ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2012


ჩემს აფხაზ ძმებს

მე შენთანა ვარ, მეგობარო, შენს ძმად მიგულე,
გახსნილ წყლულებში სიყვარულის სალბუნს ჩაგიფენ,
შენც ხომ შვილი ხარ,  გახლეჩილი საქართველოსი...
ჩვენ მორდუობის ფიცი, ვიცი, ერთად დაგვიდეს.
შენ აფხაზი ხარ, მე-ქართველი, შენი ძუძუმტე,
ჩვენი სამშობლოს ძუძუ ერთად პირში გვდებია,
ორივეს ერთი მშობელი გვყავს,ზღვა სიყვარულის,
ნაპირზე მტრედებს თეთრი ფერი კვლავ შერჩენიათ.
ნატყვიარიდან სისხლის წვეთი ისევ გადმოდის
და სიძულვილის მარცვლით მტრედი კვლავ იკვებება...
შერიგების ხელს იარაღის ჟღარუნი აფრთხობს,
სულს ჭრილობების წარუშლელი კვალი ედება,
მე კი, მორდუის ცხელი გულით ძმობას გთავაზობ,
იმ სიყვარულით, ჩემს გულს კვლავ რომ ვალად ედება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები