ავტორი: გოთიკოპალა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 14 ოქტომბერი, 2012
მოდერნიზებული სადიზმი -ანუ - წარსულის გამოძახილი
„თუ რამის დანახვა არ გსურს, ფართოდ გახელილ თვალებს აზრი არ აქვს“ საღამოთი ვნახე ვიდეო შოკისმომგვრელი კადრებით, ბევრის ნახვა სრულად ვერ შევძელი გულმა ვერ გაუძლო. აღშფოთებული ვარ, სისხლი ტვინისკენ მიიწევს ბევრი ჩემი თანამემამულის მსგავსად მინდა გავიქცე და თავი კედელს ვახალო, თან ‘’რაზგონით“ დაუფიქრებლად, ხელში ცელის აღება მინდა და ‘’ალქაჯებზე სანადიროდ წასვლა“. ჩემი პატარა და მხვდება ამ დროს -იცი ხალხს რას უშვებოდნენ ესენი? - ვეკითხები გაბრაზებული -გაფიცებ, აქამდე არ იცოდი რაც ხდებოდა გლდანის ციხეში, თუ შენც სხვებსავით ‘’აღშფოთებას თამაშობ’’? - გამაოგნა პასუხმა, შებრუნებული კითხვის სახით, რა პატარა არის იგი, მაგრამ ასევე რა დაკვირვებული, ამით ყოველთვის მაოცებს ხოლმე. -და მართლა, აქამდე არ ვიცოდით რაც ხდებოდა გლდანის ციხეში?! თუ მართლა აღშფოთებას ვთამაშობთ?! ეს იმას ხომ არ ჰგავს ‘’მწარე სიმართლეს სახეზე რომ აგაფარებენ“ შენ კი შენი უმოქმედობის რაიმეთი გადაფარვას ცდილობ? თუ ვიღაცა ცდილობს ჩემი ემოციებით ითამაშოს, ადამიანის სახე დამაკარგვინოს, ‘’აღშფოთებისგან აზროვნების უნარი წამერთვას’’ და ‘’სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმაროს’’?! (მაინც არჩევნები არის კარს მომდგარი, სულ რაღაც ორ კვირაზე ნაკლები დარჩა) არა, ამის თქმა არ შეიძლება ახლა, ‘’პარანოიკი ხომ არ ვარ“ შეთქმულების თეორიების რომ მჯეროდეს.(მახსენდება სიტყვები : “პარანოიკი თუ ხარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ -არ გითვალთვალებენ“) -რა მაგარი უნარი (თვისება) გვაქვს ვეძებდეთ პრობლემებს იქ სადაც სინამდვილეში არ არის. ამ ქვეყანაში ყველა ეთაყვანება ‘’ძალადობის კულტს“ –‘’მოძალადეს“ და თვითონაც ცდილობს კარგი მოძალადე იყოს. (ამაში ადვილად დავრწმუნდებით) რამდენი ჩემი გამოჩენილი „ფრენდი ფბ-დან“ ცდლილობს “ვერბალურად’’ 1-ლის დედასთან ‘’სექსით დაკავდეს’’, უცებ წარმოვიდგინე მათ რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ვიღაცამ ეს აქტი ღილში ჩამონტაჟებული კამერით გადაიღოს, გვანახოს. (ამის შემდეგაც)ასე სიამოვნებით “დაალაიქებდნენ”, ასეთ სტატუსებს „დანარჩენები“?! იქნებ პრობლემა, ჩვენს მენტალობაშია? გენეტიკაში, თუ ‘’კომუნისტების 70 -წლიანი რეჟიმის ბრალია’’?! (ასეთ ვერსიასაც ამტკიცებს ზოგი) ასეთ ფრაზებსაც გაიგებთ -ასეთი რამეები ადრე არ ხდებოდა ‘’აღსდექ საქართველო“ (იქნებ საქართველოს ‘’აღსდგომა’’ არ უნდა, იმდენად სცხვენია თავისი ადრინდელი საქციელების? ) რომელი საქციელის?! -სკოლაში ადრე საქართველოს ისტორიას რომ გვასწავლიდნენ, ყური მქონდა ‘’გამოჭედილი’’ ცნობილ მოღალატეთა საგვარეულოთი ‘’ლიპარიტ ბაღვაშთა“ კლდეკარის ერისთავები იყვნენ. ყველა მათგანს ლიპარიტი ერქვა და ყველა მეფის დღევანდელი ტერმინით ‘’ოპოზიცია“ იყო. ისტორიის სახელმძღვანელოში მშრალად იყო მოწოდებული ინფორმაცია თუ რა იყო მიზეზი ასეთი მტრობისა. ყოველთვის მიკვირდა ლიპარიტის არაადეკვატური ქცევა, მაშინაც კი როცა თითქოსდა მეფესთან კავშირი მისთვის უფრო სარგებლიანი უნდა ყოფილიყო ის მას ღალატობდა. როდესაც რაღაცას ვერ ხსნი და ვერ იგებ ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ინფორმაციის სიმცირეა. შემდეგ ფროიდი წავიკითხე და ჩემი ცხოვრება ორად გაიყო: ფროიდამდე და ფროიდის შემდეგ. მოსისხლე მტრობის მიზეზი რომელიც ასწლეულები გრძელდება ყოველთვის ‘’პირადულია“. -და მოვიძიე შემდეგი რამ: როდესაც საქართველოს ახალგაზრდა მეფე ლიპარიტთან სტუმრად ბრძანდებოდა (ლიპარიტი არ იმყოფებოდა იმ დროს სასახლეში) ‘’იძალადა’’ ლიპარიტის დაზე და ამით ლიპარიტი ‘’დაამცირა’’... გავლენიანმა კლდეკარის ერისთავმა ეს დამცირება მეფეს ვერ აპატია.(აქვე დავამატებ ლიპარიტს თავისი დის ‘’ნამუსი სულ ფეხზე ეკიდა’’ პატივმოყვარეობა აწუხებდა უფრო მეტად) “დაიმარტოხელა” საქართველოს დედოფალი(მეფის დედა) და ის ქმედება ‘’განახორციელა’’ (ლაივში) რაც ჩემს ნახევარ “საფრენდეთს” სურს ‘’განახორციელოს ნომერ 1-ლის დედაზე’’ ვერბალურად. (ეს იყო XI საუკუნის ‘’ურთიერთობა’’ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის) მაშინ კომუნისტები ‘’ჩანასახშიც კი არ არსებობდნენ’’ სექსი კი ყოველთვის ‘’დასჯის მეთოდი იყო აქ“ და არა სიამოვნების. (როგორც ევროპაშია) –აქ ყველა ‘’სექსით’’ ემუქრება ერთმანეთს. აბა დაფიქრდით ასე თუ არ არის?! -მეტოქის ‘’ახლობლებს, კეთილისმყოფელებს მშობლებს’’ თან ამ მუქარის განხორციელება თავად უნდათ. ამ დღეებში ასეთ განცხადებებსაც მოვკარი ყური (გარშემო, რადიოში, ‘’ნეტში’’ ) ‘’რა უბედურებაა ეს კაცების გაუპატიურება, ქალების კიდე მესმის, მაგრამ ვაჟ-კაცების კაცოო’’ ეჭვი არ მეპარება მაგასაც განახორციელებდნენ ქალთა კოლონიაში.(და ხშირადაც აკეთებდნენ ამას ალბათ) მაგრამ აღაშფოთებდათ ეს ისე ამ სიტყვების ავტორთ როგორც ეს ამაზრზენი ფაქტებია?! (იქნებ ჩემი პირდაპირობა ბევრს არ მოეწონოს -უი უი თქვას, ყურებზე ხელი დაიცოს და თვალები დახუჭოს, მაგრამ ამით ჩვენი ქვეყანა უკეთესი ვერ გახდება.) ძალადობა, ძალადობაა და მისი განსხვავება არ მესმის.ხშირად გაიგონებთ აღშფოთებულ გამონათქვამებს: ისინი ხომ ადამიანები არ არიან ვინც ეს ჩაიდინა, დედა არ ჰყავთ, არ უყვართ, როგორ სძინავთ ღამე და ა.შ. მე კიდე გეუბნებით თქვენ - დედაც ჰყავთ, უყვართ კიდევაც (თავისებურად) ჰყავთ შვილებიც, ნათლულებიც (შეიძლება სამიც, ჩვენთან ხომ „მოდაშია მაღალჩინოსნის ნათლიად არჩევა“ ისე რომ ზოგჯერ ეს მარაზმშიც გადადის) ჩვენს დღევანდელ რეალობას ძალიან ვამსგავსებ 1960 წლის გერმანიის ყოფას.ეს აზრი მას შემდეგ გამიჩნდა რაც წავიკითხე ავსტრალიელი მწერლის დიმფნა კიუსაკის რომანი(დაფუძნებული დოკუმენტურ მასალაზე) ‘’ ბერლინის ცხელი ზაფხული“. - 1960 წელს დასავლეთ გერმანიას ყოფილი ‘’ნაცისტები განაგებენ ფაქტიურად’’ იქაც ეთაყვანებიან ძალადობის კულტს და იქაც ყველაზე კარგი მოქალაქე ასევე კარგი „მოძალადეა’’. -აბა ნიურნბერგის პროცესი, ხომ დასაჯეს ყველა დამნაშავე?! (თქვენ ასე ფიქრობთ?! რა მიამიტობაა, ვინ დასჯიდა ერის დიდ ნაწილს ვისაც ნაციზმის ‘’საშინელებებში ჰქონდა ხელი გასვრილი“?! ) (დიმფნა კიუსაკი, წინასიტყვაობა, ამონარიდი : “ სკოლაში ბავშვებს უნერგავენ, ჰიტლერი „უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე“ იყოო, კიოსკები ნაციზმის საქმიანობის მადიდებელი ჟურნალებითაა გამოტენილი. მთავრობაში და დიპლომატიურ სარბიელზე სამხედრო დამნაშავეებს საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ. მართლმსაჯულების ორგანოები და პოლიცია თითქმის მთლიანად ყოფილ ნაცისტებსა და ესესელებს უპყრიათ. მათი სახელები, ბიოგრაფიები, პარტიული ბილეთების ნომრები, მსოფლიოს ყველა მოწინავე გაზეთების კარტოთეკებშია ჩანიშნული. მთავრობა მხარს უჭერს საკონცენტრაციო ბანაკების ექიმებს. ) ეს ჩემი კოშმარული სიზმრის ამონარიდები არ არის. სულ ცოტა ხნის წინ ხდებოდა ევროპის „შუა გულში“.(და ამაზე მთელი ევროპა ხუჭავდა თვალს მანამ სანამ გერმანელებმა არ გადაწყვიტეს ერთხელაც ‘’თვალების გახელა“) ჩვენთანაც შეიცვალა სხვადასხვა წყობა: რუსული ცარიზმი, (თავისი ძალადობით) დამოუკიდებლობის მცირე ხანა რომელიც ‘’სიზმარივით გაქრა“ (1921 წელი) კომუნიზმის ხანა. (რომელსაც ყველაზე მაგრა „მოვერგეთ“) ჩვენი დამალული “ნიჭის“ რეალიზება მოვახერხეთ ახალ გარემოში, (ფარისევლობა) სრულყოფილებამდე მივიყვანეთ იგი და „ვხვეწდით“ მთელი 70 წლის განმავლობაში. (შემდეგ რატომღაც რუსებს დავაბრალეთ „მისი შეყრა“ არადა ისინი რა შუაში იყვნენ ჩვენ მათ ვიყენებდით „პრაქტიკებისთვის“ ) და დღეისათვის „ამერიკელებს ვაბოლებთ“ იმდენად წარმატებით რომ „შუქურა შეგვარქვეს“. -აი, მხოლოდ გერმანელებს ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი „არცერთ ჩვენ ფანდზე არ წამოეგნენ“. -“მე კი ის მაოცებს, თვალთმაქცობას რომ ვერასგზით ვერ შეეჩვიეთ. - გაუღიმა დედამ. (დ.კიუსაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“) თვალთმაქცობა, საკმაოდ გავრცელებული თვისება ფაქტიურად ჩვევაში გადაზრდილი 1960 წლის გერმანიაში.(ნაციზმის პირმშო, დანატოვარი, რის გარეშეც იმ დროინდელ ყოფაში ვერ გადარჩებოდი) -„მაგრამ ცოლის აზრს გერმანულ ოჯახში ჩირად ვინ აგდებს, დედაჩემიც თავის ფიქრებს გულში იკლავდა“.(დ.კიუსაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“) ხომ არ გაგიჩნდათ ასოციაციები რამესთან, გაგიკვირდათ?! ყველა ის პრობლემა რომელშიც ჩვენ დღესაც „ყელამდე ვართ“ გერმანიამ დიდი ხანია გამოიარა. აი რატომ არ მიგვიღებენ ისინი არსად, ალბათ საკუთარი წარსული ახსენდებათ „ჩვენი შემხედვარე“ და სურვილი უჩნდებათ „ცუდი მოგონებისგან“ თავი შორს დაიჭირონ. საშინელებებს რომელსაც ქვემოთ მოვიყვან მაგალითების სახით მჭირდება იმისათვის რომ დაგანახოთ ის ვერსია „რეალობისა“ რომელსაც მე ვხედავ აქ. -და ეს ყველას ბრალია ჩემს თავს „პედისტალზე“ არ ვაყენებ და იქედან არავის განსვჯი, ეს შედარებაა ერთგვარი. -„ბუხენვალდის(საკ.ბანაკი) ყოფილ პატიმარს ვესაუბრე თუ გინდა ფიცს დავდებო,მეუბნებოდა იგი, რომ შენი ძმა და კიდე ორასი სხვა პატიმარი, აგერ, ჩვენს მეზობლად რომ ცხოვრობს, იმ გამოჩენილმა მიუნხენელმა ექიმმა გამოასალმაო სიცოცხლეს.“ (დ.კუისაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“) აქტუალური თემა რომელიც ძალიან გვეცნობა პატიმრების წამება. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჯალათს სისტემა არასოდეს დასჯის, იმიტომ რომ ის მომავალშიც დასჭირდებათ. აწამებდნენ და კლავდნენ 37 წელში.(მაშინ ვიდეოზე არავის გადაუღია) შემდეგაც გრძელდებოდა ეს მაგრამ არავინ დასჯილა. ხომ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ჯალათების მთელი თაობა ჩვენს გვერდით ცხოვრობდა ეს წლები დაბერდნენ და გარდაიცვალნენ ბუნებრივი სიკვდილით? (სამართლიანობა სად არის? -უფალი აღასრულებს. -ათეისტებმა რა ჰქნან? - დაიჯერონ რომ უფალი აღასრულებს?!) ეკლესია უფლის სახლია (სახარებიდან ვიცით) ყველაზე ახლოს მაშინ ხარ მასთან როცა იქ ხარ. მღვდელი(მამაო)? -შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის.(ის გამმიჯნავია სასულიერო და საერო ცხოვრებას შორის, მას არავისი არ ეშინია, მხოლოდ ღმერთის, „ყველაფერზე ამოიღებს ხმას“, თვალს არაფერზე დახუჭავს, მას ღმერთის მეტად ეშინია ვიდრე ხორციელი ჯალათის. ეს „იდეალში,“ ახლა ჩემი ვერსია -მამაოთა ნაწილის უმეტესობა ყოფილი პატიმარია.(მათთვის ციხე უცხო არ არის) შედიოდნენ იქ ახსარებას იბარებდნენ პატიმრებისგან.(ახსარება ეს საიდუმლოა, შენ ფაქტიურად უფალს უხსნი გულს და საიდუმლოსაც ვერ დამალავ) მე, მჯერა მათ იცოდნენ ეს ფაქტები შეიძლება „დაწვრილებითაც“ მაგრამ ხმა ვერ ამოიღეს.(ახსარების გახმაურება არ შეიძლება და სამართლიანობის აღსრულება „უფალს მიანდეს“) და რა ჰქნან ათეისტებმა?! „დაიჯერონ რომ იქ ყველას მოეკითხება?!“ და რას აკეთებენ დანარჩენები ამ დროს ისინი ვინც უბრალოდ ცხოვრობენ?! მოვიყვანოთ შედარება, 1960 წელი დახაუ(საკ.ბანაკი)იმ დროს უკვე სამხედრო საპატიმრო სადაც სჯიდნენ „ამერიკელ ჯარისკაცებს, წვრილმანი ხულიგნობისთვის“. ადრე იქ კრემატორიუმებში „პატიმრებს წვავდნენ“(ცოცხლად შეჰყავდათ უბრალოდ და მორჩა) ბანაკის ჭიშკართან საფუნთუშეა.(მეფუნთუშე, კეთილი გერმანელი ფრაუ) დიალოგი მასსა და ამერიკელ მეცნიერს შორის. „დიდი ხანია აქ ცხოვრობთ? - შეეკითხა თეო,(მეცნიერი) –ოცდახუთი წელი გახლავთ, -გავთხოვდი თუ არა, მაშინვე აქ გადმოვსახლდი. ხუთი შვილი აქ გამოვზარდე. ქმარი ვენაში წითლებმა მომიკლეს. „ეს რა ბავშვების გასაზრდელი ადგილია“, -თქვა თეომ, „ვითომ რატომაო?“ -მკვახედ შეეკითხა ფრაუ და ყველას გაფაციცებული მზერა სტყორცნა. – „იმიტომ, რომ აქ საკვამლეებიდან დღე და ღამ ყვითელი კვამლი ამოდიოდა“,-უპასუხა თეომ და კრემატორიუმისაკენ გაახედა. -იქნებ თქვენ არც კი დაიჯეროთ, მაგრამ ქალი ჯიქურ თვალებში მიაჩერდა და იცით რა უთხრა:“იქეთა მხარეს არასოდეს გამიხედავსო“. (დ. კიუსაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“) უბრალოდ რომ ცხოვრობენ ეს ისინი არინ ვისაც: “იქეთა მხარეს არასოდეს გაუხედავს“. „ჩემს ცოლს ძარღვებში ის ერთი წვეთი ებრაული სისხლი რომ არ სდგომოდა, ალბათ ვიცხოვრებდი ჩემთვის, უშფოთველად, ისე, როგორც მილიონობით გერმანელი ცხოვრობდა იმ შავბნელ ჟამს, ცხოვრობდა და ვერ ხედავდა, არ ესმოდა, ვერ ამჩნევდა, როგორ ანადგურებდა ჩემს სამშობლოს ცივლიზაციას ყავისფერი ჭირი.“( გერმანელი პროფესორის ახსარება. დ. კიუსაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“.) თემა, როგორ აღვიქვამთ რეალობას გარშემო. ჩვენ სანამ ის რეალობა არ შეგვეხება მას ვერ ვხედავთ. ან არ გვინდა რომ დავინახოთ „სხვების“ არ გვჯერა, იმიტომ რომ ისინი „დაინტერესებული მხარე“ გვგონია. ვერ ვაცნობიერებთ „ჩვენივე“(ადამიანების) სადიზმის „უკიდეგანო ჰორიზოტნს“ და თავს „წესიერს“ ვუწოდებთ და გვჯერა რომ „სხვებიც“ ჩვენსავით -„წესიერები არიან“. „–თქვენ წარმოიდგინეთ , რაც აქა ვარ, ერთხელაც არ შემინიშნავს, ჩადენილი დანაშაული დაზარალებულის გარდა, ვინმეს აღელვებდეს. მხოლოდ ისეთები იწურებიან სირცხვილის ოფლში, როგორიც კარენის მამაა,(დაზარელაბული) ანდა ისინი, ვინც ნაციზმს ეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა მიზეზით: რელიგიურით, პოლიტიკურით, ან კიდევ ისე, უბრალოდ, ჰუმანური მოსაზრებების გამო. დანარჩენები? დანარჩენები ისინი არიან , ვისაც „იქითა მხარეს ერთხელაც არ გაუხედავს“, ან ისინი, წამდაუწუმ რომ წუწუნებენ ––„კარგი იქნებოდა მეტისთვის გაგვევლო მუსრიო“. ხშირად ღამით ცივ ოფლში დაღვრილს გამეღვიძება ხოლმე, ჩემს თავს ვეკითხები - „ადამიანები ასე როგორ გადააგვარეს მეთქი?“.(დ. კიუსაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“) რა უნდა გამიკვირდეს ზემოთ მოყვანილ ამონარიდში? ჩემი აზრით მართალია.(კითხვას კი თავად შეგიძლიათ პასუხი გასცეთ, ისე როგორც გული გიკარნახებთ) როდესაც წიგნს ბუკინისტებში ვეძებდი ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა -რათ გინდა „იქ ყველაფერი პირიქითაა“ (წიგნში) სინამდვილეში სულაც არ აკეთებდნენ ცუდს ისინი(ნაცისტები) –„კომუნისტებს ხოცავდნენ“.(ეგრევე ვიპოვე ისეთივე „პერსონაჟი“ ჩემს გარშემო „როგორიც წიგნშია“ არადა თითქოს „ნაკითხია“ და მას შემდეგაც 52 წელიც გავიდა (1960 -დან) მაგრამ შეიცვალა რამე? (თუ „მოდერნიზდა“?) დღეს ჩემს გარშემო ყველა გახარებულია, ასეთი დრო მოვიდა. ნომერ 2- რომელიც ნომერ 1 -ლი გახდა, თქვა გახარებული უნდა ვიყოთო და მათაც უხარიათ. (არ მინდა დავიჯერო ის რომ ისინი უბრალოდ დროს მოერგნენ, ასეთი დროა ეხლა და ასეა საჭიროს გაგება არ მსურს. მინდა რომ ეს მათი გულიდან წამოსული სურვილი იყოს და არა ზემოდან მიღებული დირექტივა.) შეიძლება უამრავი ადამიანის ერთ წუთში შეცვლა?! (ვინდოუსის გადატვირთვას უნდა წუთზე მეტი და ადამიანის, უფრო ნაკლებში ხერხდება?!) -„მან კარადიდან ფოტოსურათი გამოიღო,-აი დოქტორ ჰერტა ობერჰოიზერი, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამას სჩადიოდა.(სამედიცინო ექსპერიმენტები პატიმარ პაციენტებზე, ბავშვებზე, ქალებზე და ა.შ.) სურათი სასამართლო პროცესის დროსაა გადაღებული. დააკვირდით, რა სასტიკი სახე აქვს, როგორ გამომწვევად უჭირავს თავი! ათას ცხრაას ორმოცდაშვიდ წელს ამერიკის სასამართლომ ისა და მისი ორი კოლეგა პატიმართა მკვლელობისა და ტანჯვა წამებისთვის გაასამართლა. მათ ოც-ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამერიკელმა ხელისუფლებმა დროზე ადრე გამოუშვეს გარეთ. თავიანთი სასჯელის მეოთხედიც კი არ მოუხდიათ, ხოლო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ გარდა იმისა, რომ პრაქტიკის ნება დართო, მოსახლეობას მოწოდებით მიმართა, დახმარება აღმოეჩინათ მათთვის, როგორც „სამხედრო ტყვეებისათვის,რომლებიც დაგვიანებით გაანთავისუფლეს“. ობერჰოიზერმა შტოკზეერში, იქვე, ჰამბურგთან, თავის გარშემო მდიდარი კლიენტურა შემოიკრიბა.“ (ყოფილი პატიმარი ქალის მონაყოლი რომელიც იყო „დოქტორის პაციენტი“ და „ნარჩენებს ალაგებდა ადამიანების“ დ. კიუსაკი „ბერილინის ცხელი ზაფხული“) თქვენი აზრით „შეიცვალა“ თუ „გამოსწორდა“ დოქტორი ობერჰოიზერი?! რატომ გაანთავისუფლეს ვადაზე ადრე, დაეხმარნენ ყველანაირად და მდიდარი კლიენტურაც ჰყავდა იმ დროის ჰამბურგში?! -რთულია პასუხის გაცემა?! მართლაც ძნელია იმის აღიარება რომ ჯალათი ყოველთვის „უმრავლესობის“(ხალხის) „დაკვეთას“ ასრულებს. ეს ყოველთვის ასე იყო, შუა საუკუნეებშიც როცა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე ადამიანების დასჯა ითვლებოდა ყველაზე „სასეირო“ სანახაობათ. ჩემს თვალწინ წარმომიდგება გათამაშებული სცენა. დოქტორი დაბერდა, მისმა ელიტარულმა ოჯახმა(რომელიც პატივცემულად ითვლება ჰამბურგში) მოხუცთა თავშესაფარში მიაბარა. იქ მომუშავე პერსონალი (მომვლელები) უკრაინელები ან ბელარუსები არიან. კატია რომელიც ექთანია მაგრამ თავის ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის (უმუშევრობის) გამო გერმანიაში წავიდა. ბაბუა ფრონტზე ტყვედ ჩავარდა (და როგორც გადმოცემით იცის, ერთ-ერთ ბანაკის გაზის კამერაში ამოხდა სული) ის ყოველდღე აბაზანის მიღებაში ეხმარება დაუძლურებულ დოქტორს. ასუფთავებს მის „დამჭკნარ სხეულს“ დოქტორის თვალები ცივია და არაფერს გამოხატავს. მაგრამ საღამოთი როცა კატია მას ტოვებს მის სახეზე ღიმილი ჩნდება და ოთახიდან გამავალ კატიას (ღიმილით) ხელს უქნევს, კარები იხურება. კატია გაიფიქრებს რა გულისხმიერი მოხუცია, რა სათნო გამომეტყველება აქვს, ის წუთიერად გაბრაზდება დოქტორის ოჯახზე რომელმაც მოხუცი სათნო ქალი „სიმარტოვისთვის გასწირა,“ მაგრამ ამავე დროს ახსენდება თავისი (შვილი) პატარა ანა რომელიც ძალიან ენატრება და მისმა ემიგრანტობამ „ის გასწირა მარტოობისთვის“ -ამ ყველაფერს მისი მომავლისთვის ვაკეთებ. ეს აზრი მას ამშვიდებს. კატიამ არ იცის რომ დოქტორმა ობერჰოიზერმა ასეთივე ღიმილით და ხელის დაქნევით გაზის კამერაში შეაცილა რამდენიმე ტყვე რომელთა შორის „მისი ბაბუაც იყო“! (ეს უკვე ჩემი ვარაუდია) ასეთ სცენას „ჩვენს მომავალში გამორიცხავთ“? -აი მსხვერპლის შთამომავალი რომ უვლიდეს თავისი წინაპრის ჯალათს სიბერეში. ჯალათი უცხოეთიდან დაბრუნდება. ის იქ მანამ იქნება, სანამ აქ არ დაავიწყდებათ -მისი ჩადენილი საქციელი. დაავიწყდებათ, იმიტომ რომ საზოგადოება „გულმავიწყია“. მხოლოდ მსხვერპლს არ დაავიწყდება, მას არასოდეს დაავიწყდება, ძალიანაც რომ უნდოდეს და „სხვებისთვის შეხსენებაც“ -მასზეა დამოკიდებული! ლილო მოლი, (სავაჭრო ცენტრი) ავტობუსი ივსება კლიენტებით, მოვაჭრეებით, მგზავრებით. სიცხეა და სუნთქვა ჭირს. ავტობუსი დიდია (სამი კარებით) ძლივს ვაგნებ ადგილს სადღაც ბოლოში ფანჯარასთან „ჩავიჩურთე“. ვიღაც ბებომ „მეშოკში“ ჩაყრილი „ტავარი“ ლამის სახესთან მომადო, ცალკე სიცხე მაწუხებს მინას შევხედე, სახე აირეკლა, სახე ჩემია, ოფლის წვეთი ქვემოთ მიიწევს უნდა რომ თავი დააღწიოს ჩემი სახისგან. ავტობუსის ძრავასთან ერთად ხალხიც ახმაურდა, ყველას რაღაც აწუხებს, გეგმები, შედეგები, მომავალი, ჭორები. „ხალხის ყაყანი“ ავტობუსთან ერთად „რიტმში წინ მიიწევს“ ლოგიკურ დასასრულამდე -სახელად ბოლო გაჩერება. სადღაც შუა გზაში ავტობუსი გაჩერდა, მგზავრებმა უკმაყოფილება გამოხატეს შეძახილებით.(ზოგმა მძღოლს შეუკურთხა ზოგმა სიცხეს, ნაწილს ეჩქარება) შუა კარები გაიღო ამოვიდა სამი ჩინელი გოგო. ერთ მათგანს ჩვილი ბავშვი ჰყავს ხელში რამდენიმე თვის. კარები დაიკეტა და ავტობუსიც დაიძრა. მას ამოსასვლელში უწევს დგომა ფეხზე, სხვა ჩინელებიც ამ დღეში არიან იმიტომ რომ მათ წინ მდგომი(უკეთეს პოზიციაში) „მუტრუკთა საზოგადოებას“ არ სურს უკეთესი ფეხზე „დასადგომი ადგილების დათმობა“ და თუნდაც „ჩანაცვლება“. დასაჯდომი ადგილების დათმობაზე - ზედმეტია საუბარი. -„თქვენი ჯიში ამოწყდა ერთ დღეს“ - ეს ხმა გველის სისინივით მესმის და მაფხიზლებს რომელიც ჩემს გვერდით მჯდომ მოხუც ქალბატონს ეკუთვნის, მას ექოებად ეხმაურება მეზობელი მგზავრთა სიტყვები რომელიც -„არანაკლებს გამოხატავს“. მე ვბრაზდები, მზერით ვანიშნებ „სხვებს“ რომ არავინ დაჯდეს წინ გადავდივარ ჩინელ გოგოსთან და განთავისუფლებულ ადგილისკენ ვუთითებ -მადლობა...აქცენტით ამბობს, სახეზე სიწითლე დაჰკრა. ის წავიდა და თავის ბავშვთან ერთად „ბებოს“ გვერდით დაჯდა. ბებომ „ბოროტი მზერით შემომხედა“ მისმა თვალებმა ჩემი საქციელი შეაფასა. -რით განსხვავდება „ბებო“ დოქტორ ობერჰოიზერიდან?! -„მაშტაბებში“ არის სხვაობა ჩემი აზრით. მისი „ბოროტება“ შეზღუდულია ლოკალურობით და მოკლებულია „განხორციელების შესაძლებლობებს“. და რა იწვევს ადამიანის გაბოროტებას? - რატომ ვხედავთ სხვა ეთნოსში საფრთხეს? რატომ ვერ აღვიქვამთ ჩინელს - ბავშვად, ქალად, ადამიანად. ჩვენი ცხოვრების „ბედ უკუღმართობას“ მათ ვაბრალებთ, გვძულს ისინი იმ დონეზე რომ ჩვილი ბავშვიანი დედის განადგურებაც კი გვინდა! „მაშინ მთლად ბავშვი ვიყავი. დიდებულ , ლიბერალურად განწყობილ კეთილ ადამიანებს ეგონათ, თუ ენას კბილს დააჭერდნენ , ჰიტლერული რეჟიმი მათ ზიანს არ მოუტანდა. ჯერ კომუნისტებს მიადგნენ, მერე ებრაელებს, და როცა მამაჩემისნაირი ლიბერალების ჯერი დადგა, უკვე გვიანი იყო თითზე კბენანი. ცხრა მილიონ ადამიანს სიკვდილის ბანაკებში ამოხადეს სული, რამეთუ იმ კეთილ ადამიანებს ენა მუცელში ჰქონდათ ჩაგდებული. ჰოდა, რადგანაც ენა მუცელში ჰქონდათ ჩაგდებული, გერმანული ერის აღზევებას მთელი ქვეყნიერება შეეწირა. ხოლო ის, ვინც სიკვდილს დაუძვრა, სულით ხორცამდე გაიხრწნა და გათახსირდა.“ (პატიმარი ქალის ახსარება. დ. კიუსაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“) ჯოჯოხეთი, ეს ჩვენი დუმილია. - პასუხიც ეს არის. სხვა ერებიც არსებობდნენ რომელნიც ძალადობის კულტს ეთაყვანებოდნენ, მათი პრობლემა ის იყო რომ -ყველას გამარჯვებული უყვარდა. თუნდაც ეს გამარჯვებული მათი ინტერესების გამომხატველი არ ყოფილიყო. ძველი რომი ძველი წელთაღრიცხვით 162 -133 წლები ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი( Tiberius Sempronius Gracchus) ის ტრიბუნად აირჩიეს რომის სენატში (დღევანდელი პარლამენტის მსგავსი) მისი ოცნება იყო რომ რომის მოქალაქეებისთვის რომელთაც არაფერი ებადათ ქონება მიეცა და არ ყოფილიყო მათი ძირითადი ფუქცია ‘’საარჩევნო ხმად“ ყოფნა. საფასურად ისინი პურ და სანახაობას იღებდნენ სენატორებისგან და ამით კმაყოფილები იყვნენ. სენატორები „ჭკვიანები“ იყვნენ მათ იცოდნენ მშიერი კუჭი რომ შეავსო საჭიროა ერთი ნაჭერი პური და „ბევრი სანახაობა“ (გართობა) რაც ადამიანის გონებას „ბინდავს“ ფიქრში ხელს უშლის რაც მას სხვის ხელში „ბრმა იარაღად აქცევს“. ტიბერიუს სჯეროდა ცვლილებების მას უნდოდა დაენახვებინა მათთვის „თავისუფლების გზა“ (აზროვნების). მისი მიზანი იყო ჩამოერთმია მიწების ნაწილი პატრიცებისთვის (დიდგვაროვანთა კასტა, რომელთა უმეტესობა იყვნენ სენატორები) და გადაეცა რომის ღარიბი მოქალაქეთათვის. ასევე მათი განათლებისთვისაც ზრუნავდა და ბევრ რეფორმის გატანას ცდილობდა იმ დროინდელ სენატში. რომში თითქოს უყვარდათ ტიბერიუსი პოპულარული იყო და ბევრი პატივსაც სცემდა. მაგრამ მას დაუპირისპირდა სენატორთა ის გავლენიანი ჯგუფი ვისთვისაც მიწის ნაწილის ჩამორთმევა უნდოდა მას. ერთ დღესაც მოხდა ისე, რომ ტიბერიუსი ტრიბუნად აღარ აირჩიეს და სენატორთა ძალისხმევით „კანონგარეშედ გამოაცხადეს“.(ეს ნიშნავდა რომ სენატის შენობის დატოვების შემდეგ მას რომის კანონები აღარ დაიცავდა და „ნებისმიერს შეეძლო მოეკლა იგი“ არავინ დაისჯებოდა ამის გამო.) ტიბერიუსმა შენობა დატოვა, სენატის კიბეებიდან მეტოქეების მიერ დაქირავებული მკვლელები აედევნენ მას. წარმოიდგინეთ სცენა, - ტიბერიუსი გაურბის რომის ქუჩებში (რომელიც სავსეა რომაელი მოქალაქეებით) მკვლელებს, რომლებმაც უკვე იშიშვლეს მახვილები. მისი ადრინდელი მხარდამჭერები ერთ წამში იქცნენ „სეირის მაყურებლებად“ გასძახიან შუა ქუჩაში მორბენალს -გაიქეცი ტიბერიუს, გაიქეცი.(გაიქეცი ფორესტ გაიქეცი, ალბათ ბევრს ეს ფილმი გაგახსენდებათ ამ დროს) აი იქეთ, მანდ არ არიან ისინი ტიბერიუს. გონება არეული ტიბერიუსი წაბორძიკდება და ერთ -ერთ მოსეირეს ჩააფრინდება მხრებში რომ არ წაიქცეს. მოსეირე ხელს ჰკრავს და წრაფად მოიშორებს „რა დროს დასვენებაა, ტიბერიუს საცაა დაგეწევიან“ გაიქეცი, გაიქეცი. ტიბერიუსი შეხედავს და დაინახავს როგორ მადიანად ილუკმება „ნაწყალობები პურით“ მისი „მოსეირე ქომაგი“ „ქომაგს“ ეღიმება ტუჩებიდან ნამცეცებს იშორებს და თავისუფალი ხელით აჩვენებს გასაქცევ გზას -გაიქეცი ტიბერიუს აი მოვიდნენ საცაა. ტიბერიუსი მიხვდა, ის უკვე „სანახაობაა“ და მას არავინ დაეხმარება, ბოლო ძალებს მოიკრეფს და გაიქცევა, ის მოსახვევში გაუჩინარდა, ქუჩის კუთხეში. მას შემდეგ 2000 წელი გავიდა, (ოდნავ მეტი,) პლეხანოვი (მშრალ ხიდზე რომ გადახვალთ, მტკვარსაც რომ გასცდებით, სხვადასხვა ქუჩათა გზაგასაყარი, რომ არის) ვარ ასე 15-16 წლის ზუსტად ვერ ვიხსენებ, აპრილის წვიმიანი დღეა მცირედ ცრის სიცივეა და გაჩერებაზე ვდგევარ ტრანსპორტს ველოდები, მინდა რომ წერეთელზე მოვხვდე. ის დროა როცა ტროლეიბუსებიც დადიან ქალაქში.(ძველი ტროლეიბუსები) პატარა ცელქი გოგო ამომიდგა გვერდში, იმანჭება, მოუსვენრად არის, წვიმისგან გაჩენილ პატარა გუბეებს ნახულობს და შიგ ხტუნაობს, შხეფებს იქეთ-აქეთ ისვრის. -მოისვენე ..აფრთხილებს დედა, ცელქობას უშლის. -10 თეთრი ხომ არ გაქვს? მეკითხება პატარა, მართმევს ხურდას და სხვებსაც ჩამოუვლის შემდეგ.(გაჩერებაზე სხვებიც არიან) დედა მათხოვრობას არ უშლის იმიტომ რომ თვითონაც მოწყალებისთვის დგას მარჯანიშვილის მეტროსთან რომ შუქნიშანია იქ. (ბევრჯერ მინახავს მსუქანი ქალია შავებში ჩაცმული) გოგონა მოგროვებული ხურდით კმაყოფილი დარჩა, გაიქცა იქვე მაღაზიაში და ნამცხვარი იყიდა. მადიანად ილუკმება დედის ბუზღუნს ყურადღებას არ აქცევს.(რომელიც იმით არის უკმაყოფილო რომ ბავშმა მთელი ფული ნამცხვარში დახარჯა) ისინი ტროლეიბუს ელოდებიან, მძღოლი მათ სცნობს და ფულს არ ახდევინებს, სამათხოვროდ მიდიან თავის შუქნიშანთან, შემდეგ ალბათ უფასო სასადილოში გამოივლიან იქვე მეტროსთან ახლოს და დღეც დასრულდება. ავტობუსი და ტროლეიბუსი ერთდროულად მოვიდნენ. ავტობუსი პატარა “პაზიკია” წითელი ფერის. დედა-შვილი ტროლეიბუსში ადიან, ვფიქრობ რომელს გავყვე. გოგონა ცელქად მიღიმის ტროლეიბუსიდან.(ოჰ, ეს გზაში „ტვინს გამიბურღავს“ ამპარტავნობა მეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და ავტობუსში ავდივარ.) „პაზიკი“ ალბათ წარმოგიდგენიათ როგორიც არის, ორ კარებიანი, მძღოლი უკანას არ აღებს რომ მგზავრები არ გაიპარონ თანხის გადახდის გარეშე.(ძვირიც არ არის მაგრამ ქართველს ჩვევაში აქვს „მოძებნოს გზა, რომელიც მის ჯიბეს არ შეეხება“) ავტობუსი სავსეა ისე რომ მგზავრები ლამისაა ერთმანეთს თავზე შეაჯდნენ, ყველა ცდილობს რამეს მოეჭიდოს, მორიგი დამუხრუჭების მსხვერპლი რომ არ გახდეს. მოვახერხე გზის გაკვლევა დიდ ფანჯარამდე სადაც ფეხზე დადგომა შეიძლება და გარემოს შეთვალიერებაც .(სად მოვხვდი და რა ხდება გარშემო რომ მივხვდე) ჩემი ყურადღება საეჭვო ჩაცმულობის ორმა „ახმახმა მუტრუკმა“ მიიქცია, ერთი ხმელხმელია გრძელ ცხვირა, კეპიანი ქუდი აფარია და შუა ავტობუსში „აქტიურობს საეჭვოდ.“ მეორე მოსული ტანის არის „ნაპატივები ,“ მოკლედ აპარსული ვარცხნილობა, სქელი კისერი „ზონდერს“ ჰგავს და ტყავის ქურთუკი აცვია ჩასასვლელთან დგას „ჩამსვლელ-ამომსვლელს აკონტროლებს და „ცხვირას“ ანიშნებს ვინ არის მათი „კლიენტი“ (ვისთან უნდა იმუშაონ) ნახევარი „ავტობუსი“ ადევნებს თვალს როგორ ცდილობს „ცხვირა“ გაუხსნას ჩანთა(პორთფელი) გოგოს რომელიც ვერაფერს ამჩნევს(იქნებ არ უნდა რომ შეამჩნიოს?) ნახევარი ავტობუსი ხომ მამაკაცთა ‘’სოლიდური ნაწილისგან შედგება“ ჩემზე უფროსებიც არიან „ძალაც ერჩით“ მაგრამ თვალს არიდებენ ამ ყველაფერს. ვცდილობ გოგოს ვანიშნო რომ მივახვედრო, მაგრამ გოგო ვერ იგებს სამაგიეროდ „ზონდერა“ მამჩნევს და ბოროტად მიმზერს. მე ჩემი ირონიული(დამცინავი) მზერა მგზავრებზე გადამაქვს რომლებიც ამ ორის „თავხედობაში გადასულ ძალადობას“ უმწეო ღიმილს ახვედრებს მხოლოდ საპასუხოდ. „ცხვირამ“ მოხუც ქალსაც გაუხსნა ჩანთა(ჩასვლის დროს) ბებომ შეამჩნია და უთხრა-შვილო პენსიის ფულია წამალი მინდა ვიყიდო აფთიაქში. „ცხვირამ“ შეიბრალა ის და ფულით გაუშვა. გული მერევა ამ ყველაფერზე, ავტობუსში არავის გაუპროტესტებია ეს, მძღოლის დამხმარესაც კი, რომელიც მგზავრობის საფასურის შეგროვებით არის დაკავებული (ხალხში ტრიალებს ისიც) მშვენივრად ხვდება რაც ხდება მაგრამ „თვალებს იბრმავებს“. ხშირად გამიგია თბილისში იმ წლებში „უფროსების დარიგება ახალგაზრდებისთვის“ ჯიბგირს(„კარმანშიკს“) რომ დაინახავ ავტობუსში(ტრანსპორტში) არ გააპროტესტო, რომც დაინახო რომ ვიღაცას ქურდავენ, არ ჩაერიო -გაუღიმე და „შენთვის გაიარე“...(ასე გამოჰყავდათ ძალადობას შეგუებული ადამიანი და ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა) იქნებ ავტობუსში მყოფი უფროსებიც ასე არიგებდნენ თავის შვილებს?! და თვითონ „პრაქტიკაში ცდილობდნენ“ ეს მაგალითი თავის თავზე ეჩვენებინათ რომ შემდგომში მიებაძათ მათივე შვილებს. ბევრ მამაკაცს ბავშვებიც ახლდა თან, პატარა ბიჭები „ზონდერამ“ ჩემზე ანიშნა „ცხვირას“ მე უკვე „მოურიდებლად“ ვამცნობდი ყველას მათ შესახებ „მუშაობაში ხელს ვუშლიდი“ ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ალყაში მომაქციეს მე „ზონდერას“ ვუყურებდი თვალებში თან მცხვენოდა რომ ავტობუსში ჩემი „ქომაგი“ არავინ გამოჩნდა. სადღაც წიგნში წამეკითხა რომ ავსტრალიერი აბორიგენები გამძვინვარებულ მხეცს „თვალებში უყურებენ“ რომ შიში არ აგრძნობინონ და მხეცი „წყნარდებაო“ მეც მქონდა საშვალება პრაქტიკაში გამომეცადა ეს. შემდეგ ყველაფერი წამებში მოხდა ავტობუსი გაჩერდა და ჩამომაგდეს.(სადღაც მუშტაეთთან ახლოს) ავტობუსმა გზა განაგრძო, მე გაორებული გრძნობა დამრჩა. ვერ მივხვდი ვისზე გავბრაზებულიყავი „ორ მუტრუკზე“ თუ ხალხზე, ვის თვალწინაც ეს ყველაფერი მოხდა! ალბათ შემდეგაც გააგრძელეს „უმწეო ღიმილით“ –„პროტესტის გამოხატვა“! (მაგრამ არის განსხვავება 2000 წლის წინანდელ შემთხვევას შორის „ტიბერიუსი მოკლეს“ -მე, ცოცხალი დავრჩი.) ეს გრძნობა დღემდე არ მტოვებს, ძალიან ჰგავს შეგრძნებას როცა ხვდები, რომ რაღაც შენს გარშემო კარგად ვერ არის, მაგრამ სახელს ვერ არქმევ. ძალიან მიჭირს თუნდაც ფილმში ვუცქირო სცენას, სადაც ვინმე პერსონაჟს ამცირებენ და მას არავინ ექომაგება, ძველი „ჭრილობა თავს მახსენებს“. შემდეგ დრო გავიდა და მივხვდი, ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. სხვადასხვა ჯგუფებს „გადანაწილებული ჰქონდათ“ სხვადასხვა ტრანსპორტის საშუალებები ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, ყველა ხუჭავდა ამაზე თვალებს ხალხი, სამართალდამცავები, „საზოგადოება!“ ერთხელ(რამდენიმე წლის შემდეგ) „ცხვირა“ დინამოზე ვნახე უბნის რწმუნებულთან ერთად „ხელგადახვეულები“ სასიამოვნოდ „მასლაათობდნენ“ ერთმანეთში და ჩემს სიბრაზეს ადრესატი გაუჩნდა „გამეფებული სისტემა“ რომელიც ყველაზე „ძალადობდა გარშემო“ თუ მასთან არ „ითანამშრომლებდი“. ეს ჰგავდა „გამოღვიძებას მატრიციდან“ სადაც გარშემო სხვებს „სძინავთ“ ხოლო არიან „ სმიტები“ სისტემის დარაჯები, რომლებიც ცდილობენ მათი ძილი დიდხანს გაგრძელდეს - „სიკვდილამდე“. ჟან ბოდრიარის ცნობილ თეორიასაც გავეცანი „მოდელირებისა“ და „სიმულაკრის“ შესახებ მარტივად რომ ვთქვათ ის გვეუბნება რომ - ჩვენი ფასეულობები მოდელირებულია.(სიმულირებული) რა არის მშვიდობა? ჩვენ გვაქვს არჩევანი ერთ მანქანასა და სხვა მანქანას შორის. ეს არჩევანი სიმულაციაა. ყველაფერის მიზანი კი მორჩილებაა „თავსმოხვეული ცხოვრების წესისადმი“ ვისაც მატრიცა ნანახი აქვს ამის გაგება არ გაუჭირდება. შემდეგ ცხოვრება გაგრძელდა „ნახევრად გამოღვიძებული“ დინებას გავყევი, ცხოვრების დინებას რომელიც მდინარეს ჰგავს თუნდაც არ გაინძრე მაინც მიჰყვები. იმიტომ რომ „მდინარის დინებას მკვდარი თევზიც მიჰყვება“ (ეს გამოთქმა უნპაპას ტომის ბელადს ეკუთვნის „მიწაზე მჯდომი ხარია“ მისი სახელი) მე ვფიქრობ რომ გააცნობიერო შენი თავი მატრიციდან უნდა გაიღვიძო საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ამაში გვეხმარებიან, ბევრი ელოდება თავის „მორფიუს, “ რომელიც შესთავაზებს ორ აბს, მწვანეს „ცნობიერების“ და წითელს „უარის თქმის საკუთარ თავზე“ ბევრი ირჩევს წითელს ეს კი იმას იწვევს რომ ჩვენ საკუთარი თავი გვავიწყდება და „სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ“. ჩემთან „ტრინიტი“ მოვიდა ის არ ჰგავდა სხვებს „მატრიცელებს“ ის ხომ „ზეონიდან“ იყო, ამიტომ იყო თავისუფალი, განსხვავებული, უცნაურიც. მე მისი „მწვანე თვალები დამამახსოვრდა“ ბევრიც არ მიფიქრია არჩევანზე, მწვანე აბი ავირჩიე.(მისი თვალების ფერი) მაგრამ გამოღვიძებული „მატრიცაში დავრჩი“ „ტრინიტი“ დღესაც ზეონშია, თავისუფალ ქალაქში, სხვა სამყაროში. საბურთალო - პეკინის ქუჩა - დღევანდელი დრო . მობილურების მაღაზია რიგში ვდგევარ ტელეფონის შერჩევა მინდა, კონსულტანტები განაცხადს უვსებენ ჩემზე წინ მდგომებს. კარები იღება და ახალგაზრდა მამაო (მღვდელი) შემოდის თან ცოლიც ახლავს. მამაო მაღალია თმები ჟელეთი აქვს გადაწეული. ტელეფონის შერჩევა უნდათ მაგრამ რიგი არ სიამოვნებს -ყურადღება მომაქციეთ!(უკმაყოფილება ტონში იგრძნობა) კონსულტანტ გოგონას ტონი არ სიამოვნებს და რიგზე მიუთითებს. რიგში მყოფი ადამიანები „მოწიწებით“ უთმობენ თავიანთ რიგს მამაოს. ჩემთვის სულერთია და „საერთო ნებას ვემორჩილები“ მამაოს ცოლისთვის სურს მობილურის შერჩევა-ანდროიდი არ გინდა ძვირფასო, იცი რა კოფორტულია და ბევრი ფუნქციაც აქვს? -არა, ჩემთვის მთავრია რომ დარეკვა შევძლო. - რა ღირს?! -578 ლარი (პასუხობს კონსულტანტი) -მოდი ძვირაფო 700 ლარიანი ავიღოთ, გაცილებით კარგია და რამდენიმე ასეული ლარის დამატება სჯობს, ხო იცი შენთვის „არაფერი მენანება“. -არა, ეს იყოს, ეს უფრო მომწონს.(გარიგება შედგა კონსულტანტ გოგონასთან) მამაომ ნაღდი ანგარიშწორებით გადაიხადა, ხურდაც მიიღო ორი ასლარიანი ბანკნოტი. მამაო შემობრუნდა და შემამჩნია რიგში მდგომი. გვერდით ჩავლის მომენტში როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს გაუსწორდა მკითხა-ვერ მიცანით?! -ვერა(მაგრამ მზერამ „შორეული წარსულიდან გამაოცა“) მაღაზიაში მყოფი ადამიანები უცებ გაქვავდნენ, თითქოს დრო გაჩერდა, მხოლოდ მე და მამაო ვიყავით „მოძრაობაში“. -პატარა ბიჭი იყავი, როცა თვალებში ჩამხედე, ნუთუ დაგავიწყდა?! ეხლაღა მეცნო თვალები, შორეული წარსულიდან, თვალები რომლებიც „სხვებშიც მინახავს“ .-თქვენ ხართ „სმიტ“ თან „მამაო“-ც? -აქ ეს ყველაზე კარგი ფორმაა „ჩვენი ვერსიისა მისტერ ანდერსონ“, ბანალური კოსტუმები და სათვალე მოძველდა, ეს მოდერნიზებური ვერსიაა თან ძალიან ამართლებს. -რა გინდათ ჩემგან „სმიტ“?! -არ დაიღალეთ „ჩვენთან ბრძოლით“ მისტერ ანდერსონ, მიიღეთ ეს რეალობა, ნუ ფიქრობთ რომ რამე შეიცვლება, თან მისთვის თქვენ უმნიშვნელო ხართ, „ტრინიტი“ ზეონშია, თქვენ აქ, თქვენ გგონიათ რომ მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავთ ვიდრე მის „დესკზე“ დაგდებული “ Word Document“ -ი ან „jpj“ ფაილი“?! -ოდესმე ყველაფერი შეიცვლება „სმიტ“ მატრიცაში ყველა გაიღვიძებს და ეს რეალობა „ზეონად იქცევა“ მაშინ მისი „ზეონი“ მნიშვნელობას დაკარგავს ორ სამყაროს შორის მანძილი შემცირდება და ეს თქვენი ძალაუფლების დასასრული იქნება „სმიტ“. -და ამას ვინ შესძლებს „მისტერ ანდერსონ“ თქვენ?! რა მიამიტი ბრძანდებით, ეს რეალური ცხოვრებაა, ფილმი არ გეგონოთ აქ „ჰეპიენდები“ არარსებობს და არც თქვენ ხართ „ კიანუ რივზი“ ისევ ის 15 წლის ბიჭი ხართ პირველად რომ გნახეთ.(სმიტის ქართულ ვერსიას გაეღიმა) რა არის „ტრინიტში“განსაკუთრებული, რატომ აგრძელებთ ამ უაზრო ბრძოლას?! -მთავარი იცით რა არის „სმიტ“, ის რომ ის არსებობს, გინახავთ ოდესმე მისი თვალები?! -„მხედველობის ორგანო“(გამოსცრა კბილებში გაოცებულმა სმიტმა) არ მესმის რა არის ამაში განსაკუთრებული „მისტერ ანდერსონ“. -რომ არ გესმით იმიტომ ხართ „სმიტი“... ჩემი პასუხით იმედგაცრუბულმა „მამაომ“ გზა განაგრძო, უცებ გარშემო ყველაფერი „მოძრაობაში მოვიდა“. მამაო ცოლთან ერთად მაღაზიიდან გავიდა, იქვე გაზეთების „სტენდთან“ მდგარმა მათხოვარმა მას შემწეობა სთხოვა-ეხლა თან არაფერი არ მაქვს შვილო ჩემო, „უფალი შეგეწიოს“! „სმიტისეული წარმატებული ქართველის ვერსია“ Mercedes ML -ის მარკის ჯიპში ჩაჯდა მეუღლესთან ერთად, მანქანა დაქოქა და თვალს მიეფარა. როდესაც ეჭვები „შეგვიპყრობს“ ყოველთვის მოდის „ჩვენთან“ სმიტი, მაგრამ შემდეგ აღარ გვახსოვს ის იმიტომ რომ „ეჭვები გადაივლის და იმედი გაჩნდება“. -და ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ ფიქრობთ რომ მე, „ნეო“ ვარ?! არა, მე, ისევ ის ბიჭი ვარ რომელიც ოდესღაც „ავტობუსიდან ჩამოაგდეს“, დანარჩენები ჯერ კიდევ იმ ავტობუსში არიან და იმ ორი „მუტრუკის“ დღემდე ეშინიათ! ფიქრობთ რომ რამე შეიცვალა?! -არის ერთი „განსხვავება“ დღეს ავტობუსი „ყვითლად შეღებეს“! P. S. დ.კიუსაკის რომანს ორი დღის განმავლობაში ვეძებდი თბილისის ბუკინისტებში, იმედები რომ გადამეწურა, სულ ბოლოს მივაგენი რუსთაველის გამზირზე მდებარე ბუკინისტების სახლში, თანხა გადავიხადე, უკანა გზაზე სამარშუტო ტაქსმა არ გამიჩერა, გადავწყვიტე მეტროთი წავსულიყავი, თავისუფლების მეტრომდე ავტობუსით ჩავედი და მეტროს შესასვლელ კარებთან ზუსტად ის კუპიურა ვიპოვე დაკეცილი(თითქოს ჩემთვის გამზადებული) რომელიც წიგნის საფასურად ბუკინისტთან დავტოვე.
გუშინ არ ვმუშაობდი და თავისუფალი ვიყავი. სხვანაირად, ამდენ დროს არ დაგაკარგვინებდით, მერწმუნეთ.
გოთიკოპალა(მაპატიეთ ასე რომ მოგმართავთ – ნამდვილი სახელი და გვარი არ ვიცი თქვენი), გასაკვირთან ერთად, ცოტა არ იყოს საწყენიცაა, ჩემს ნათქვამზე იმდენად არაადექვატურ პასუხებს ვიღებ თქვენგან. მიკვირს.
და თქვენი აზრით, კომენტარის შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, თუ ვისი ან რომელი ნიკი იქნება მიწერილი იმავე კომენტარს შორის. ხომ ხვდებით, რომ ვხვდებით საითკენ მიგყავთ ეს ყველაფერი. :))
სხვათა შორის, იმასაც ნიჭი უნდა, ადამიანი კეთილად იყოს განწყობილი თქვენს მიმართ და იმდენი მოახერხოთ, სულ ერთი გახდეთ მისთვის როგორც ოპონენტი თუნდაც. :)
კახა გრძელიშვილი,
მეჩვიდმეტე კომენტარში წერია, რომ , დიახ, საფრთხეს ვხედავ ერთმილიონიან საქართველოში მომვრალებულ ჩინელებში. საფრთხეს ვხედავ. საფრთხის შეგრძნებ–შეგნება და სიძულვილი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და იმდენად თვალსაჩინოა ეს სხვაობა, რომ არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა ლიტ. პორტალზე. :)
თქვენ,კახა, ნაომარი კაცი ბრძანდებით, როგორც თქვენგანვე ვიცი და სავარაუდოდ, მოგიწევდათ ტყვია გესროლათ არაქართველებისთვის. და მაინც, მე არ მომსვლია აზრად თქვენთვის სხვა ეროვნებების მოძულეობა დამებრალებინა.
საერთო დასკვნისა და შეჯამებისთვის კი, მოგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მყავს არაქართველი მეგობარი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. :))
გმადლობთ, ყურადღებისთვის.
პატივისცემით.... ეშლი მხვრინავი. და ბოლო ფრაზა სადაც რომ ის დაწერილა –იმის იქით ეშლის სიტყვა იქ აღარ დადებულა და სწორედ ის დროა– ახლა დაიწეროს:
"არ მძინავს – უბრალოდ ვხვრინავ."

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას იმ ინტერესისთვის რომელიც ჩემმა ნაწერმა გამოიწვია... ეშლი(იმდენი ნიკი გაქვთ უკვე დავიბენი და ასე მოგმართავთ) ჩვენი მიმოწერა პმ-ში თქვენობით ფორმას არ გასცდენია და მოდით ასეც დარჩეს. იმის უფლებაც დამიტოვეთ ჩემს გვერდზე ის კომენტარი გავაკეთო რასაც საჭიროდ ჩავთვლი. რაც შეეხება "კოალიციების თემას" იმდენად ცოტა დროს ვატარებ ამ საიტზე და კომენტარებსაც ასევე წოტას ვდებ(რომ ეს გამორიცხულია) რაღაც ინტერესი ხომ უნდა ამოძრავებდეთ ადამიანებს ჩემთან "ალიანსები რომ შეკრან" :-) მე კიდე ისიც არ ვიცოდი რომ "თქვენი ნიკების შესახებ" -"ყველამ" იცოდა. -მე, არავის ჭკუას არ ვარიგებ! მე, აზრს გამოვხატავ და ეს არავის არ უნდა აღიზიანებდეს. როდესაც სხვაც გამოხატავს აზრს -ერთი კომენტარი სავსებით საკმარისია ამ აზრის გასაგებად. რა თქმა უნდა ისიც ჩემი აზრია რომ ადმაიანმა ან ფსევდონიმით უნდა წეროს ან სახელით.(ესეც აზრია, მაინც ვაკონკრეტებ რომ "შენახვა არ მომთხოვონ შემდეგ") ჩემთვის ეს თემა დახურულია იმიტომ რომ ვფიქრობ ეს კომენტარები საკმარისია ამ თემის დასახურად!!! (ასევე ყველას ვთხოვ აზრები მხოლოდ გამოხატეთ ტექსტზე, ამის შემდეგ) ვფიქრობ "ჩინურად არ ვწერ" და გასაგებია.(ჩემი აზრი) :-)

იმას ნიშნავს რომ თქვენს წერილში მომწერეთ- რომ ამ ნიკის მქონე ადამიანს დაეთანხმეთ(შეიძლება თქვენ ურთიერთობის თქვენი სტილი გაქვთ) და მე ნამდვილად არ გამიგივებიხართ ამ "ნიკთან" ...თუ თქვენ გეგონათ რომ ეს მე მივხვდი მაშინ ეს არის გაუგებრობა და მოდით არ განვავრცოთ ეს თემა. (რისი სურვილიც ნადვილად არ მაქვს) ვერ ვხვდები რატომ განეწყვეთ ჩემს მიმართ აგრესიულად... მე მართლა არ მესმის ნიკების სიმრავლის აზრი. მითუმეტეს შეგეძლოთ თქვენი აზრი საჯაროთ დაგედოთ "თქვენი სახელით" ამის სურვილი რომ არ გაქვთ, ეს თქვენი ნებაა და არჩევანიც...ამოვწუროთ ეს გაუგებრობა რომელიც არსად არ მიდის...

თქვენი გამოთქმული აზრი ჩემთვის გასაგებია.(ფორმაც მისაღები) მადლობთ რომ წაიკითხეთ. :-) რაც შეეხება ჩემს დასკვნებს ვიტოვებ უფლებას ისეთი იყოს როგორიც არის.
თქვენი გამოთქმული აზრი ჩემთვის გასაგებია.(ფორმაც მისაღები) მადლობთ რომ წაიკითხეთ. :-) რაც შეეხება ჩემს დასკვნებს ვიტოვებ უფლებას ისეთი იყოს როგორიც არის.
გოთიკოპალავ, ჩემს ნამდვილ ნიკზე როცა მომწერეთ და მითხარით, რომ ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა გქონდათ განთავსებული და გნებავდათ გავცნობოდი(რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ), პირველივე პასუხში გითხარით, რომ სანამ თქვენს ამ პმ-ს ვნახავდი -მანამ წავიკითხე ეგ პუბლიკაცია და "მხვრინავი ეშლით" კომენტარიც დავტოვე-თქო და.... რას ნიშნავს "მიცანით"?
"მიგანიშნეთ რომ გიცანით" - ????????
გოთიკოპალავ, ჩემს ნამდვილ ნიკზე როცა მომწერეთ და მითხარით, რომ ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა გქონდათ განთავსებული და გნებავდათ გავცნობოდი(რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ), პირველივე პასუხში გითხარით, რომ სანამ თქვენს ამ პმ-ს ვნახავდი -მანამ წავიკითხე ეგ პუბლიკაცია და "მხვრინავი ეშლით" კომენტარიც დავტოვე-თქო და.... რას ნიშნავს "მიცანით"?
თქვენი აღშფოთება იმ საზარელი კადრების მიმართ ნამდვილად ადექვატურია, მერწმუნეთ იმდენად დაემთხვა ჩემს რეაქციას ,რომ თითქოს ჩემს სულში იყავით დაბინადრებული.
"იქნებ პრობლემა, ჩვენს მენტალობაშია? გენეტიკაში, თუ ‘’კომუნისტების 70 -წლიანი რეჟიმის ბრალია’’?! (ასეთ ვერსიასაც ამტკიცებს ზოგი)"--სვამთ კითხავას და უნებურად თავადვე სცემთ პასუხსაც. დ.კუისაკის ნაწარმოებით, ძველი რომით, ნებისმიერი დროითა და ნებისმიერი ქვეყნის ისტორიით პასუხი ცალსახაა: ძალადობა და კრიმინალი არაა ქართული მოვლენა, ეს საყოველთაო პრობლემაა და სწორედ მაშინ როცა საქართველომ აირჩია "დინების წინააღმდეგ ცურვა", მას შემდეგ გააქტიურდა ასეთი რამ. და ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ამის წახალისება სწორედაც, იმ ქვეყნებიდან ხდება, რომელთაც დიდი ხანია კაცის კაცთან ქორწინებაა დაიკანონა, და გრაფიდან ამოაგდო "დედა" და "მამა". ქართველს სიკეთესა, გულმოწყალებაში და სტუმართმოყვარეობში ბადალი არ ჰყავს ( სხვა კავკასიელებთან ერთად) , ჩვენ არ გვჭირდება მიუნჰაუზენების და რობინ ჰუდების გამოგონება, იმდენი გმირი გვაყავს და იმდენი წმინდანი, და როცა უდიერად იხსენიებთ ჩვენს წარსულს, (ვიცი,თქვენი გულისტკივილის გამო), უნებურად მათ ხსოვნას ჩრდილს აყენებთ. ისინი ჰქმნიან ჩვენს ისტორიას და არა, ვიღაც თითოოროლა ვიგინდარა. კიდევ ვიმეორებ, პატივს ვცემ თქვენს საწუხარს, რადგან ჩვენს ქვეყანას ეხება, მიუხედავად იმისა რომ, ჩემთვის თქვენი დასკვნები, ხშირად მიუღებელია.

საქმეც იმაშია რომ ჩემს ნათქვამად არ გავასაღე და "მიგანიშნეთ რომ გიცანით"...ვერ ვხდები ნადვილად როცა ადამიანს საკუთარი სახელი და გვარი აქვს(აქ საიტზე და რჩეული ავტორია) რა საჭიროა "მეორე დაფარული ნიკი" .. :-) თქვენთან კამათი მე არ მსურს პირადშიც მოგწერეთ. ვფიქრობ ყველაფერი გაირკვა მოსაზრებებსა თუ პოზიციებში... დანარჩენი რა გითხრათ. "თავადაც გისურვებთ იგივე წარმატებაანს" ....

სადაც ამ "ვრცელ ტექსტში" მხოლოდ თქვენი ნააზრალი ვნახეთ მე და შეფთიმ - იქ გიპასუხეთ.
აბა, დიმფნა კიუსაკს სად ვეწვიო ახლა საიქიოში - საკამათოდ? :)) (სხვათა შორის, არ მიწყინოს დიდმა ავსტარილიელმა ქალბატონმა, მაგრამ მის ნაწერებს სიამოვნებით მხოლოდ სკოლის ასაკაში ვკითხულობდით მე და შეფთიკო.)
ამოკვიატებულ ფროიდს და ნიცშეს რაც შეეხება, დიდი ხანია რაც ამოკვიატებული აღარა გვყავს -გამოვედით მაგ ასაკიდამ.
"ალბათ თქვენ უფრო ამ დამოკიდებულებას იზიარებთ -თქვენ უხოტომელში პრობლემას მაშინ ვერ ხედავთ – როცა ის უცხოტომელი ისეთ ადგილასაა,სადაც უცხოტომელად არ აღიქმება. ანუ,თავის სამშობლოში."
დიახ, ამ დამოკიდებულებას ვიზიარებ და მოგახსენეთ კიდეც პმ-ით ამ დღეებში. თუმცა, არ ველოდი ასე საჯაროდ თუ საკუთარ სიტყვებად გაასაღებდით. :)) შეფთი გაკვირვებულია. :)) ცოტა სიტყვები მაინც გადაენაცვლ-გადმოენაცვლებინა, ან ბრჭყალებში მაინც ჩაესვაო."
მე დავამშვიდე, არც ფროიდის ციტატა აქვს ბრჭყალებში ჩასმული-მეთქი.
აშკარაა,რომ ერთის მხრივ მე და შეფთი და მეორეს მხრივ თქვენ,გოთი და კოპალა - სულ სხვადასხვა რამეში ვხედავთ უმთავრეს პრობლემას და ცხადია საკამათო აქ არაფერია. თქვენ იმ პრობლემას მიხედეთ -რომელიც თქვენი აზრით პირველ რიგშია მისახედი, მე და შეფთი ვედებით იმ სატკივარს მივხედოთ, რომელიც ჩვენი აზრით პირველ რიგშია მოსაშუშებელი და სოფელიც აშენდებააააა.
და აქვე, ტექსტს თუ გადახედავთ და კორექტურებისგან და გრამატიკული შეცდომებისგან დაწმენდთ, მხოლოდ მოიგებს ნამუშევარი ამით.
წარმატებანი.

როდესაც ვრცელ ტექსტში ყურადღებას ამახვილებთ მონაკვეთზე სადაც კონკრეტული ეროვნული წარმოშობის ადამიანების მიმართ ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებაა ნაჩვენები. დანარჩენებს "აიგნორებთ" ეს იმას ნიშნავს რომ ეს თემა თქვენთვის "პირადულია" (ზიგმუდ ფროიდი) ალბათ თქვენ უფრო ამ დამოკიდებულებას იზიარებთ -თქვენ უხოტომელში პრობლემას მაშინ ვერ ხედავთ – როცა ის უცხოტომელი ისეთ ადგილასაა,სადაც უცხოტომელად არ აღიქმება. ანუ,თავის სამშობლოში. ;-) პ.ს. იმპერატორი" მინგ ჩენ სუ" ისედაც დაფასებულია(თუ ასეთი არსებობდა რეალობაში ;-) ) იმიტომ რომ ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც (გარდაცვალებიდან) მიუხდავად თქვენი დამოკიებულებისა "მისი ერის მიმართ" -თქვენ ის თქვენს პოსტში მოიხსენიეთ, მისი სული ზეცაში ხარობს...^-^

"ძმაო,ჩემო, შენ თუ ქსენოფობი და ფაშისტი - სამშობლოზე გულმტკივანი ხისგან ვერ გაგირჩევია, მე შენ რაღა უნდა გელაპარაკოვო." -ხოდა ნუღარ იწუხებთ თავს ჩემთან საუბრით! (მოგმართავთ თქვენობითი ფორმით - მე, თქვენი ძმა არ ვარ!!!) პ. ს. ჩემს გვერდზე, თქვენი "პროზაული ნიჭის გამოვლენით" ნუ შეწუხდებით ამისთვის საკუთარი გაგაჩნიათ!...

"ქსენოფობები და ნაცისტური გადახრის სუბიექტები გთხოვთ ნუ შეწუხდებით ჩემს გვერდზე შემოსვლით." გოთიკოპალა
ერთხელ, მე და ჩემი ძმა მფრინავი შეფთი, ფინიკის და აქლემის კუზის ბიზნესით ვიყავით დაკავებულნი და არაბულენოვან ოცდასამივე სახელმწიფოს საზღვარს ვკვეთდით და ვკვეთდით დაუღალავად. ხან ნუაქშოთში ვიძინებდით და ხან მოგადიშოში ვახელდით თვალს. კომორის კუნძულებსაც ათასგზის დავარტყით საპატიო წრე ამერიკული სუბმარინებით და ხან კი,წითელი ზღვის ფსკერიდან ამოგვქონდა მარჯნის რიფის ჩამონატეხები კაპიტან ნემოსთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ არ მომკვდარიყო ბიძაჩვენი მყვინთვი სერგი მადეირაზე და ჯერ არ დაეტოვებინა მემკვიდრეობა. მთავარი დამღლელი "საქმიანობა" კი, რა იყო,თუ იცი? მოგვკლა და გადაქვგქანცა ქუდების ცვლამ. საცა ჩვდიოდით - იქაური ხომ უნდა დაგვეხურა,კაცო?!
ბევრი გვიგროვდებოდა ნაჯაფი,ნაშრომი, მონაპოვარი. დიდადაც ვღეობდით, ვერთობოდით - გაგვყავდა დრო.
ერთხელ,სომალიში მოგვიწია ამოვლამ. დასავლეთის საჰარადან მოვდიოდით, ელ-აიუნის მოედანზე მოწყობილი შაკირას კონცერტის მერე. კაი ნამხიარულებ - ნაგულავებნი.
ამოვედით, მოგადიშოს ჩრდილოეთით. რასა ვხედავთ. ჩამსხდარან დახეთქილ მიწაზე ბავშვები. როგორც ამიხსნა იქაურმა ხელისუფალმა, ამათ პოდიუმისთვის ზრდიან და მუდმივ დიეტაზე ჰყავთო. თანაც, ამ ბავშვებს ჩვენნაირი საქმოსანი "ტურისტები" ათვალიერებდნენ. ხან ერთს წამოაყენებდნენ ფეხზე, ხან- მეორეს და რომელიც რომ მოეწონებოდათ - ჰკიდებდნენ ხელს და მიჰყავდათ სომალიდან. ვიფიქრეთ მე და შეფთიმ, აქვე გადავატაროთ ეს ღამე-თქო და საცა ერთადერთი დიდი ხე ვიპოვეთ, წამოვუწექით ძირში და გავიპარეთ ძილში.
ვგრძნობ, მიწა იძვრის ქვევიდან. ხე ფესვებს ამოძრავებს. გავახილე თვალი. გავხედე.შეფტისაც მხარი მივკარ, გაიღვიძე და მარტო არ დამტოვო ამ დიდი უცნაურობის წინაშე-მეთქი.
ხემ ჩაახველა. "ვინ ხართ და აქ რას მომიწექითო" - შემოგვძახა გაბრაზებით. "ქართველები ვაართ, ბიზნეს-ტრიპ-ით ვეწვიეთ სომალის-თქო, ვეუბნები რიხიანად,რატომღაც..... "ნამუსი თუ შეგრჩათ,თქვენო?!" - იყვირა ხემ. "ასე თითო-თითოდ ყველა უცხოტომელი ფესვს მაჭრით და მერე, რაც დამრჩა ფესვთაგან - იმაზე მაწვებით, მგუდავთ და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევთო". დავფიქრდი. "მე რას მეჩხუბები, იმ ფესვების მოჭრაში ისევ ზოგიერთი სომალელი ეხმარება უცხოტომელებს და ხელისუფლებაშიც მაგენი დაგიყენებიათ-თქო" " შენზე კარგად ვიცი ჩემს ფესვებთან ვინ მოდის, ვინ წყალს მისხამს - ვინ ნაჯახს მისვამს. ჩემების სახესაც მე უკეთ ვიმახსოვრებ და მე მოვთხოვ იმათ პასუხს. ერთი-ორი ტურტლიანი სომალელისთვის - დანარჩენ ჩემიანებს ვერ შევიძულებ მეო"- მომაპყრო აცახცახებული ფოთლები ხემ და დაენამა თან. " დანარჩენებს რაც შეგეხებათ, მასანიანთა ორგანიზაციის გლობუკუმის ჰაზრების განხორციელებაში უწყობთ ხელს და მაგაზე უფრო უნდა ფიქრობდეთ და არა იმაზე, "პაკაზუხურად" სომალური ქუდი რომ დაგიფარებია ჩვენი საზღვრის გადმოკვეთისასო".
ვიფიქრე, ვიფიქრე და დავაფსკვენ: ეს ხე იყო ქსენოფობი და ფაშისტი. ჩემს დღეში აღარ მივალ მე იმასთან.
შეფთიმ, მიყურა,მიყურა და მითხრა:
"ძმაო,ჩემო, შენ თუ ქსენოფობი და ფაშისტი - სამშობლოზე გულმტკივანი ხისგან ვერ გაგირჩევია, მე შენ რაღა უნდა გელაპარაკოვო."

კიდევ ერთი დასაბუთება იმისა, რომ ადამიანი იგივე დარჩა, რაც 2000 (და მეტი) წლის წინ იყო. განსაკუთრებით ტიბერიუსის და "პაზიკის" პარალელი მომეწონა. ვინც სხვა ერის წარმომადგენელთა მიმარ არაკეთილგანწყობილია, მათთვის ერთი შეკითხვა მივდა დავსვა თვალი გადაავლონ თავიანთ მეზობელთა (ან ნათესავთა) სიას, ცოტაა მათში იგივე თვისების მატარებელი(ან იმავე საქციელის ჩამდენი) ქართველი, რისთვისაც უცხო ერის შვილი აითვალწუნეთ?

ძალიან საინტერესო, მრავალმნიშვნელოვანი თემებია , თითქმის დავიბენი იმდენ პრობლემას ეხება, საერთოდ კარგად წერს პუბლიცისტიკას, ვრცელია მოცულობით, მაგრამ მე ორჯერ მაქვს უკვე წაკითხული, საინტერესოა ტენდის კომენტარიც, . გვმართებს დაფიქრება, სხვა გზა არ გვაქვს.

„დიდი ხანია აქ ცხოვრობთ? - შეეკითხა თეო,(მეცნიერი) –ოცდახუთი წელი გახლავთ, -გავთხოვდი თუ არა, მაშინვე აქ გადმოვსახლდი. ხუთი შვილი აქ გამოვზარდე. ქმარი ვენაში წითლებმა მომიკლეს. „ეს რა ბავშვების გასაზრდელი ადგილია“, -თქვა თეომ, „ვითომ რატომაო?“ -მკვახედ შეეკითხა ფრაუ და ყველას გაფაციცებული მზერა სტყორცნა. – „იმიტომ, რომ აქ საკვამლეებიდან დღე და ღამ ყვითელი კვამლი ამოდიოდა“,-უპასუხა თეომ და კრემატორიუმისაკენ გაახედა. -იქნებ თქვენ არც კი დაიჯეროთ, მაგრამ ქალი ჯიქურ თვალებში მიაჩერდა და იცით რა უთხრა:“იქეთა მხარეს არასოდეს გამიხედავსო“. (დ. კიუსაკი „ბერლინის ცხელი ზაფხული“) <<<<<< ძალიან საინტერესო მომენტია. დამაფიქრა ძალიან... ყველაზე მეტად.
"მართლაც ძნელია იმის აღიარება რომ ჯალათი ყოველთვის „უმრავლესობის“(ხალხის) „დაკვეთას“ ასრულებს. ეს ყოველთვის ასე იყო, შუა საუკუნეებშიც როცა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე ადამიანების დასჯა ითვლებოდა ყველაზე „სასეირო“ სანახაობათ." <<< ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი ფაქტი ჩვენს რეალობაში ჩემთვის ისაა, რომ ახლაც ძალიან ბევრი ადამიანი გავიდოდა ამ "სასეირო სანახაობის" სანახავად მოედანზე, შესაძლებლობა რომ არსებობდეს...
"საზოგადოება „გულმავიწყია“<<< ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, ავტორო, და ჩემი თანხმობა არცაა საჭირო, უბრალოდ დავაკვირდეთ სიტუაციას...
ძალიან მომეწონა ავტობუსის სიტუაცია. მეც შევსწრებივარ მსგავს ფაქტს... მიუხედავად იმის, რომ არ ვარ ნაცისტი, მეც არ ვარ დიდად კეთილგანწყობილი ჩინელების მიმართ, მიზეზთა გამო... თუ ვინმეს დააინტერესებს მიზეზებზეც ვისაუბრებ... და მიუხედავად ამისა, პირველ რიგში ადამიანი უნდა დავინახოთ და არა ერი... პირველ რიგში საკუთარი სინდისის ხმა უნდა "გვიმუშავებდეს" კარგად.
" ხშირად გამიგია თბილისში იმ წლებში „უფროსების დარიგება ახალგაზრდებისთვის“ ჯიბგირს(„კარმანშიკს“) რომ დაინახავ ავტობუსში(ტრანსპორტში) არ გააპროტესტო, რომც დაინახო რომ ვიღაცას ქურდავენ, არ ჩაერიო -გაუღიმე და „შენთვის გაიარე“..." -ეს დარიგებები მეც კარგად მახსოვს... უამრავი მაგალითიც მოჰყავდათ არგუმენტად, ვიღაც დაჭრაო ამის გამო ქურდმა, სცემაო და ა.შ.
"ჟან ბოდრიარის ცნობილ თეორიასაც გავეცანი „მოდელირებისა“ და „სიმულაკრის“ შესახებ მარტივად რომ ვთქვათ ის გვეუბნება რომ - ჩვენი ფასეულობები მოდელირებულია.(სიმულირებული) რა არის მშვიდობა? ჩვენ გვაქვს არჩევანი ერთ მანქანასა და სხვა მანქანას შორის. ეს არჩევანი სიმულაციაა." - ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მეფიქრება არჩევანის ქონის სიმულაციაზე...
" მე, ისევ ის ბიჭი ვარ რომელიც ოდესღაც „ავტობუსიდან ჩამოაგდეს“, დანარჩენები ჯერ კიდევ იმ ავტობუსში არიან და იმ ორი „მუტრუკის“ დღემდე ეშინიათ! " - ჰო...
საინტერესო ნაწერია, დამაფიქრებელი. განსაკუთრებით შედარებები მომეწონა... გერმანიაზე კითხვისას ერთი ფილმი გამახსენდა, რატომღაც მომინდა აქ მომეტანა და დავდებ ლინკს :
http://myhit.ge/index.php?FID=1&id=2811&geo&PHPSESSID=39dg3pav1haklnncpnbp4aoh3vqbq2at რამდენიმე წლის წინ ვნახე და მე შემძრა ამ ფილმმა.
ავტორს წარმატებები! ჩემგან +5

ქსენოფობები და ნაცისტური გადახრის სუბიექტები გთხოვთ ნუ შეწუხდებით ჩემს გვერდზე შემოსვლით. :-( თუ თვლით რომ პრიმიტივიზმის სენით ვარ შებყრობილი "მითუმეტეს არ უნდა შეწუხდეთ" ...P.S. თქვენ თავზე ნუ მიიღებთ გეთაყვა..^-^ (ეს მომეწონა)

არ უნდა ბევრი ლაპარაკი ამას. ყველა იმის ცდაშია - თავის ჭკუაზე გვამღეროს.
არც მე ვარ ქსენოფობ-ფაშისტი და არც ჩემი ძმა, მფრინავი შეფთი.
საქართველოს სულიერი მისიისა გვწამს ორივეს. ამიტომ -დიახაც, საფრთხესა ვხედავთ მომრავლებულ წვრილთვალებებსა და პრიმიტივიზმის სენით შეპყრობილ ჭკუის დამრიგებლებში.

საინტერესოა, რატომ არ კითხულობენ ასეთ სერიოზულ პუბლიცისტიკას ?! პუბლიცისტიკა ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი. ბევრი საინტერესოზე საინტერესო მაგალითებია მოყვანილი ისტორიიდან, განსაკუთრებით ტიბერიუსის მაგალითი ყურადსაღები, პირადად ჩემთვის. ანალოგიური გადამხდა მცირე ინტერპრეტაციით და ალბათ ამიტომ. :)) ადვილად იკითხება და ჩვენს დღევანდელობას ზუსტად სცემს პასუხს. ავტორი ახალგაზრდაა, ძალიან ნიჭირი, განათლებული, არაფერს წააგებთ, თუკი წაიკითხავთ. :) ბევრი რომ იყოს ასე მოაზროვნე, ნამდვილად აგვცილდებოდა მთელი ის უბედურება, რაც გვაქვს. :)
აქ გადმოვიტან მე-კალ-მესთან დადებულ ჩემს ორ კომენტარს.
"42. ორი დღეა ამ კომენტარებს ვკითხულობ და გული მეწურება. დროა,რომ ამ აგრესიას ბოლო მოეღოს. 2005 წლის თებერვალში დაგვაყაჩაღეს. სახლში შემოვიდნენ სამნი და სულ იატაკზე გვათრიეს. მე მაგ დროს მძიმედ ავად ვიყავი და არც ეგონათ ჩემი გადარჩენა. კარზე რომ დააკაკუნეს, მეზობელი მეგონა ჩემს სანახავად მოსული და შვილიშვილს ვუთხარი, გააღემეთქი. ჯერ ვერ მივხვდი, რა უნდოდათ, ვიდრე კედელზე არ აგვაყუდეს სამივე, მე, ჩემი ნინო და ჩემი თერთმეტი წლის შვილიშვილი. ითხოვდნენ ფულსა და ოქროულს. ერთადერთი, რისიც შემეშინდა, შეურაცყოფისა (მიხვდით, ალბათ, რასაც ვგულისხმიბ). ღვთის მადლით, საშუალება მომეცა დამეყვირა, პატრულს გამოუძახეთმეთქი. მეზობელმა გაიგო და პატრულს კი არ გამოუძახა, მესამე სართულის მეზობელს დაურეკა, ციცინოსთან რაღაც ხდება და ჩამოდიო (საჭორაო მასალა ჩაუვარდათ. ყოველთვის წყნარად ვცხოვრობდით და უკვე "საინტერესო "რაღაც ხდებოდა). ისევ ღვთის მადლით, მაინც დააკაკუნა კარზე, ჩვენი ღმუილი ესმოდა, მაგრამ პატრულს მაინც არ გამუძახა. თუმცა ეს დაკაკუნება საკმარისი აღმოჩნდა, დამყაჩაღებლებს შეეშინდათ და გაიქცნენ, ეგონათ პატრული უკვე გამოძახებული იქნებოდა. სცემეს ჩემს თერთმეტი წლის შვილიშვილს, ლამის გაგუდესჩემი შვილი და მე ისე წამაქცია, ხერხემალი დამიზიანდა და დიდხანს ვერ დავდიოდი,. არ ვიცი, რა დამისვა სახეზე, ჩამოსერილი მქონდა. . გამომძიებელმა რომ თქვა, ნაცნობი იქნებოდაო, ძალიან გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ნაცნობი იყო, ჩემმა შვილმა იცნო მეზობლის დაბადების დღეზე ნამყოფი სტუმარი, რომელმაც იცოდა, ახალი ჩამოსულები ვიყავით მოსკოვიდან. გამომძიებელს და შემდეგ მოსამართლეს ვეხვეწე, არ ჩასვათმეთქი, იმდენად შემეცოდა, ისეთი მწვანე იჯდა იმ გალიაში, თან 19 წლის იყო. ვთხოვე, ამისი დანაშაული მარტო ის არის, უკუღმართ პერიოდში რომ დაიბადამეთქი. აუყვანეთ ფსიქოლოგი და პირობითი სასჯელი მიეცითმეთქი. მამამისმა გაიცინა, ჩემს შვილს ფსიქოლოგი რად უნდა, გიჟი კი არ არისო. დაკითხვის შემდეგ რომ თქვა "წავედი სახლშიო", მეგონა მართლა გაუშვეს სახლში. თურმე ბიჭი ციხეზე ამბობდა "სახლიო" და ოცნებობდა ორიოდე წლით ციხეში ჩაჯდომაზე, ქურდობაზე ჰქონდა აქცენტი აღებული. რვა წელი მისცეს. საგამომძიებლოს უფროსმა მითხრა, "სულელი ხართ, ქალბატონო, თქვენ, კიდევ რომ იცავთო" შემეცოდა და ამაში არაფერს ვაჭარბებ, ღმერთმა იცის. ის კი არა, ციხეშიც ვაპირებდი სანახავად მისვლას, ვიდრე ყველა არ გადაირია გარშემო, მეზობლებიდან დაწყებული შვილებით დამთავრებული. სამაგიეროდ, ციხიდან გვირეკავდა და გვემუქრებოდა, რომ გამოვალ, ასე და ასე გიზამთო. მორწმუნე იყო, თავისი მოძღვარი ჰყავდა, ეკლესიაშიც დადიოდა და მარხვასაც იცავდა. ახლა გეკითხებით მე თქვენ, რა უფრო დიდი დანაშაული იყო, ის რომ იმ უბედურ დროს დაბადებული 19 წლის ბიჭი სახლში შემოგვივარდა, ის რომ ჩემი კარის მეზობელი სიამოვნებით უსმენდა როგორ ვღმუოდით პირზეხელებაფარებული, თუ ის, რომ იმ მოძღვარმა არ ასწავლა "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". ახლაც დიდი ტკივილით ვიხსენებ, რა ფერი ედო. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გეუბნებით, რომ თითო დაკარგული ქართველი, თითო დაკარგული საქართველოა და სულ უფრო ვმცირდებით და ვმცირდებით. ახლა,როცა არჩევნებია მომდგარი და გვგონია, საქართველოს ვინმე გადარჩენს და სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, მე თქვენ გეტყვით, რომ ვიდრე ამ ქუჩის ფსიქოლოგიას არ მოსპობს ღმერთი და ეკლესია, სკოლა და ოჯახი, მანამდე ვერანაირ სწორ არჩევანს ვერ გავაკეთებთ. ერთი მშვენიერი ქართული ანდაზაა "ქალი ქებით გათხოვდება, რძალი ვის უნახავს კარგი", ყველა პოლიტიკოსი უამრავ რამეს გვპირდება და საბოლოოდ,სახელმწიფოებრიობაზე არავინ ფიქრობს და არც იფიქრებს, ვიდრე ჩვენ თვითონ არ ვიფიქრებთ. ვიდრე შეგვიძლია ფულის გამო გავაკეთოთ ისეთი საშინელებები, რაც ტელევიზიით ვნახეთ, ვიდრე საკუთარი გამორჩენის გამო შეგვიძლია რომელიმე ლიდერი ავირჩიოთ, ან საკუთარი გამორჩენის გამო "მერე რა, თუ ისევ იქნება სამოქალაქო ომი, მთავარია, ჩვენ გავიმარჯვებთ". ვიძახოთ, არაფერი გვეშველება. და ვინ ჩვენ? "ისინიც" ხომ ჩვენ ვართ ?! ჩემი აზრით, ახლა ისეთი დროა, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მღვდელი და პოლიციელი. პოლიციელმა უნდა დაიჭიროს და ციხეში კი არ უნდა ჩასვას, გადაანაწილოს, ან ფსიქოლოგთან, ან ფსიქიატრთან, ან მღვდელთან, იმის მიხედვით, ვინ რა "ეტაპზეა" სულიერად. ღმერთის რწმენა მარტო რიტუალები არ არის, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი არც იმას გააკეთებს, რისთვისაც ციხეში სხედან და არც იმას, რასაც პატიმრებს უშვრებიან. ვტიროდი, იმ არასრულწლოვანის წამებას რომ ვუყურებდი. იმას ფსიქოლოგი სჭირდებოდა, ნორმალური გარემო, მშვიდი გარემო, რაზედაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ემოციაში ვარ და არ ვიცი, კარგად დავწერე, თუ არა. როცა საქმე ეხება ისევ პოლიტიკას, ისევ ადამიანის დამცირებას, თავს ვერ ვიკავებ.
პატივისცემით: ტენდი
პ.ს. აქვე მინდა გითხრათ, საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა ჩემი სიძე, ჩემი შვილიშვილის მამა. ომიდან კი დაბრუნდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა. ტენდი. 2012-09-21 02:34:04
ეს მეორე კომენტარი:
89. ერთ რამეს მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც კი საქართველოში არეულობა დაიწყება, რუსეთი მაშინვე ჯარს შემოიყვანს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს.
1991 წელს, როცა ზვიად გამსახურდიამ თეთრი დროშები გამოფინა (ასე ამბობდა თვითონ), ციხის კარებები გააღო და პატიმრები გამოუშვა, დღისით, მზისით ბიჭს შეუვარდნენ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოკლეს და ფული გამოიტანეს. რასაკვირველია, მკვლელები მაშინვე აიყვანეს, მაგრამ მაშინ არავინ გამოსულა და პროტესტი არ გამოუხატავს, პირიქით, ყველა თავისთვის იყო შეკეტილი და შეშინებული. ამას გასაღიზიანებლად კი არ ვამბობ, ვამბობ შემთხვევაზე, რომელიც ნამდვილად მოხდა. ყველა ნაბიჯი და ნათქვამი სიტყვა ძალიან კარგად უნდა ავწონოთ. ყველა გამწარებულია იმის შემდეგ, რასაც ვუყურეთ, მაგრამ ამის გამო ერთიმეორეს მტრებად ნუ გავუხდებით, მითუმეტეს, ამით სხვის წისქვილზე ვასხამთ წყალს. მერე გვიანი იქნება. პატივისცემით: ტენდი ტენდი. 2012-09-22 22:54:20

უზომოდ მომეწონა. გიგას(ბლაგვს) და ველურს ვეთანხმები. ასე გემრიელად სწორედ მათი პუბლიცისტური წერილები წავიკითხე თავის დროზე, ეს ნაწარმოები კი მოწონებულთა რიცხვს ღირსეულად შეემატა. მიხარია, რომ დრო არ დავკარგე :)
+5

მადლობთ შეფასებებისთვის და დაფიქსირებული პატივისცემისთვისაც. მიხარია რომ მარტო მე არ ვხედავ იმ "ვერსიას რეალობისა" რომელიც ზემოთ აღვწერე. განსაკუთრებით დასაფასებელია თქვენი კომენტარები რამეთუ დღევანდელ "სტატუსების სამყაროში" წაიკითხო ვრცელი ტექსტი. ეს ავტორისადმი ნდობაც არის, დაკარგული დროც(რომელიც შეიძლებოდა ფუჭი აღმომჩდარიყო) და გაცემული ავანსიც. :-)

"და მოვიძიე შემდეგი რამ: როდესაც საქართველოს ახალგაზრდა მეფე ლიპარიტთან სტუმრად ბრძანდებოდა (ლიპარიტი არ იმყოფებოდა იმ დროს სასახლეში) ‘’იძალადა’’ ლიპარიტის დაზე და ამით ლიპარიტი ‘’დაამცირა’’...გავლენიანმა კლდეკარის ერისთავმა ეს დამცირება მეფეს ვერ აპატია.(აქვე დავამატებ ლიპარიტს თავისი დის ‘’ნამუსი სულ ფეხზე ეკიდა’’ პატივმოყვარეობა აწუხებდა უფრო მეტად) “დაიმარტოხელა” საქართველოს დედოფალი(მეფის დედა) და ის ქმედება ‘’განახორციელა’’ (ლაივში) რაც ჩემს ნახევარ “საფრენდეთს” სურს ‘’განახორციელოს ნომერ 1-ლის დედაზე’’ ვერბალურად. (ეს იყო IX საუკუნის ‘’ურთიერთობა’’ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის) მაშინ კომუნისტები ‘’ჩანასახშიც კი არ არსებობდნენ’’ სექსი კი ყოველთვის ‘’დასჯის მეთოდი იყო აქ“ და არა სიამოვნების." + + + ეს კარგი იყო ძალიან. :) -ჩემთვის გამოვარჩიე, არც სხვებს აწყენთ გაიგონ რატომ იყვნენ ბაღვაშები მეფეთა ოპოზიცია. :)
ახლა კი მოკრძალებით მინდა ვთხოვო ყველა "აქაურს" : წ ა ი კ ი თ ხ ე თ კ ო ლ ე გ ე ბ ო, ამ ბოლო დროს ასეთი კარგი ნამუშევარი მე არ წამიკითხავს ამ საიტზე.
+ 100
ჯალათები არ ისჯებიან ?!
მოძალადეობა ყველა ადამიანში და მისი წახალისება გარშემო მყოფთა მიერ... ვისურვებდი ეს ნაწერი მენახა გაზეთ "რეზონანსში". ავტორო ხომ არ მიუტანდით ლაშა ტუღუშს ? ვფიქრობ დაბეჭდავს აუცილებლად, სხვა ადამიანია ის...
ბრავო ბრავო და ბრავო!!!

მსგავსი თავმოყრა თანაც იმ რეალური პრობლემებისა რომელიც არსებობს ჩვენში არსად წამიკითხია.შეიძლება ზოგ-ზოგიერთს კითხვა დაებადოს,რა საჭიროა იმ პრობლემების აღნუსხვა რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცითო მაგრამ,ეს განსაკუთრებული შემთხვევაა,ავტორს ისე სიღრმისეულად აქვს თითოეული პრობლემის ფსიქოლოგიური ხასიათი დახასიათებული,ფაქტიურად ნათელია გამოსავალი.მადლობა ავტორო რომ ასე შეკარეი ის ყველაფერი რაზეც დუმს სამწუხაროდ უამრავი.და გილოცავ რომ აგრესია არ გამოიწვიე ისე ლაზათიანად შეძელი ამ ყველაფრის აფიშირება,თორმ ხომ იცი ზოგზოგიერთ თემებზე ხმის ამაღლება როგორ ჯილდოვდება ჩვენთნა,ლამის მეშIნია ინკვიზიცია არ აღსდგეს.წარმატებები.++

http://www.youtube.com/watch?v=rH2Ed1LVQrU&feature=related უყურეთ, გაიაზრეთ, დამშვიდით. ყველაფერს ქართველებს ნუ აბრალებთ კიდევ. ჩვენ ერთი ბნელი და პატარა ერი ვართ რომელსაც (მსოფლიოს დასანახად, ლეგალურად) იყოფს ორი ზე სახელმწიფო. ეს ხომ თავისთავად ცუდია, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, სიმართლე იმდენდ აფსრდლად მიგვაჩნია რომ, რწმუნო მათეს ვგავვართ. ჩვენი თვალით ვხედავთ ყველაფერს და შეცნობა კი არ გვინდა.

საინტერესოა ავტორის ხედვა მთელ რიგ აქ მოყვანილ საკითხებზე. რასაც სრულიად ვიზიარებ. საინტერესო თხრობაა, არაერთ განზომილებიანი, შესაძლოა რთულიც ერთი შეხედვით მაგრამ ძალზე საინტერესო. გირჩევთ მის წაკითხვას მიუხედავად იმისა რომ მოცულობით დიდია, მეტად აქტუალურ თმაზეა დაწერილი.