ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2012


***

გარეთ ჩიტებს ჭიკჭიკი ისმის
და ზღვა მთვარესთან მორცხვად ჩურჩულებს,
მძიმედ იწევა მიწიდან ნისლი,
მწვერვალები კი ჰქვანან ურჩხულებს.
ღამე ზოზინით მიღოღავს ცაზე,
დილა სუსხიან ამინდს გვიქადის,
ვიცი საღამოს რომ გაგაბრაზე
კარგად მახსოვდა ბოლო ჭიქამდე,
ახლა უჟმურად ვხვდები ალიონს,
ღვინომ თავისი კვალი დატოვა,
მაგრამ მინდა რომ მოვინანიო,
რადგან უშენოსდ ისე მარტო ვარ,
რომ გულისცემა შორდება ჩვეულ
რიტმს და უთუოდ დაგტოვებ მალე,
ვიცი რომ არვარ გამორჩეული
და შენც იცი რომ გადავიღალე.
ალიონია,ცას ჭიპი უჩანს,
ზღვა ოდნავ ღელავს,ცივი ქრია,
მე უშენობას თუ გადავურჩი
შენზე რომ ვფიქრობ იმის ბრალია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები