ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2013


მიყვარს და რა ვქნა

ამბობს არა ვარ მე ის ბიჭი მას რომ ჭირდება,
რომ ის თვალები არ არიან ჩემ კოცნის ღირსი,
უჩემოდ ცდილობს, რომ მივიდეს სიბერის სიბერის კართან
მეც ლექსით ვკოცნი, ვეფერები, მიყვარს და რა ვქნა

ჩემნაირისთვის არ შექმნილა სამყარო ამბობს,
რომ ეს მზე თურმე ჩაესვენა დიდი ხნით ჩემთვის,
ურცხვად მიყვება ამ ყველაფერს იღიმის თანაც
ამ სიშავესაც ლურჯად ვლექსავ მიყვარს და რა ვქნა,

მეგონა ერთ დროს გალაკტიკა სუნთქავდა ჩემით,
რომ ყველა დილა თენდებოდა ორისთვის ჩვენთვის
გულის სილურჯე ჩვენთვის იყო მეგონა მართლა
დღეს კი სილურჯეს შავად ვლექსავ მიყვარსდა რა ვქნა

ნეტავ ვისთვის ვწერ აღარ ვიცი ამ ფერად სტროფებს
ან სიყვარულის დიდი ნიჭი საიდან დამრჩა
ეს ლურჯი გრძნობა როდის გაჩნდა არ ვიცი მართლა
მაგრამკ,მაგრადზე მაგრად მიყვარს, მიყვარს და რა ვქნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები