ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2012


უბრალოდ სიყვარულზე

გულს ტკივა ყოველი დღე-ღამე,
გნატრულობ უმანკო ფიქრებში,
მე წუხელ სიზმრებში გეწაფე
პეპლებს რომ ვიჭერდით მინდვრებში.
გათენდა, შენ ისევ წახვედი,
სიზმრები ამიხდეს ვნატრულობ,
ოცნების ბოლოში გავედი
და მაინც ოცნებებს ვკადრულობ.

(რომ მოხვალ კვლავ გულში ჩაგიკრავ,
მაგ წელზე შემოგხვევ სტრიქონებს,
ზეცაში ლექსებად დაგიწერ,
"მე შენი მზერა კვლავ მიმონებს.")

დღეს ნოტებს კონიაკს ვთავაზობ,
მსურს მთვრალი ჰანგების ცერცეტი,
ხვალ როცა როიალს დავათრობ,
ვნებებს ვერ დავმალავთ ვერცერთი.
დილამდე შენს ბაგეს ვეხები,
არ ვნანობ დრო როგორ გავიდა,
მოწმეა იცოდე ვერხვები,
მთვარე რომ ალერსით ჩავიდა.

საბა დვალი  2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები