ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2012


თამაში

რა მალე მოგბეზრდა თამაში,
მარტოა დღეს ჩემი აული,
ხელს ვთხოვდი გაისად მამაშენს
შენსას და სამფერი აურა
თავს გადგას ზეციურ გვირგვინად,
ღრუბლებზე ოცნება გავკიდე,
ქარებმა ქოშინით ირბინეს
და მთელი სამყაროს მაკეტი
მე მხოლოდ შენს თვალში დავლანდე,
ცეცხლს მივეც ყოველი დიდება,
შენ იყავ ყივჩაღის ნადავლი,
მე ხანჯლით გავკაფე ბინდები,
სამოთხის ფერიაც იყავი,
ხელთ გეპყრა მზისფერი ვაშლები,
მოვირგე ვერცერთი ნიღაბი,
ეს ლექსიც ვერაფრით წავშალე
ჩემში და გაგრძელდა თამაში,
ღიაა დღეს ჩემი აული,
რომ გსურდეს,ხელს ვთხოვდი მამაშენს...
თავს გადგას სამფერი აურა.

                            დმ.12.2012.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები