ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2012


დუელი

მე და ჭადარი წლების შემდეგ კვლავაც დუელში
ჩამოწოლილა ოქტომბერი ჩვენს სეკუნდანტად,
მიცქერს ამაყი არ გამტყდარი დროის უღელში
მე თავჩახრილი დარცხვენილი დღეს ერთი ათად

ჩემგან მოწვეულს აქ შენ გმართებს სროლა პირველი
ჩავიბუტბუტე მივაჩერდი მე წადარს სახტად,
ეს დუელია წლების შემდეგ დღეს საკვირველი
ხოდა გასროლაც გენდომება შენ პირველს ალბად

დაე გესვრი თქო უპასუხე მე უსინდისოდ,
თან გადავტენე ჩემი შფოთით მე მაუზერი,
არ შერხეულა მილიონი ფოთლიდან ერთიც
შიშველი მკერდი მომაგება და ტყვიას ელის

აი გავარდა დამბაჩიდან პირველი გრძნობა
ჩემი ეჭვები დავახალე პირდაპირ მკერდში,
დაკარგულია სიყვარული, სიკეთე, ნდობა,
მეღარ ვწერ ლექსებს ვეღარ ვხატავ მე ვერც ერტფერში

მგონი დაიჭრა, აშრიალდა ფოთლები მჭვანედ
არ მეცოდება საუკუნის მომსწრეა თითქმის
შენ სიბოროტეს ასი წლისას უყურებ ამჩნევ
ყველა სიძულვილს გულში იკლავ დღეებით ითვლი,

აქ ოქტომბერი ჩაერია საქმეში ახლა
და სროლის ჯერი უკარნახა მკერდ გაჭრილ ჭადარს,
დროთი გატენა მაუზერი ჩუმათვე მწვანემ
და ეპოქები მომაყარა მე ურცხვის სადარს,

ვხედავ ჭადარი მეორე მე ყოფილა თითქოს
თითეულს წუთში წამებს ვითვლიტკივლს ან ტანჯვას,
ცოდვიან სულს და მეწამულ სისხლს თითო დღე ითხოვს
დაუსრულებლად შხამიან ფიქრს ჩვენ თავში ვმარხავთ,

დროის სიავით დახვრეტილი სიკვდილის პირას:
ოქტობრის თერთმეტს წაუღია დამბაჩა ჩემი,
გაბრუებული გადამთრალი მე ჭადრის ძირას
ღუზა ჩაუშვი გავაჩერე მე ფიქრის გემი,

ათწლეულები გაირბენენ ჩირქიან წარსულს,
ლურჯი წვეთები აცეკვდება ფოთოლზე ჭადრის,
გამოვცხადდები მე დამბაჩით არა ვარ ყაბულს
დავღლი ოქტომბერს აწონვებით ცოდვის და მადლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები