ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2012


... ანუ ბებიაშენისა

რაც ყველას ფეხზე ჰკიდია
რატომ იკიდებ „ბრელოკად“?
სიაფანდების გილდიას,
გინდა რომ ხელი შემოჰკრა!
ვინც გკითხა - რა ატამიო?
სწორედ იმანვე „გალოხა“...
რაც შუბლით გასატანი გაქვს,
არც იქ დაგხვდება სამოთხე...
ხომ იცი მთელი არსით, რომ
ცხოვრება გასაძლებია!
ლომმა წილი სულ წაიღო,
შენ კი „ის“ მოგცა ბებიამ...
რა ნატვრა, ან რისი ნატვრა,
ხომ ხედავ, გასძვრა ფიქრს ძირი...
აზრი ჯერ უაზროდ გატყვრა
და მერე მოკვდა სიცილით...
          26.12.12

თოვლი

რა მისტიური თოვლია,
მოსული ღრმა წარსულიდან...
ჩემს სახურავზე, ლოლოებს
წვიმის წვეთების სუნი აქვს.
თოვლი რა თეთრად ათენებს
ღამეს, ძველ ამბავს მიამბობს.
თითქოს არც რა აქვს სათუო
დეკემბრისაგან იანვარს.
რა მისტიური ღამეა,
თოვლი თოვს შარშანწინდელი...
გულზე მჩხვლეტს თეთრი კამეა,
მასაც გულსავსე ვჭირდები...
      19.12.12







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები