ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2013


თოვლი

ზამთარია, გათენდა. მე ყოველ დილას ვხვდები განწყობით, რომ ფანჯრიდან გახედვისას თოვლი უნდა დამხვდეს.
ვიღვიძებ, მზე ანათებს, ფანჯრის მინაზე სიცივე წვეთებად ჩამოდის. გული მწყდება, რომ ამ სიცივის ჟამს მზე გამოჩრილა ღრუბლებს შუა, თითქოს სპეციალურად ჩემ ჯინაზე ხდება ასე.
მე და სამყარო დიდი ხანია ერთმანეთს დავუპირისპირდით, ბრძოლაში ჩავებით და ერთმანეთს არ ვინდობთ.  ცხოვრებას უნდა, რომ არ ვიფიქრო ძალიან ბევრი, არ ვიოცნებო და ველოდო როდის ჩათვლის საჭიროდ ბედნიერების უხვად მოცემას. არა, მე ჯდომა და ლოდინი არასდროს შემეძლო, მოთმინების უნარი თითქმის არ მაქვს, ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე რაც მინდა ყველაფერი ვეძებო, როგორც ადრე ვწერდი ” დიდი დრო გავიდა რაც მე დავდივარ და ყველა ფანჯარაში ჩუმად ვიხედები”, ვეძებ ჩემთვის ძვირფასს ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ მაინც უზომოდ მიყვარს.
ცხოვრება სულ მსაყვედურობს, მეუბნება დაჯექი, დაისვენე და ყველაფერი თავისით მოვაო.
არა! ჩემი გადასაწყვეტია როდის რა მოხდება-მეთქი გაბრაზებული ვფიქრობ და ძებნას ვაგრძელებ. მე ყველაზე ჯიუტი არსება ვარ. და აი , არ თოვს, პირიქით, სიცივე მარცხდება და კვლავ წვეთებად ჩამოდის ჩემს ფანჯრებზე. გულის დაწყვეტის მიუხედავად უნდა ვაღიარო რომ ძალიან ლამაზია, ვდგები და წვეთებს ვიჭერ, ჩემი სიცივის ბოლო ნაწილაკებს თითებზე შევიგრძნობ.
ცოტათი დავიღალე, თუმცა გამარჯვებული ვარ,
მე გადავწყვიტე როდის რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და სიყვარული ვიპოვნე.
თოვს, ნამდვილად თოვს, ჩემს ფიქრებში უზარმაზარი ფანტელებით თოვს,
სამყარო ღირსეულ ბრძოლას წყვეტს, მნებდება და იაღაღს ყრის - მე შეყვარებული ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები