ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2008
ეკლესიები
ყოველი მხრიდან გაანათეთ ეკლესიები დიდი და მძლავრი პროჟექტორებით, რომ მტკვარში, როგორც საქართველოს იორდანეში, მთელი თბილისი აირეკლოს ლურჯი მონასტრით, ძველი მეტეხით, ქაშუეთით და ანჩისხატით... ყველა ქართველი აირეკლოს, - სულში მზით და ხელში სანთლებით.