 | ავტორი: იველინა ჟანრი: პროზა 1 დეკემბერი, 2012 |
ისინი მთებში გაიზარდნენ, საქართველოს მთებში კავკასიონთან ახლოს. იმ კავკასიონთან დილით ვარდისფერი ცის ფონზე, რომ ვერცხფლისფრად აუბრჭვიალდება ჭაღარასავით მასზე დაფიფქული თოვლი. აი აქ იყო ღმერთი. აი აქ მაღლა სადაც მაღლა ასული ღრუბლები შენს დაბლა ექცევიან და სულში გეღვრება ემოციების კოქტეილი. ადამიანი ბუნების სილამაზესთან ხანდახან მარტო უნდა დარჩე, რომ იგრძნო ღმერთი. ეს სილამაზე გაფიქრებს ცხოვრების ამაოებაზე და შენთან მოდის ღმერთი, შენს ფიქრებში, შენს სულში... აი აქ გაიზარდა ამ მხარეში და მერე მოხდა ისე, რომ შეუყვარდა ეს თავისებური, ჩაფიქრებული ქართველი კაცი. როცა გიყვარდება უკვე აღარც შეგიძლია იმის განსჯა, როგორია ის ვინც გიყვარს, იმდენად ხარ მის სიყვარულში ჩაკარგული. როგორც წესი და ადათი იყო აი ესე მიუძღვნა თავის თავი ამ თავისებურ ქართველ კაცს. დატოვა მთები და შავი ზღვის სანაპიროზე გადაცხოვრდა. უკიდეგანო ზღვის პირდაპირ იდგა მისი სიყვარულის სახლი. ძალიან ლამაზი სახლი. უყურებდა ზღვას და ფიქრობდა, როგორია მასში ყოფნა, როგორია როცა მისი მარილიანი ტალღები სხეულზე გელამუნება და გახურებულ ტანს გაგიგრილებს, როგორია ზღვის ნაპირზე წოლა, როცა ტალღები ფეხებზე თეთრად გეშხეფება და ზღვაში ფერად-ფერად ქვიშებს არჩევ, რომელიც მარტო ზღვაშია ლამაზი... თუმცა ის თავისებური კაცის ცოლი იყო, რომელსაც ცოლზე ეჭვიანობის გამო არასოდეს დაერთო მისთვის ნება ეცურა ზღვაში... და თან როგორია უყურებდე და ყოველ დღე შენი სახლის წინ ხმაურობდეს და მის სილურჯეში ამომავალ კაშკაშა მზეს უყურებდე ყოველ დილით, ხედავდე ბედნიერ ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებოდნენ ზღვის სუნით გაჯღენთილნი, ისეთის როგორიც ქარს მოაქვს მისი სიყვარულის სახლის ფანჯრებთან, გწვავდეს ვნება მასში ნებივრობის და მაინც მთელი ცხოვრება მხოლოდ სადილებს უტრიალებდე, მეზობლის ქალებთან სვამდე ყავას და ისევ ოცნებობდე ამ სილურჯეზე... როგორც კავკასიონის მთებზე, ისე მის თმებზეც აბრჭყვიალდა ჭაღარა. ის მაინც ელოდება, როდის აასრულებს ქმარი თავის დანაპირებს და ოდესმე წაიყვანს ზღვაზე, იმ ზღვაზე, მისი სახლის წინ რომ არის. ღამე მაინც დასტანჯავს ვნება ლურჯი. ზაფხულის ხვატის ნელი ნიო ფანჯრებში მოიტანს ზღვის ხმაურს და სურნელებას. ოცნებად დარჩება ისევ ლურჯი... რას გაუგებ სიყვარულს, თავისებური კაცის სიყვარულს.
ეძღვნება ხ.ხ.-ს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერი მინიატურაა. პირველი აბზაცის გარეშე უფრო კარგი იქნებოდა-თქო, ასე მგონია:) მშვენიერი მინიატურაა. პირველი აბზაცის გარეშე უფრო კარგი იქნებოდა-თქო, ასე მგონია:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|