ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2012


სული

ზურგით ატარებ ზამთრის დღეებს
და მხრები გტკივა.
გსურს დარჩე მარტო,
აღარავინ მოვიდეს შენთან,
ყველა გრძნობას ჩაურაზე ყველა კარი,
გამძიმებს ყველა სიბინძურე -
ხალხის ცოდვები.
გინდა სხეული გაიხადო,
სულით გაიქცე
სადღაც ძალიან შორს წახვიდე
დედამიწიდან.
მაგრამ ჭიპლარით გადაბმულხარ დედამიწას,
ვეღარ მიდიხარ,
თითქოს ყოველ წამს ეწამები სხვების მაგივრად,
ეს სასჯელია იყო შენ
და გერქვას სახელი,
საკუთარ თავთან სიკვდილიც კი ვერ დაგაშორებს,
ზიზღი რომელიც შენი თავის მიმართ იგრძენი -
შენ ხარ ერთ-ერთი
ვინც მოკლა და ვინც ჯვარზე გაცვა,
შენს ხელებზეა ყველა სისხლი რაც კი დაღვრილა.
დაგაქვს სამყარო სხეულით და გინდა გაიქცე,
ხელები ლურსმნებს ააგლიჯო,
ხორცი აგეწვეს,
შენ გინდა სხეული გაიხადო -
სულით გაიქცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები