ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2013


იყო და არა იყო რა...

                               
                            ბევრად ადვილია გწამდეს ან არ გწამდეს ღმერთი, ვიდრე იყო...
                                                                                                         
                                                                                                დიოგენეს საძმო

                            "  ... და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა..."            
                                  ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.

                                                                                                  მათეს სახარება
                                                                                                 
ჯვარცმამდე:
პოეტი
ყოველდღე
მათხოვრობდა...
სიტყვა რომ
ექცია თევზად
და ხმიადად...
დღის ბოლოს,
ჯიბეში ერთადერთ
სტრიქონს პოულობდა
და აღდგომის
კვერცხივით
აფშვნიდა ნიადაგს:

"იყო და არა იყო რა..."

...ქუჩაში,
მარტო,
მოგონილი
უფალი იდგა,
და მოსაყოლად
ჯობდა
ყველა
არაკს და იგავს...

...............................

პირველი ქვის წვეთი
დაეცა ღვთის ბილიკს
რომელზეც ის, იდგა...
"ჯვარს აცუ!" ჯვარს აცუ!"
ნურცერთს ნუ ააცდენ!
მუდარით  შესთხოვდა
მამონას შამანცრუ...
და იყო ქვის წვიმა,
ქვის სეტყვა  უშენდა
ღვთის სიტყვას,
და დადგა ქვის გუბე,
გუბიდან მოვიდა
უამრავ ძმათაგან თორმეტი,
რატომღაც თორმეტი იუდა...
ბოლოს კი ჯვარს აცვეს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები