ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2012


,,მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ!!!"

მე ძალიან მიყვარს იგი….ისე ძალიან, რომ მშურს კიდეც ზოგჯერ მისი, რომ ის ასეთ განუზომელს სიყვარულს იმსახურებს ჩემს გულში. მინდა, რომ მისი ამქვეყნად მოვლენის დღიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი ერთ სიტყვაში მოვაქციო ,,ჩემი” და ეს სიტყვა რეალობასთან სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს.
ერთი შეხედვით სიტყვა მარტივია , მაგრამ ის ყველაფერს აერთიანებს მასში უსასრულოდაა ჩატეული ის ყველა გრძნობა, ემოცია, ფიქრი, სითბო თუ ოცნება, რასაც მისი ხილვისას განვიცდი. იმდენად მსურს მისი მისაკუთერება და მისი ,,ჩემი”-ს სტატუსით სიყვარულის ჩარჩოში მოქცევა, რომ ყველაფერზე ვეჭვიანობ….
ვეჭვიანობ მზეზე, რომელიც მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ ამ მშვენიერი ქმნილების უზადო სხეულს თავისი თბილი სხივებით შეეხოს და მოეფეროს.

ამ გოგოს გამო მე მზეს დუელში ვიწვევ!

ვეჭვიანობ წვიმაზე, რომელიც ასე ურცხვად ეხება წვეთებად და მისი სხეულს ყველა ნაწილს ასე ხარბად დაივლის. თუმცა წვიმის წვეთს რა ჭკუა მოეკითხება, მისი ნება რომ იყოს ალბათ ცამდე ასული მიწაზე არც დაბრუნდებოდა. ღრუბელი! აი თავი და თავი წვიმისა.

და მე დუელში ვიწვევ ღრუბელს ამ გოგოს გამო!

ალბათ რა ბედნიერი იქნებოდა სარკე სულიერი  რომ იყოს. მას ხომ ყოველდღიურად ექნებოდა საშუალება მისი ხილვისა და მისი მშვენიერებით ტკბობისა. ანდა საწოლი, რომელიც ყოველ საღამოს გულში იკრავს მის უნაკლო და საოცარ სხეულს. მერე რა, რომ ისინი უსულო საგნები არიან?! ისინი ხომ მაინც სიტყვა ,,ჩემი”-ს მოწილეები გახდნენ.

მე დუელში ვიწვევ საწოლსაც, სარკესაც და ყველაფერს ისეთს, რაც ,,ჩემი”-ს ჩარჩოში ნებსით თუ უნებლიედ შემოიჭრება.

ის კი ისეთი ბავშვურია… ისეთი გულწრფელია და ისეთი კარგი, რომ ძნელია მის გამო ხიფათს თავი აარიდო. მიკვირს როგორ იქმნებოდა მსოფლიო ხელოვნების სამიჯნურო შედევრები მაშინ , როცა ეს გოგო ქვეყნად მოვლენილიც კი არ იყო. ამ შედევრების ავტორებს ხომ ეს სასწაული არ უხილავთ და მაშ როგორღა ქმნიდნენ ამ ყოველივეს?!…. არა არა ტყუილად ნუ შეეცდებით დამაჯეროთ, რომ მსგავსი სილამაზის მქონე ქალები მათ ეპოქაშიც არსებობდნენ და ამ გოგოს მსგავსადს ალამაზებდნენ ქვეყნიერებას, ეს შეუძლებელია!!!
მიწას ეგონა გადამავიწყდა… ეს გოგო ხომ ყოველდღიურად დააბიჯებს მასზე და ისიც სიხარულით უშვერს გულს და ეფინება ფეხქვეშ ფიანდაზად.

მე შენ დუელში გიწვევ მიწაო!

და შენც დედამიწავ ცინიკური ღიმილით, რომ უცქერ ჩემს გრძნობას და ათას დაბრკოლებას მიმზადებ მკაცრი გამომცდელის იერით, დუელში გიწვევ!

,,მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ!!!"
,,მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ!!!"
,,მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ!!!"

(ეს ნაწერი ადრეც დავდე თუმცა შუფასებელ კატეგორიაში და კარგი კომენტარების გამო შესაფასებლად მოგანდეთ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები