_ სამი დღე მთაშია, სამი- ბარში და სამიც- წყალში. ახლა ზუსტად ის დღეებია, ბარში რომაა და ფრთხილად იყავით, ღამით გარეთ მარტო ნუ გახვალთ, ნურც სახელს ახსენებთ მისას და არც იფიქროთ მაგაზე, თვარა უფრო იცის მოძალებაო- მერამდენედ გვაფრთხილებს ვენერა მამიდა. -ნუ დაზაფრე, ვენერა, ბავშვები, თუ არ უნდა ეფიქრათ, რას უყვებოდი საერთოდ? ჭინკა არა, ოჩოპინტრე!- ყასიდად უჯავრდება მამაჩემი. -ნუ გიყვარს, ჯემალა, შენ ყველაფრის მასხრად აგდება!- ბავშვივით ტუქსავს ორმოცდაათ წელს მიტანებულ ნაბოლარა ძმას მამიდა. შუა ნოემბერია. ავად სტვენს ცივი ქარი, ცრის. შეშის ღუმელი კი საამოდ ღუღუნებს, სითბოს და სიმყუდროვეს აფრქვევს. _გრიშაიეს მუნჯი ეთერე ხო გახსოვთ? მაგი სულ მუნჯი კი არ იყო. კაი შეღერებული გოგო ყოფილა, ეს ამბავი რო დამართნია. გაღმა სოფელში სტუმრობდა თურმე დეიდას. სახლში რომ ბრუნდებოდა, შემოღამებია გზაზე. გუბისწყლის ხიდზე რო გადმოსულა, მაშინ გაუგონია პირველად- ეთერაო. უკანმოუხედავად გამოქცეულა. დეიდასგან ყვითელი სიმინდის ფქვილი მოჰქონდა, საფელამუშედ, პატარა ტომსიკით. სირბილში ტომსიკას თავი მოხსნია და იბნეოდა ფქვილი გზაში. -ეთერა, გინდ მიკოტე, გინდ გიკოტებო!- მოსძახოდა თურმე ავსული და ბოროტად ხითხითებდა. გარბოდა ეთერა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. თავისი ეზოს ჭიშკარი რომ შეუღია, სამშვიდობოს დაუგულებია თურმე თავი და უფიქრია, ვნახავ ერთი, როგორია ეს ჭინკაო, შემობრუნებულა, ერთი შემზარავად დაუკივლია და იმის შემდეგ ეთერას ხმა აღარ გაუგია არავის. დილას, მეზობლებს ქუჩაში დაბნეულ ყვითელი ფქვილში უცნაური ნაკვალევიც უნახავთ, არცერთი ცხოველისას არ ჰგავდა თურმე. - კი მარა, მუნჯმა ეთერამ ეგ ამბავი როგორ მოგიყვათ?- ამას ჩემს მეტი ვინ იკითხავდა. -გოგო, ეთერა მუნჯი იყო, ყრუ კი არა, წერაც იცოდა. ვეკითხებოდით ჩვენ და გვიწერდა ის, ან თავს გვიქნევდა. _ „გინდ მიკოტე, გინდ გიკოტე“ რას ნიშნავს? -არ უნდა გამოელაპარაკო ჭინკას, არაფრისდიდებით, მარა ის ცდილობს აგალაპარაკოს და გეძახის და გეძახის ამ სიტყვებს. თუ ვერ მოითმენ და გამოეპასუხები, ან მოგიკოტებს და ვინ იცის, სად წაგათრევს, ან თვითონ მოგეკოტება და ძვლებში დაგამტვრევს მთლად. -მამიდა, შენ გინახავს ჭინკა?- ეკითხება ჩემი ძმა. -კი გადავეყარე ერთხელ მეც. ახლად აქალიშვილებული ვიყავი მაშინ. სოფლის კლუბში „ბაში აჩუკი“ მოიტანეს. შენც ხო გახსოვს ,ჯემა, ის დღე? - რა დამავიწყებს?! რამდენი გეხვეწე, მეც წამიყვანე-თქო. მეორე დღეს, ჩემს კლასში მხოლოდ მე არ მქონდა ნანახი „ბაში აჩუკი.“- უმალ გაახსენდა ძველი წყენა მამას. -ნოემბერში ისედაც ადრე ღამდება, ფილმის ჩვენებაც დიდხანს გაგრძელდა და თითქმის შუაღამე იყო, სახლში რომ ვბრუნდებოდით. მხიარულად მოვბაასობდით უბნის ახალგაზრდები და არაფრად ვაგდებდით უმთვარო ღამეს, არც ტანში გამჯდარ ზამთრისპირის სუსხს და არც ტალახიან, ოღრო-ჩოღრო გზას. წისქვილამდე მოვედით ასე ჟრიამულით, მერე მე ჩვენს ქუჩაზე გადმოვუხვიე და მარტო გამოვუყევი სახლამდე დარჩენილ ორასიოდე მეტრს . დათიის ეზოს რომ გავუსწორდი, ნაბიჯების ხმა მომესმა უკნიდან და ამ დროს დამიძახა კიდეც- ვენერაო. იმწუთშივე მივხვდი, ჭინკა რო იქნებოდა. ჭინკები ჭინკობისთვეში დაბადებულებს მისდევენ უფრო და მეც ნოემბრის არ ვარ? ავუჩქარე ნაბიჯს, იმანაც აუჩქარა, გამოვიქეცი-გამოიქცა და მეძახდა - ვენერა, მომიცადე, გინდ მიკოტე, გინდ გიკოტებო. ამასობაში ჩვენი ეზოც გამოჩნდა, გადარეულივით შევვარდი სახლში. ასე გადავურჩი ჭინკას. - დაასრულა თხრობა ვენერამ და ჩვენც ამოვისუნთქეთ. -ისე, მთლად ჯემალის ხმა კი ჰქონდა იმ შეჩვენებულსო- თითქოს ხმამაღლა ამოიფიქრა მამიდამ. უცებ გავხედე მამას - ჭინკასავით ეღიმებოდა ულვაშებში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
66. ჯონათან, ბავშვობა გამახსენე. ჩემი უსაყვარლესი ლუბა ბებოც ზუსტად მაგ ისტორიას მიყვებოდა ჭინკებზე. აი, ზუსტად ეგრე...თან დაამატებდა: ჭინკებს ზღმარტლი უყვართო. სახლის უკან დიდი ზღმრტლის ხე გვედგა და როცა მწიფობას დაიწყებდა, შებინდბულზე იქეთკენ გახედვისაც კი მეშინოდა. ჯონათან, ბავშვობა გამახსენე. ჩემი უსაყვარლესი ლუბა ბებოც ზუსტად მაგ ისტორიას მიყვებოდა ჭინკებზე. აი, ზუსტად ეგრე...თან დაამატებდა: ჭინკებს ზღმარტლი უყვართო. სახლის უკან დიდი ზღმრტლის ხე გვედგა და როცა მწიფობას დაიწყებდა, შებინდბულზე იქეთკენ გახედვისაც კი მეშინოდა.
65. მიყვარს ჭინკებზე ამბები და ჭინკა ხალხიც :) ჩვენსკენ ალი და ქაჯი იცოდნენ. მე ქაჯოს მეძახდნენ :) საინტერესო ამბებია ამ გვერდზე. :) მიყვარს ჭინკებზე ამბები და ჭინკა ხალხიც :) ჩვენსკენ ალი და ქაჯი იცოდნენ. მე ქაჯოს მეძახდნენ :) საინტერესო ამბებია ამ გვერდზე. :)
64. რა ცუდია, აქამდე რომ არ გიცნობდი)) წეღან გადავხედე შენს ნაწარმოებებს და მაშინვე მივეჯაჭვე. მიყვარს უბრალოება, ყოჩაღ! ნელ-ნელა წავიკითხავ ყველას. წარმატებები! რა ცუდია, აქამდე რომ არ გიცნობდი)) წეღან გადავხედე შენს ნაწარმოებებს და მაშინვე მივეჯაჭვე. მიყვარს უბრალოება, ყოჩაღ! ნელ-ნელა წავიკითხავ ყველას. წარმატებები!
63. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ფანტაზიის ნაყოფი იყო წლწბის მერე, როცა ჩემი შვილი ბუნების გაკვეთის ხმამაღლა კითხვით სწავლობდა, გავიგონე, რომ ყვავებს შეუძლიათ მიბაძონ ყველა სულიერის ხმას, შეუძლიათ ბრბოს ხმაც კი გამოსცეს(ერთ ყვავს). მაშინ გამახსენდა ბავშვობის ჭინკური ისტორიები. ჩემს ეზოს ხშირად სტუმრობს კაჭკაჭი(ყვავის ბიძაშვილი) , რომელიც, ხანდახან გამოსცემს კატის კნავილის მაგავს ხმას. ესეც ჩვენი ჭინკები :) მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ფანტაზიის ნაყოფი იყო წლწბის მერე, როცა ჩემი შვილი ბუნების გაკვეთის ხმამაღლა კითხვით სწავლობდა, გავიგონე, რომ ყვავებს შეუძლიათ მიბაძონ ყველა სულიერის ხმას, შეუძლიათ ბრბოს ხმაც კი გამოსცეს(ერთ ყვავს). მაშინ გამახსენდა ბავშვობის ჭინკური ისტორიები. ჩემს ეზოს ხშირად სტუმრობს კაჭკაჭი(ყვავის ბიძაშვილი) , რომელიც, ხანდახან გამოსცემს კატის კნავილის მაგავს ხმას. ესეც ჩვენი ჭინკები :)
62. საიტზე ყვავების შესახებ მსჯელობამ ერთი ისტორია გამახსენა და სად უნდა გაგიზიაროთ ეს, თუ არა ამ, ლამაზი ჭინკური ისტორიის გასწვრივ: ბავშვობისას უფროსები გვიყვებოდნენ, რომ ადრე ღელეების ახლოს ჭინკები ბინადრობდნენ. ერთი ყვებოდა, თელესღან ჩასულს როგორ ეძახდა ვიღაც, უჩინარი იდუმალი ხმით"თამაზი, თამაზიი". მან იცოდა, რომ უკან თუ გაეპასუხებოა ჭკუიდან გადავიდოდა და უკანმოუხედავად გაქცეულა სახლში. საიტზე ყვავების შესახებ მსჯელობამ ერთი ისტორია გამახსენა და სად უნდა გაგიზიაროთ ეს, თუ არა ამ, ლამაზი ჭინკური ისტორიის გასწვრივ: ბავშვობისას უფროსები გვიყვებოდნენ, რომ ადრე ღელეების ახლოს ჭინკები ბინადრობდნენ. ერთი ყვებოდა, თელესღან ჩასულს როგორ ეძახდა ვიღაც, უჩინარი იდუმალი ხმით"თამაზი, თამაზიი". მან იცოდა, რომ უკან თუ გაეპასუხებოა ჭკუიდან გადავიდოდა და უკანმოუხედავად გაქცეულა სახლში.
61. ეეე, რა მაგარი რამეა, ჯონათან ^^ შემიყვარდა <3 ეეე, რა მაგარი რამეა, ჯონათან ^^ შემიყვარდა <3
60. ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან! ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან!
59. ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან! ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან!
58. ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან! ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან!
57. ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან! ზოგადად მიყვარს ეგ თემა, მშვენივრადაა დაწერილი. მომეწონა ძალიან!
56. გიკოტებ :D პირველად გავიგე! კარგია, რა თქმა უნდა. გიკოტებ :D პირველად გავიგე! კარგია, რა თქმა უნდა.
55. კარგი გურული ამბავია, ნამდვილად გურულითვე ნაამბობი. კარგი გურული ამბავია, ნამდვილად გურულითვე ნაამბობი.
54. :) ძანმაგარია 5 :) ძანმაგარია 5
53. ამაღამდელი გეგმაც შევასრულე :) წავალ ახლა დავწვები და ან მიკოტებს ან ვიკოტებ ))) ამაღამდელი გეგმაც შევასრულე :) წავალ ახლა დავწვები და ან მიკოტებს ან ვიკოტებ )))
52. ამ გვერდძზე ყველაფერი წავიკითხე ადრე..დღესაც.. მაგრამ არის ნაწარმოები რომელიც სულ მახსოვს.. სხვები ამაზე ბევრად ძლიერებია მაგრამ მაინც ჭინკა :)) ამ გვერდძზე ყველაფერი წავიკითხე ადრე..დღესაც.. მაგრამ არის ნაწარმოები რომელიც სულ მახსოვს.. სხვები ამაზე ბევრად ძლიერებია მაგრამ მაინც ჭინკა :))
51. რა ტკბილი წასაკითხია <3 რა ტკბილი წასაკითხია <3
50. ,,შუა ნოემბერია. ავად სტვენს ცივი ქარი, ცრის. შეშის ღუმელი კი საამოდ ღუღუნებს, სითბოს და სიმყუდროვეს აფრქვევს." - მომინდა უცებ მაგ სიმყუდროვეში :/ ,,შუა ნოემბერია. ავად სტვენს ცივი ქარი, ცრის. შეშის ღუმელი კი საამოდ ღუღუნებს, სითბოს და სიმყუდროვეს აფრქვევს." - მომინდა უცებ მაგ სიმყუდროვეში :/
49. ჯონათან, შემოგესიე და წაგიკითხე, კომენტარების წერის დრო მაქვს ახლა :)) ჯონათან, შემოგესიე და წაგიკითხე, კომენტარების წერის დრო მაქვს ახლა :))
48. !!!!! კარგია!!! ("აქალიშვილებული" ეს ოკაზიონალიზმიც მომეწონა, პირველად გავიგე)
!!!!! კარგია!!! ("აქალიშვილებული" ეს ოკაზიონალიზმიც მომეწონა, პირველად გავიგე)
47. ძალიან მომეწონა გენაცვალე<3 სასიამოვნო წასაკითხია. წარმატებები ავტორს ჩემგან დიდი სიყვარულით.<3 ძალიან მომეწონა გენაცვალე<3 სასიამოვნო წასაკითხია. წარმატებები ავტორს ჩემგან დიდი სიყვარულით.<3
46. სასიამოვნო საკითხავია. უბრალო და მარტივი))+ სასიამოვნო საკითხავია. უბრალო და მარტივი))+
45. ბავშვივით მჯერა, რომ არსებობს! :) ჩემი აზრით, ისინი აქ დარჩენილი მოხეტიალე სულები არიან! ძალიან საყვარელი და თბილია! 5. ეჭვი მაქვს გურულ მამიდასთან და ჭინკასთან გვაქვს საქმე! :)) ბავშვივით მჯერა, რომ არსებობს! :) ჩემი აზრით, ისინი აქ დარჩენილი მოხეტიალე სულები არიან! ძალიან საყვარელი და თბილია! 5. ეჭვი მაქვს გურულ მამიდასთან და ჭინკასთან გვაქვს საქმე! :))
44. ძალიან მომეწონა ძამიკო!+5 ძალიან მომეწონა ძამიკო!+5
43. ძალიან კარგია.. :) ძალიან კარგია.. :)
42. კარგი იყო!!! ჩემი მოწონება!!! გაიხარე შენა!!! კარგი იყო!!! ჩემი მოწონება!!! გაიხარე შენა!!!
41. თქვენც შეუწუხებიხართ ჭინკების თემას, ჩემსავით. :))) ძალიან მომეწონა! თქვენც შეუწუხებიხართ ჭინკების თემას, ჩემსავით. :))) ძალიან მომეწონა!
40. +++ 5 და პატივისცემა... +++ 5 და პატივისცემა...
39. კარგი ნოველა, მსუბუქი და ლაღი იუმორით, კარგად გაცოცხლებული კოლორიტით, თხრობის ძალადაუტანებელი მანერით და სასიამოვნოდ წასაკითხი! მიყვარს თოლიას "ბუხრისპირა ამბები", კარგად ყვება და იმიტომ... 555 კარგი ნოველა, მსუბუქი და ლაღი იუმორით, კარგად გაცოცხლებული კოლორიტით, თხრობის ძალადაუტანებელი მანერით და სასიამოვნოდ წასაკითხი! მიყვარს თოლიას "ბუხრისპირა ამბები", კარგად ყვება და იმიტომ... 555
38. ვკითხულობდი და სიამოვნებისგან ვტკბებოდი,კარგა ხანაი კარგი პროზა მაკლდა(და ზოგადათ ქართული პროზის საქმე უკან უკან მიდის) მაგრამ ესეთ ავტორს რო გადავაწყდები უხარია გულს ... ჩემთვის უცნობო ავტორო გადავავლე მე შენს ნაწარმოებებს თვალი და მინდა გითხრა რო შემდგარი პროზაიკოსი ხარ...
მადლობა ამ სიამოვნებისთვის პატივისცემით ვკითხულობდი და სიამოვნებისგან ვტკბებოდი,კარგა ხანაი კარგი პროზა მაკლდა(და ზოგადათ ქართული პროზის საქმე უკან უკან მიდის) მაგრამ ესეთ ავტორს რო გადავაწყდები უხარია გულს ... ჩემთვის უცნობო ავტორო გადავავლე მე შენს ნაწარმოებებს თვალი და მინდა გითხრა რო შემდგარი პროზაიკოსი ხარ...
მადლობა ამ სიამოვნებისთვის პატივისცემით
37. გილოცავ შობა-ახალ წელს! სიხარულს სიკეტეს და ბედნიერებას გისურვებ! გილოცავ შობა-ახალ წელს! სიხარულს სიკეტეს და ბედნიერებას გისურვებ!
36. ისე, კაი უნამუსო ვარ...:)) დღეში სამ-ოთხჯერ შევდივარ ფორუმზე (სამეზობლოში) და აქეთ ერთხელაც არ შემოვიხედავ ხოლმე. არადა, აბა უყურე, თოლიას რა კარგი რამე დაუდევს.
მართლა ძალიან კარგია. ამ თემაზე იმდენი სისულელე იწერება, სწორედ სულელური მიდგომით, რომ ყველას ავტორი ვენერა მამიდა მგონია. ჰოდა, ვიღაცას კი უნდა დაეწერა თავად ვენერაზე:)) სრულიად ზომიერი იუმორი, სავსებით მორგებული ფორმატი და გადასარევად დანახულ-მოტანილი კოლორიტული მიკრო-სამყარო.:)
გაიხარე, ჩემო ჭინკა:) ისე, კაი უნამუსო ვარ...:)) დღეში სამ-ოთხჯერ შევდივარ ფორუმზე (სამეზობლოში) და აქეთ ერთხელაც არ შემოვიხედავ ხოლმე. არადა, აბა უყურე, თოლიას რა კარგი რამე დაუდევს.
მართლა ძალიან კარგია. ამ თემაზე იმდენი სისულელე იწერება, სწორედ სულელური მიდგომით, რომ ყველას ავტორი ვენერა მამიდა მგონია. ჰოდა, ვიღაცას კი უნდა დაეწერა თავად ვენერაზე:)) სრულიად ზომიერი იუმორი, სავსებით მორგებული ფორმატი და გადასარევად დანახულ-მოტანილი კოლორიტული მიკრო-სამყარო.:)
გაიხარე, ჩემო ჭინკა:)
32. ამ ზაფხულს სოფელში რო ვიყავი, ჭინკებზე ჭორები დადიოდა, ზოგი იძახდა მინახიაო.. (ჰერკულესის აღმზრდელ თხას რა ქვია დამავიწყდა) აი მაგას ადარებდნენ... იმასაც მეუბნებოდნენ, რო ნახავ არ შეგეშინდეს, საჭმელი გამოუატანე და არაფერი მოიმოქმედო მის წინააღმდეგო... მე ნაკლებად მჯერა, მაგრამ მაგრად შემაშინეს.. :D:D თქვენ წარმოიდგინეთ და ჭინკებზე გადაცემაც კი გავიდა თუ არ ვცდები 100°c-ში... ხანში შესული მამაკაცი გვესტუმრა და ამბის მოყოლა დაიწყო... თურმე დილაუთენია ჭინკა შესულა მეზობლის სახლში (სამზარეულოში), გამოუტანია რაც რამ საჭმელი უნახია და მიირთმევდა, ეს უნახია მასპინძელ დიასახლისს და გული წაუვიდა, ცოტა ხნის მერე უნახიათ უგონო მდგომარეობაში, მოასულიერეს და შეშინებული იყო საწყალი ქალი, ვერ ლაპარაკობდა.. სამზარეულოში კი ყველაფერი დავდაყირა იყო...
ამ ზაფხულს სოფელში რო ვიყავი, ჭინკებზე ჭორები დადიოდა, ზოგი იძახდა მინახიაო.. (ჰერკულესის აღმზრდელ თხას რა ქვია დამავიწყდა) აი მაგას ადარებდნენ... იმასაც მეუბნებოდნენ, რო ნახავ არ შეგეშინდეს, საჭმელი გამოუატანე და არაფერი მოიმოქმედო მის წინააღმდეგო... მე ნაკლებად მჯერა, მაგრამ მაგრად შემაშინეს.. :D:D თქვენ წარმოიდგინეთ და ჭინკებზე გადაცემაც კი გავიდა თუ არ ვცდები 100°c-ში... ხანში შესული მამაკაცი გვესტუმრა და ამბის მოყოლა დაიწყო... თურმე დილაუთენია ჭინკა შესულა მეზობლის სახლში (სამზარეულოში), გამოუტანია რაც რამ საჭმელი უნახია და მიირთმევდა, ეს უნახია მასპინძელ დიასახლისს და გული წაუვიდა, ცოტა ხნის მერე უნახიათ უგონო მდგომარეობაში, მოასულიერეს და შეშინებული იყო საწყალი ქალი, ვერ ლაპარაკობდა.. სამზარეულოში კი ყველაფერი დავდაყირა იყო...
31. კარგი იყო :))) სოფელში მეც მაშინებდნენ ხოლმე ჭინკებით, ბავშვობაში. კარგი იყო :))) სოფელში მეც მაშინებდნენ ხოლმე ჭინკებით, ბავშვობაში.
30. უპრეტენზიო ლაღი, შეკრული ტექსტია. ქართული კლასიკური ლიტერატურის მემკვიდრეობითი ხაზის უწყვეტელობაც იგრძნობა. უცბად მახსენდება ო.იოსელიანი და ნ.დუმბადზე. მაგრამ ერთ უმნიშვნელო შენიშვნას მაინც გამოვთქვავ სათაურის შესახებ: როცა მსგავსი სათაური უკვე გამოყენებულია ქართულ მწერლობაში, უმჯობესია თავი შეიკავო გამეორებესაგან. თუ ყურადღება მიაქციეთ იგივე შენიშვნა გამოითქვა ვახეშტი კოტეტიშვილის მიმართ, როცა თავის მშვენიერ ბოლო ნაწარმოებს ვაჟა-ფშაველას მიერ უკვე გამოყენებული სათაური "ჩემი წუთისოფელი" უწოდა, მაგრამ ეს ისე, სხვათაშორის. მოთხრობა კლასიკური ნოველისათვის სავალდებულო ყველა პარამეტრში თავსდება. უპრეტენზიო ლაღი, შეკრული ტექსტია. ქართული კლასიკური ლიტერატურის მემკვიდრეობითი ხაზის უწყვეტელობაც იგრძნობა. უცბად მახსენდება ო.იოსელიანი და ნ.დუმბადზე. მაგრამ ერთ უმნიშვნელო შენიშვნას მაინც გამოვთქვავ სათაურის შესახებ: როცა მსგავსი სათაური უკვე გამოყენებულია ქართულ მწერლობაში, უმჯობესია თავი შეიკავო გამეორებესაგან. თუ ყურადღება მიაქციეთ იგივე შენიშვნა გამოითქვა ვახეშტი კოტეტიშვილის მიმართ, როცა თავის მშვენიერ ბოლო ნაწარმოებს ვაჟა-ფშაველას მიერ უკვე გამოყენებული სათაური "ჩემი წუთისოფელი" უწოდა, მაგრამ ეს ისე, სხვათაშორის. მოთხრობა კლასიკური ნოველისათვის სავალდებულო ყველა პარამეტრში თავსდება.
29. ახლა კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა ჭინკებზე: წლების წინ ჩემმა ძმამ და ბიძამ (არ ვიცი რატომ) რაღაც ისტორია გამოიგონეს ჭინკებზე, თითქოს, ბიძაჩემს დაეჭიროს და სახლში ჰყოლოდეს დამწყვდეული. ყველაზე სახალისო ის იყო, რომ ამ ამბავს ბავშვებს კი არა, დიდებს უყვებოდნენ და არწმუნებდნენ კიდეც უმეტესობას... კუდი და ფრჩხილები დავაჭერი და ძალა დაეკარგათო - ამტკიცებდა ბიძა - კარგა ხანს გალიაში მყავდა, მერე კი შევიჩვიე და ახლა სახლში მემსახურებიან, წყალი მოაქვთ ჭიდან, შეშას ჩეხავენ და ა.შ.-ო :) ერთხელაც ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე მოტყუებულმა, მეგობრებთან ერთად, სახლში მიაკითხა, მაჩვენე ჭინკებიო :)))
ახლა კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა ჭინკებზე: წლების წინ ჩემმა ძმამ და ბიძამ (არ ვიცი რატომ) რაღაც ისტორია გამოიგონეს ჭინკებზე, თითქოს, ბიძაჩემს დაეჭიროს და სახლში ჰყოლოდეს დამწყვდეული. ყველაზე სახალისო ის იყო, რომ ამ ამბავს ბავშვებს კი არა, დიდებს უყვებოდნენ და არწმუნებდნენ კიდეც უმეტესობას... კუდი და ფრჩხილები დავაჭერი და ძალა დაეკარგათო - ამტკიცებდა ბიძა - კარგა ხანს გალიაში მყავდა, მერე კი შევიჩვიე და ახლა სახლში მემსახურებიან, წყალი მოაქვთ ჭიდან, შეშას ჩეხავენ და ა.შ.-ო :) ერთხელაც ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე მოტყუებულმა, მეგობრებთან ერთად, სახლში მიაკითხა, მაჩვენე ჭინკებიო :)))
28. აუუუ, რა კარგი რამაა! რა ხანია არაფერი წამიკითხავს აქ და ამხელა პაუზის შემდეგ პირველივე ასეთი კარგიიიიიი... დედიკო გვიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში ჭინკებზე. ხვალ უნდა მოვაყოლო საღამოს... თან ნოემბერია - ჭინკობისთვე :) ძალიან ვიყავი ამ საკითხით დაინტერესებული ბავშვობაში... და კიდევ ერთი ძალიან, ძალიან საყვარელი ადამიანი მეძახდა ჭინკას... მოკლედ, რამდენი რამ მომაგონე, ჯონათან... მადლობა.
+5 აუუუ, რა კარგი რამაა! რა ხანია არაფერი წამიკითხავს აქ და ამხელა პაუზის შემდეგ პირველივე ასეთი კარგიიიიიი... დედიკო გვიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში ჭინკებზე. ხვალ უნდა მოვაყოლო საღამოს... თან ნოემბერია - ჭინკობისთვე :) ძალიან ვიყავი ამ საკითხით დაინტერესებული ბავშვობაში... და კიდევ ერთი ძალიან, ძალიან საყვარელი ადამიანი მეძახდა ჭინკას... მოკლედ, რამდენი რამ მომაგონე, ჯონათან... მადლობა.
+5
27. თოლი, რა კარგი რამე დაგიწერია :************* თოლი, რა კარგი რამე დაგიწერია :*************
26. მეც აქ უნდა დავწერო! თავფურცელი, პოეზიაში, ასეთი კარგი და ობიექტური არასდროს მგონებია და არასდროს მინახავს მე აქ! რაც შეეხება პროზას - ლიტერატურულ საიტზე რომ ამ "ჭინკაზე" უკეთესი პროზა არ დაიწერება და არ დაიდება, ცუდადაა საქმე... და კიდევ უფრო მეტად ცუდადაა, თუ დაიწერა და ვერ შევამჩნიეთ! ეს კი, აზგოსი არ იყოს, ბუხართან მოყოლილი ამბავი იყო, მხოლდდამხოლოდ. ვინც წაიკითხეთ, დრო დაუთმეთ და შეაფასეთ, იმათთვის მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ... მეც აქ უნდა დავწერო! თავფურცელი, პოეზიაში, ასეთი კარგი და ობიექტური არასდროს მგონებია და არასდროს მინახავს მე აქ! რაც შეეხება პროზას - ლიტერატურულ საიტზე რომ ამ "ჭინკაზე" უკეთესი პროზა არ დაიწერება და არ დაიდება, ცუდადაა საქმე... და კიდევ უფრო მეტად ცუდადაა, თუ დაიწერა და ვერ შევამჩნიეთ! ეს კი, აზგოსი არ იყოს, ბუხართან მოყოლილი ამბავი იყო, მხოლდდამხოლოდ. ვინც წაიკითხეთ, დრო დაუთმეთ და შეაფასეთ, იმათთვის მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ...
25. " კი მარა, მუნჯმა ეთერამ ეგ ამბავი როგორ მოგიყვათ?- ამას ჩემს მეტი ვინ იკითხავდა." –მართლაც ვინ მოყვებოდა ამ ამბავს შენს მეტი ასე რაკრაკით და ღიმილიანი დასასრულით. " კი მარა, მუნჯმა ეთერამ ეგ ამბავი როგორ მოგიყვათ?- ამას ჩემს მეტი ვინ იკითხავდა." –მართლაც ვინ მოყვებოდა ამ ამბავს შენს მეტი ასე რაკრაკით და ღიმილიანი დასასრულით.
23. აუ აუ :X გამახსენდა ასეთ კითხვებს მეც რომ ვსვამდი და პასუხის მიღების შემდეგ მთელი ღამე მთვრაეს ვდარაჯობდი :D აუ აუ :X გამახსენდა ასეთ კითხვებს მეც რომ ვსვამდი და პასუხის მიღების შემდეგ მთელი ღამე მთვრაეს ვდარაჯობდი :D
22. კარგია... ბავშვობაში დავბრუნდი თითქოს... კარგია... ბავშვობაში დავბრუნდი თითქოს...
21. :) "გიკოტე-მიკოტე" ჭინკურ-იმერულ დიალექტში ნიშნავს "ზურგზე მოგდებას" :) :) "გიკოტე-მიკოტე" ჭინკურ-იმერულ დიალექტში ნიშნავს "ზურგზე მოგდებას" :)
20. რა სახალისო ისტორიაა. ჭინკების შესახებ მეც გამიგონია ბავშვობაში. გიკოტე - მიკოტე რას ნიშნავს, ჭინკური, გაუგებარი მნიშვნელობის სიტყვებია თუ იმერულ დიალექტშია ასეთი სიტყვები? რა სახალისო ისტორიაა. ჭინკების შესახებ მეც გამიგონია ბავშვობაში. გიკოტე - მიკოტე რას ნიშნავს, ჭინკური, გაუგებარი მნიშვნელობის სიტყვებია თუ იმერულ დიალექტშია ასეთი სიტყვები?
19. ჭინკებზე ნამდვილად მომისმენია მსგავსი ისტორიები+++ ჭინკებზე ნამდვილად მომისმენია მსგავსი ისტორიები+++
18. რა ამბები დაუტრიალებია აქ ამ ჭინკას:) მადლობა! რა ამბები დაუტრიალებია აქ ამ ჭინკას:) მადლობა!
17. რა სასიამოვნო ნაწერია,ავტორივით:-* მეც ბავშვობაში დამაბრუნა,გაიხარე!:-* რა სასიამოვნო ნაწერია,ავტორივით:-* მეც ბავშვობაში დამაბრუნა,გაიხარე!:-*
16. მესიამოვნა, ძალიან თბილია ++ მესიამოვნა, ძალიან თბილია ++
15. მომეწონა ! მომეწონა !
14. რამდენი კარგი მოგონება გამიცოცხლა ბავშვობიდან... ვინც პერანგიანი იბადებაო იმათ ვერას აკლებსო ჭინკა... რამდენი ისტორია.... ძალიან ვისიამოვნე, მადლობა რამდენი კარგი მოგონება გამიცოცხლა ბავშვობიდან... ვინც პერანგიანი იბადებაო იმათ ვერას აკლებსო ჭინკა... რამდენი ისტორია.... ძალიან ვისიამოვნე, მადლობა
13. ქართული მითოსის საინტერესო და ძალიან სახალისო გაცოცხლება! ქართული მითოსის საინტერესო და ძალიან სახალისო გაცოცხლება!
12. "ჭინკები ჭინკობისთვეში დაბადებულებს მისდევენ უფრო და მეც ნოემბრის არ ვარ?" თბილი იყო, როგორც ღადღადა ბუხარი სოფლის ცივ და თოვლიან ღამეში. :) შიშიანი იყო, როგორ ბავშვის გადიდებული თვალები- როცა ეუბნებიან თუ მშიშარა არ ხარ ღამეში გარეთ გადიო. გემრიელი იყო როგორ თხილის ნეკნებიანი და ფელამუშში გავლებული საშობოდ გამოგზავნილი ბებოს ჩურჩხელები.
როცა ვეკითხებოდი ბებოს მე როდის მექნება შენსავით ჭაღარა კულულები - თქო, ჭინკა რომ დაგაჯდება თავზე მაშინო - მეუბნებოდა.
ნაწერს ალალი და უსაყვედურო 5. ვგიჟდები თოლია ჯონათანის "ამბებზე". "ჭინკები ჭინკობისთვეში დაბადებულებს მისდევენ უფრო და მეც ნოემბრის არ ვარ?" თბილი იყო, როგორც ღადღადა ბუხარი სოფლის ცივ და თოვლიან ღამეში. :) შიშიანი იყო, როგორ ბავშვის გადიდებული თვალები- როცა ეუბნებიან თუ მშიშარა არ ხარ ღამეში გარეთ გადიო. გემრიელი იყო როგორ თხილის ნეკნებიანი და ფელამუშში გავლებული საშობოდ გამოგზავნილი ბებოს ჩურჩხელები.
როცა ვეკითხებოდი ბებოს მე როდის მექნება შენსავით ჭაღარა კულულები - თქო, ჭინკა რომ დაგაჯდება თავზე მაშინო - მეუბნებოდა.
ნაწერს ალალი და უსაყვედურო 5. ვგიჟდები თოლია ჯონათანის "ამბებზე".
11. რა კარგად წერს ეს ჩემი მეგობარი და როგორ არ სჯერა :)) :-*
რა კარგად წერს ეს ჩემი მეგობარი და როგორ არ სჯერა :)) :-*
10. დიდი მადლობა, ყველას! აზგო, კი არ ჰგავდა, სწორედაც რომ ბუხართან მოყოლილი ამბავი იყო. jaden- თებჟორიკები ჩემი საყვარელი სიტყვა გახდა უცებ:) არმენ, გეყოლება კაცო შენც ბოვშები:) ანემონე, კარგად არ მახსოვდა ეგ სიტყვა და ახლა მგონია, რომ "მიკოტე -გიკოტე"-ს ამბობდა ვენერაც, ჰოდა, ჩავასწორებ:) პ.ს. :- ისე, ახლაა მგონი სწორედ ის დღეები და ნუ ახსენებთ მაინც ჭინკებს:)) დიდი მადლობა, ყველას! აზგო, კი არ ჰგავდა, სწორედაც რომ ბუხართან მოყოლილი ამბავი იყო. jaden- თებჟორიკები ჩემი საყვარელი სიტყვა გახდა უცებ:) არმენ, გეყოლება კაცო შენც ბოვშები:) ანემონე, კარგად არ მახსოვდა ეგ სიტყვა და ახლა მგონია, რომ "მიკოტე -გიკოტე"-ს ამბობდა ვენერაც, ჰოდა, ჩავასწორებ:) პ.ს. :- ისე, ახლაა მგონი სწორედ ის დღეები და ნუ ახსენებთ მაინც ჭინკებს:))
9. აჰააჰააააჰ, ფინალმა ისე გამახალისა :))))
რა საყვარელი ნაწერია! აჰააჰააააჰ, ფინალმა ისე გამახალისა :))))
რა საყვარელი ნაწერია!
8. თებჟორიკები :დ:დ რა ყველაფრის გართულება გიყვართ მაგ თუშებს :დდდდდ დამიტირე რა,თუშურად, ვიდრე თებჟორიკები მიკოტებენ :დდდ
დატირება თუშურად,ისევე ამაზრზენად ლამაზია, როგორც მეგრული ნანა :)
თებჟორიკები :დ:დ რა ყველაფრის გართულება გიყვართ მაგ თუშებს :დდდდდ დამიტირე რა,თუშურად, ვიდრე თებჟორიკები მიკოტებენ :დდდ
დატირება თუშურად,ისევე ამაზრზენად ლამაზია, როგორც მეგრული ნანა :)
7. ვაიმეეეეეეეეეეე,ჭინკებზე ეგ ისტორია ჩემ ბავშვობას უკავშირდება და როგორ გმიხარდა ამის წაკითხვა :) მიკოტე-გიკოტებ- მე ასე მიყვებოდა, ჩემი იმერელი ბებო ოღონდ :))
და როცა შეგვამჩნია მე და ჩემ ძმას,ძილი და ღამის მოსვლის პერსპექტივა აღარ გვხიბლავდა,ახალი ლეგენდით ჩანაცვლა- როგორ გადაარჩინა ჭინკამ,მეძუძური დედა და ჩვილი :))
გაიხარეეე:) ვაიმეეეეეეეეეეე,ჭინკებზე ეგ ისტორია ჩემ ბავშვობას უკავშირდება და როგორ გმიხარდა ამის წაკითხვა :) მიკოტე-გიკოტებ- მე ასე მიყვებოდა, ჩემი იმერელი ბებო ოღონდ :))
და როცა შეგვამჩნია მე და ჩემ ძმას,ძილი და ღამის მოსვლის პერსპექტივა აღარ გვხიბლავდა,ახალი ლეგენდით ჩანაცვლა- როგორ გადაარჩინა ჭინკამ,მეძუძური დედა და ჩვილი :))
გაიხარეეე:)
6. ყველაზე კეთილი და საყვარელი ავტორი საიტზე! ბოვში მაინც მყოლოდა, წავუკითხავდი და ერთად ვიხუსხუსებდით! :) რა კარგია, როცა იდეალურ ნაწერს კითხულობ და ისვენებ! 100+ ყველაზე კეთილი და საყვარელი ავტორი საიტზე! ბოვში მაინც მყოლოდა, წავუკითხავდი და ერთად ვიხუსხუსებდით! :) რა კარგია, როცა იდეალურ ნაწერს კითხულობ და ისვენებ! 100+
5. დამბურძგლა ...:-* კიდევ კარგი , ფინალში.. -" ჭინკასავით ეღიმებოდა ულვაშებში." თორემ ეთერასავით დამუნჯება არ ამცდებოდა...:)) ისე წერს ეს ჩვენი თოლია...:-* 5 დამბურძგლა ...:-* კიდევ კარგი , ფინალში.. -" ჭინკასავით ეღიმებოდა ულვაშებში." თორემ ეთერასავით დამუნჯება არ ამცდებოდა...:)) ისე წერს ეს ჩვენი თოლია...:-* 5
4. „გინდ მიკოტრე, გინდ გიკოტრე“
შუა ნოემბერია. ავად სტვენს ცივი ქარი, ცრის. შეშის ღუმელი კი საამოდ ღუღუნებს, სითბოს და სიმყუდროვეს აფრქვევს.
სასიამოვნო და თბილი წასაკითხი :)
თებჟორიკები ჰქვიათ მაგ ჭინკებს თუშურად. )) „გინდ მიკოტრე, გინდ გიკოტრე“
შუა ნოემბერია. ავად სტვენს ცივი ქარი, ცრის. შეშის ღუმელი კი საამოდ ღუღუნებს, სითბოს და სიმყუდროვეს აფრქვევს.
სასიამოვნო და თბილი წასაკითხი :)
თებჟორიკები ჰქვიათ მაგ ჭინკებს თუშურად. ))
3. :))) უცებ გავხედე მამას - ჭინკასავით ეღიმებოდა ულვაშებში
:))) უცებ გავხედე მამას - ჭინკასავით ეღიმებოდა ულვაშებში
2. ჭინკომანია :დ კარგია მომეწონა ++++ ჭინკომანია :დ კარგია მომეწონა ++++
1. ასე ეს უბრალოდ ბუხართან მოყოლილ ამბავს გავს, ანუ ისევე განსხვავდება მხატვრული ტექსტისგან, როგორც "ჰოუმ ვიდეო" - მხატვრული ფილმისგან. მაგრამ აი რომ რაიმე ჰორორის ჟანრის ნაწარმოები შექმნა. იმაში დაძაბულობის შემომტან ერთ-ერთ ეპიზოდათ მშვენიერი იქნებოდა. მით უმეტეს, როგორც ვხედავ, საკმაოდ გამართული წერა შეგძლებია. ასე ეს უბრალოდ ბუხართან მოყოლილ ამბავს გავს, ანუ ისევე განსხვავდება მხატვრული ტექსტისგან, როგორც "ჰოუმ ვიდეო" - მხატვრული ფილმისგან. მაგრამ აი რომ რაიმე ჰორორის ჟანრის ნაწარმოები შექმნა. იმაში დაძაბულობის შემომტან ერთ-ერთ ეპიზოდათ მშვენიერი იქნებოდა. მით უმეტეს, როგორც ვხედავ, საკმაოდ გამართული წერა შეგძლებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|