ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2012


ჩაგიიგავარაკებ

                                    Эх раз, еще раз, Еще много-много раз

ამ ერთხელაც ამ ერთხელაც
სულის საკანს შევაღებ
საიდუმლო კლავიშებზე
მთრთოლავ თითებს შევახებ და...
თუ აჟღერდა ის სიმღერა,
რითაც გიჟად ვიყავი,
კიდევ ერთხელ დაიხევა
მორგებული ნიღაბი,
რომ თვალებში, უძიროში,
სევდამ შეიფრთხიალოს,
ოცნებისგან გაყრილმა რომ
თავის გზაზე იაროს,
ამ ერთხელაც , ამ ერთხელაც
ჩაგიიგავარაკებ –
ცუცი–ციცი–ნათელია
გადავიდა მალაყებს...
სხვისი დარდი არც ჰქონია,
თავის შუკას ანათებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები