ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2013


რომეო, ჯულია და მწიფე ხილის საიდუმლო...(სხვანაირი პიესა)

რომეო:

        დამსხვრეულია ყველა სამრეკლო,
        წყალს წაუღია ყველა სამანი,
        ჯვარს ქრისტე დაგვწერს, როცა აგვრეკლავს
        თუ დაბლა ყველა გახდა შამანი...

ჯული:

        ცივა გადია, ცა არი მღვრიე
        სიბნელემ მაღლა ბინდი არეკა,
        ამაღამ რამე უნდა დავლიო
        და ჯვარზე თითქმის მშვიდად გავეკრა...

გადია:

        მახსოვს რომ ქროდა, დღე იყო ფითრის
        მერეხი ფქვავდა თავთუხად მარიხს,
        მას შემდეგ ვწყევლი ქარების ქვითინს,
        ცისა და მიწის გაჩენის თარიღს...

უილიამი, ძე კაცისა:

        ეს ყველაფერი განა რთულია,
        უფალი წყნარად იქვე ვიდოდა...
        ჩემო ევა და ჩემო ჯულია,
        გგონიათ ვჭამე და არ მინდოდა?

მე, უილიამს:

        და გველში იჯდა კრავივით მტრედი,
        და ხილი იყო ღმერთივით ტკბილი,
        რაღა თქმა უნდა იმაზე ვწერდი
        რასაც შენ აღარ გაჰკარი კბილი...


       
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს