ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2012


ბედის პრეფერანსი

ქარმა გამოთალა სულის წახნაგები,
სისხლი წვეთ წვეთობით ფიქრმა დამითვალა
ნერვოზს შეერია ღრმა ღრმა ნაპასები,
სპირტი ვერცხლის ჭიქით ჩემში ჩაიღვარა

ჭადარს გავუშალე დროის პასეანსი
აზარტი მისნობას მთვარით შეერია,
ჩემი ცხოვრებაა დიდი პრეფერანსი
აწმყო წარსულზე ფიქრს ვეღარ შეელია

ყალბმა ოცნებებმა ცხენზე შემომისვა
დღესაც გაჭენდება ლურჯა ლოთიანად,
მთვრალი სტრიქონები აბჯარს შემოიხევს
თურმე ლილიპუტსაც ვხედავ გოლიათად,

ასე ჩავამღერე ჩემი რიტმები და
თქვენი მოთმინება ლექსით გადავღალე,
ასე მოვიშორე ჩემი ოხვრები და
ამ ქარს ჩემთან ერთად თქვენიც გავატანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები