ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2012


კუბისტური ლექსი

ყველაფერი ჩავსვი ფანჯრის ჩარჩოში,
გავხედე კუბში
და გამოჩნდა, რომ სულ მარტო ვარ...
და მარტო წრეში არ ტრიალებს თურმე სამყარო....

ეს ჩარჩოც კუბისტურად ოთხმაგია:
მინა, ფარდა, დარაბა და თვალის კიდური.....
ხედვის კონტური გადასწრებით პერპენდუმმობილთ
და მოტრიალე დარაბების ქარზე ჭრიალი
მზის დისკოს ცივად გამოხარშავს...გადააფერებს  .....
და კუბში ასჯერ ზე ასული ფესვში დარჩება.
კუბების სრული განწყობილება: სართული სართულს
მისდევს..... და  არსად გადაცდომა სწორი ხაზიდან,
გამომწყვდეული  წრებრუნვების უწყვეტი დევნა,
კუბში აყვანილს, სამჯერ თავზე გადაახტება.

ჰოდა ახლა კი კუბისტურად თავისუფალი
გამოვდივარ კუბიდან,
რათა კვლავ დავიწყო ამ გადარეულ წრეში ტრიალი...
გაჩერების იმედით და კუბისტურ ლექსით.
                                                            მ.დ.  15.10.12.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები