ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2012


,,ტრაგიკომედია

მიყვარს  თბილისი  თუმცაღა  ვერ  შევეჩვიე  ბევრ  რამეს
,,ბარო ბიჭებზე" გაზრდილი,  ,,სალამი ტოს" თქმას ვთაკილობ,
ტყუილად ცდილობთ შემეშვით ვერ მომიხერხებთ ვერაფერს
ეგ ფრაზაც აღარ მაბრაზებს ,,რა აქცენტი გაქვს, რა კილო?!".

,,ხვალ გამოცდა მაქვს"– მიზეზით კაცს რომ დავლოცავ ,,კოლათი"
,,კოლა და გულით დალოცვა" მაგ თქვენს ,,ფურშეტულ" სუფრაზე
მე მიყვარს სუფრა ქართული, ღვინო, პური და დოვლათი,
სმა, ჭამა მამაპაპურად, თავს გადაყოლა სტუმარზე.

რა ვქნა არ მწამს და მომკალით, როდესაც ერთი ბინიდან
მოასვენებენ ცხედარს და ვხედავ მეფეს და პატარძალს,
შენ რაც არ უნდა მეძახო ვარ დასავლეთის შვილი და
რაც არ შეჰფერის ჩემს ქალაქს, მსგავსი ქმედების არა მწამს.

ქალს ვერ დავლოცავ იქ სადაც პირსინგ გაყრილი ქალი ზის
,,ტრუსს" ვერ უფარავს კაბა და ცხვირში მაბოლებს სიგარეტს,
სულ, რომ სოფელი ეძახო ჩემს გამზრდელ ქალაქ ქუთაისს
მსგავსი ,,ქალების" არ მწამს და ვერ მაიძულებთ მიყვარდეს.

ეს არ ეხება ძველ თბილისს, მივმართავ ,,ახალ ქართველებს"
ყავა, რომ გიძგერთ ძარღვებში, წითელი ღვინის მაგივრად,
,,ფეშენ ვიკი" და ,,ტუსოვკა" ქვეყანას ვერ გაამრთელებს
ჰოდა გვაცადეთ სოფლელებს კაცებად მაინც ვვარგივართ.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები