ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2012


ორთქლმავალი

წვეთიც ბოლოჟამს ზეცაში ადის
და ის ბრუნდება (ხანდახან ფიფქად).
ყინვასთან ერთად იზრდება დარდი,
ვგონებ ეს ყინვაც იგივეს გიქადს...

აორთქლებულ ზღვას თავს ესხმის ყინვა,
ქარი ქრის, ღრუბლებს დაღმა აქანებს.
შენ კი სიზმარშიც ისევე გმინავ,
ვით ორთქლმავალი უქშენს ბაქანებს.

ნაპირებს ტოვებ, ორთქლდები ცად და
მიქცევასავით მიიპარები...
შენი აბოჭვა დღეს მზემაც ცადა,
ვით ორთქლმავალმა, სავსემ მგზავრებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები