ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2013


ქლიავისფერი აგურის სახლი

ყველა ჩარაზული კარის სანაცვლოდ,
ყველა დაგმანული ფანჯრის სანაცვლოდ,
ვაშენებ უკარფანჯრებო სახლს,
სადაც შემოსვლა ყველას შეუძლია...
სახლს სახურავად ნდობა აქვს და
იატაკად – ერთგულება,
ხოლო სინათლე კედლებიდანაც მოჟონავს...
მე მგავს ეს სახლი –
ქლიავისფერი აგურით ნაშენი –
მე მგავს ეს სახლი,
სადაც ყველას გეპატიჟებით...
არ მაქვს არც კარი,
არც ფანჯრები,
მაქვს მხოლოდ ჭერი და იატაკი,
კიდევ – კედლები,
ანუ ნდობა და ერთგულება,
ბევრი სინათლეც...
შეშის სანაცვლოდ
საკუთარი სულის ცეცხლს ვანთებ,
რომ თქვენ გაგათბოთ...
ქლიავისფერი აგურის სახლი –
ჩემი მსგავსია –
სავსეა სევდით და სიყვარულით,
ყველა კუთხეში რომ გაყურსულა...
გაშლილია სუფრა გულუხვი,
ხოლო ბუხარში,
შეშის ნაცვლად,
ჩემი სულის ცეცხლი გიზგიზებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები