ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2013


პატარა ზულუსი

                      ***                                 
                                              " ის, ვინც  გულს შეპირდება მეორეს, იქვე ტოვებს..."

                                                                                        კახა მჭედლიშვილი.
გაშლილი ლურჯი ცის კამარის ამარა
წყლის პირას ცხოვრობდა მამაცი ზულუსი,
უყვარდა პატარას მამიკოს სამარე:
ტალღების მდუმარე ცისფერი ბურუსი.

ლოცვით და ალერსით ელოდა ნაპირთან
თევზებთან მეომარ მამათა აჩრდილებს,
"მამა თუ დაბრუნდა..." თავის გულს დაპირდა,
ამდენი ტყუილით დაღრეჯილ მარჩიელს...

ათას დღეს ელოდა.... ათასი სიზმარი,
ებრძოდა ლანდებში გამოჭრილ გველეშაპს...
ათასი ცის მერე, ერთ, მზიან ცისმარე,
ლოცვების გარეშე, ბურუსში ჩაეშვა...

მზე ველურ ნაპირებს ავლებდა ჰოროლებს,
ისმოდა მალული ფეხის ხმა გიენის,
ოჰოო... უნაპირო ცა ჰქონდათ ტოროლებს
და იყო ძალიან, ძალიან გვიანი...

....................................................................
....................................................................

...ერთხელაც წვივები გამოჩდნენ ბურუსში,
მორევთა მდორეში მორკინალ მამათა...
...ერთი იმათგანი იყო, ის, ზულუსი,
გული,  რომ დატოვა ცრემლიან შამანთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები