ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იველინა
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2012


სიყვარული ქართულად

ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლე, შენ ჩემი ჩასუნთქვას ჩაყოლილი ნატვრა ხარ და ამოსუნთქვას ამოყოლილი რეალობა. ჩემს წამწამებს ლოდად ეკიდება შენზე დარდის და მონატრების ცრემლი. მინდა მოვიდე და გითხრა რომ ჩვენი პაწია ოდესმე ჩემს სხეულში იცხოვრებს და ჩემში დაიდებს ჩვენი სიცოცხლე ბინას. ხანდახან წარმოვიგდენ მუცელზე როგორ მეფერები და ხელებს როგორ მადებ და ჩვენი პაწიაც ჩემში ცოცხლობს და აყვავევბულ ატმის ხეზე ბედნიერი ვხვდები. მინდა გითხრა რომ შენს სურნელს ვგრძნობ მაშინაც კი როცა შორს ხარ, თითქოს თბილისის ქარს მოაქვს შენი სურნელება, როგორც მშიერს კერძის სურნელება მატყვევებს შენი სურნელი და თბილისის შემოდგომის ქუჩების სურნელება. ჩემი გული ორად გაიყო. ერთი ჩემს ქალაქს დარჩა და ის ვერ წავიღე. მეორე კი მარად შენი იქნება. მაგრამ რა ვქნა რომ არ შემიძლია შენს გარეშე, რა ვქნა რომ ასე ძალიან მიყვარხარ. ერთი გულის ნაწილი სამშობლომ წამართვა, დედამ წამართვა, მამამ წამართვა, ჩემმა დამ წამართვა და ჩემს სხეულში აღარ არის, მეორე კი შენია და ესეც რომ ამომაცალონ ვეღარ ვიცოცხლებ ჩემი სულის სევდავ. შენ ხარ ჩემი ეს ნაწილი. მინდა ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი შენთვის ვიცოცხლო და უშენოდ ღმერთმა ერთი წუთიც ნუ მაცოცხლოს. შენს მკლავებში დავბერდე და შენ გვერდით დავიმარხო სადაც არ უნდა იყო, რა მიწასაც არ უნდა ებარებოდე, სადაც შენ იქნები მეც იქ უნდა მოვკვდე. მინდა გიმღერო ჩვენი ქვეყნის სიმღერები, მინდა გესმოდეს რა აღმაფრენით მიყვარხარ, მინდა გესმოდეს ჩემს სულში რა ცეცხლი ტრიალებს, მინდა მაგრამ არ შემიძლია, არ შემიძლია ქართულად გესაუბრო, როგორ მაკლია ეს ყველაფერი გითხრა, როგორ მაკლია დავიცალო და ქართულად მიყვარდე. მე მაინც ქართველი დავრჩები და ქართულადაც მეყვარები, მაგრამ შენ ვერ გაიგებ ამას. შენ ვერც ამას წაიკითხავ და გაიგებ. არ შემიძლია სხვა რამ გითხრა, გარდა იმისა რომ მიყვარხარ და ერთი-ორი სხვა ფრაზებისა, მაგრამ ვერასოდეს ვთარგმნი ჩემს სიყვარულს. მე მხოლოდ შემიძლია შენი ღია წაბლისფერი თმებით, თაფლისფერი თვალებით დავტკბე და გულში დავმარხო ჩემი ქართული სიყვარული, მაგრამ როცა კი არ უნდა დაგხედო მაინც ქართულად გიმღერს ჩემი სული. შენთვის ვცხოცხლობ და ყოველთვის როცა შენს თვალებს ვხედავ ქართულ მზის ამოსვლას ვხედავ შენს უძირო თვალებში. მალე მოგეხვევი და აი ასე მოხვეული, შენს მკლავებში მინდა დავბერდე მე ერთი ქართველი, საქართველოზე და შენზე მარად და უგზოუკვლოდ შეყვარებული.

პ.ს. ვიცი ბანალურია შეიძლება ცოტა, მაგრამ გულიდან მოდის. ძალიან რთულია გიყვარდეს, როცა შენი ენა არ ესმით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები