ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2013


***

ტალკვესით,ალით,ბურჯღულით,
ღველფით,მუგუზით, ღადარით,
დარდის ვაშინე  ურჩხული,
გზად მომეწია ავდარი.
ჭალიკონებით დავშვრი და
სული მოვითქვი ჭამბარით,
და როცა გული დამშვიდდა,
ბუხართან ვწერე ზღაპარი,
,,იყო და არა იყო რა’’...
ოდესღაც რაღაც ყოფილა,
ახლა ბედს უნდა  მიყოლა
დობილად, ხანაც ძმობილად,
ტალკვესით,ალით,ბურჯღულით,
სიცივე სითბოდ დავძარი,
სულში სუსხია ურჯულო,
და მენატრება ხანძარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები