ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2012


PARADISO



შენ , ბუნებრივი - შიშველი,
წევხარ ჩემი საწოლის ჩეროში.
იქვე, შენს ახლოს,
მხოლოდ ხელის გაწვდენა უნდა,
მწიფს ლეღვით და ბროწეულით სავსე ლარნაკი...
და რაკი –
რაკი –
რაკი  ყველაფერი დასაშვებია,
გაიღვიძე,საყვარელო,
გამოდი სამზარეულოში,
და სანამ ღმერთი შემოივლიდეს,
მე და შენ –
ვაშლით წავისაუზმოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები