს – 0,8%; 2006 წელს – 0,2%; 2007 წელს – 0,05%; 2008 წელს – 0,01%; 2009 წელს – 0,01%; 2010 წელს – 0,01%,; 2011 წელს – 0,01%.

როგორც ვხედავთ, საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა წლიდან წლამდე კატასტროფულად მცირდება. შედეგად, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 6654-დან (2004 წელს) 24684-მდე (2010 წელს) გაიზარდა. საქართველოში ყოველ ასი ათას მოსახლეზე 540 პატიმარი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

ბატონო კონსტანტინე,

ნუთუ სასამართლო, თქვენი ხელმძღვანელობით, არასდროს, ან პრაქტიკულად არასდროს, არ ცდებოდა, და ყველა, ან პრაქტიკულად ყველა, ეჭვმიტანილი ყოველთვის, ან პრაქტიკულად ყოველთვის, დამნაშავე იყო?

ზოგადად გეკითხებით, თეორიულად მაინც შეიძლება ასე იყოს?

და თუ, თქვენი აზრით, შეიძლება, მაშინ იქნებ დაასახელოთ კიდევ ერთი სახელმწიფო, საქართველოს გარდა, რომელშიც სასამართლოებს გამოაქვთ მხოლოდ და მხოლოდ 0,01 % გამამართლებელი განაჩენები.


პატივისცემით,
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
5.10.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები