ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2012


ნახევრადეგოისტური

ქუჩა უგზოობამ შეიწირა,
ხიდი გადავიდა მდინარეზე,
მე სხვა არაფერი შემიძლია,
მხოლოდ დავიწყებას გიანდერძებ.

ხეებს ფოთოლცვენის ქარი ერჩის,
ახლა სხვებზე მეტად ზამთარს სცივა,
რადგან მეგობარი არ მყავს გვერდში,
ჩემი ერთადერთი ძმაკაცი ვარ.

ღალატს რა ხანია ფერი არ აქვს,
გარეცხილ ნამუსსაც არ აქვს ფერი,
რა ქნან მათ, ვინც ვეღარ შველიან თავს,
ან მე რა ვქნა, თუკი აღარ ვშველი.

ერთი პასუხია - არაფერი,
ძებნას ნუ დაუწყებ სხვა პასუხებს,
და ასე მარტივად გადაფარე
შენც ამ მარტოობის საფასური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები