ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
5 მარტი, 2014


წუწკი ბელი

დედა დათვი უჯავრდება
თავჩაღუნულ დათუჩას
-ჩემო შვილო,შენს წუწკობას,
ვხედავ,ბოლო არ უჩანს.

ასე აღარ შეიძლება,
მოთმინება გმართებსო,
დრუნჩს ილოკავ წარა-მარა,
უკან მალავ თათებსო.

მაგ თაფლის კასრს გადავმალავ,
სულ რომ უტრიალებო,
ბევრს თუ შეჭამ  გასუქდები,
ვერ იკოტრიალებო! -

ასლუკუნდა წუწკი ბელი,
მოიხადა ბოდიში,
დარცხვენილი გაბაჯბაჯდა,
შეძვრა თავის ლოგინში.

ბალიშის ქვეშ შეყო დრუნჩი,
მაგრამ მაინც ბორგავდა,
ბურდღუნებდა და თაფლიან
თათებს ჩუმად ლოკავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები