ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
23 დეკემბერი, 2012


ზარმაცა

ხეზე ცხოვრობს,დაბლა თითქმის
არასოდეს ჩამოდის,
ძილის გარდა, ამ უქნარას,
არაფერი გამოსდის.

საახალწლოდ გოზინაყიც
არ ჰქონია ზარმაცას,
ამთქნარებს და იზმორება
-აბა,ერთი დამაცათ!

დათვს მოვპარო უნდა თაფლი,
კაკალი და თხილი ციყვს,
პირსაც ჩავიკოკლოზინებ,
მეძახიან ტყუილად ბრიყვს.

თუ კი გზაში დავიღლები
და თუ დამეძინება,
გოზინაყი სიზმარშიც ხომ
გემრიელი იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები