ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2012


ქართულს დღეს სჯიან!


ფინჯანი ყავა -
სველი ფურცელი...
დედაჩემს ვყავარ
დღეს მოუცლელი! -

ვწერ და ვწერ!.. ვწერ და ვწერ!..
ნეტა რას ვწერ და ვწერ?..
აზრს ფრაზას ვერ ვაწევ -
სიტყვა გსურს? - შეგაწევ.

ვიღაცა მითხზავს
ლექსებს ნაგავზე,
მარცვლები ვირთხამ
ცურცლით გაავსო

და ვეღარც ვმარცვლავ
უწინდებურად!
ჭამაში ნაცად
მუცლით ქებულა

სიტყვა წამხდარი
და წაბილწული -
სრაზე გამწყრალი
მყრალი მიწური!

მშრალია კოპე,
სულს ღაფავს შვრია,
ღვთის ენას გმობენ, -
ქართულს დღეს სჯიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები