ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2012


დე

მიყვარხარ დედი და მენატრები,
დე შენზე მინდა ლექსი დავწერო,
დე შვილებია შენი დარდები,
დე როგორ მინდა, რომ მოგეფერო.


დედი სიცოცხლის ამ ლამაზ წამებს,
შენ უსასყიდლოდ უმანკოდ გვიძღვნი,
ნეტა ვინ იცის დე რამდენ ღამეს!?
შვილებზე ლოცვით ლოდინით ითვლი.


დე ჩემი გულის წმინდა ემბაზო,
ჩემი სიცოცხლის გაცისკროვნებავ,
დე დედამიწის ფიქრო ლამაზო,
ჩემი ცხოვრების დიდო ოცნებავ.


მიყვარხარ დედი და მენატრები,
დე როგორ მინდა რომ მოგეფერო,
დე შვილებია შენი დარდები,
დე შენზე მინდა ლექსი დავწერო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები