ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2012


აივნიდან

რა ლამაზი კადრია,-მიდის... მიდის..., თითქოს ვშორდები...,
სცვივა და სცვივა ოქროს ხეებს, ოქროს ფოთლები.
დიდხანს ვუყურებ აივნიდან,  -დარჩა ტოტები,
სახლში ფაცი-ფუცს,-რა გამოლევს-როცა მოვრჩები.
-საით მიდიან მოწყვეტილი დედებს ობლები?...
ვდარდობ, ვდარდობ და...
მეც დიდ ყვითელ სევდად ვგროვდები.
მიწვეული ვარ საპატიო სტუმრად თეატრში
და ეს ადგილიც, დაჯავშნული, ჩემთვის ოდითგან,
ასე, ყოველდღე,- არც მბეზრდება ცის ქვეშ..., ღიაში...,-
სპეკტაკლს ვესწრები გასაოცარს შემოდგომისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები