ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2013


ავტოთერაპია

უყურადღებობა, იმედგაცრუება,
რაც კი განმიცდია, მეყოფა, ვიკმარებ!
დამღალეს ბრმებმა და დამღალეს ყრუებმა,
სულ სითბოს ვთესავ და სიცივეს ვიბარებ.

მომბეზრდა ცხოვრების გვერდიდან ყურება,
ხოდა ამ პრობლემას ასე მოვიგვარებ,
ხვალიდან პრეპარატს მივმართავ უებარს -
ვისაც მე ვუყვარვარ, მეც მას შევიყვარებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები