ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2013


ეს დღეც მიდის...

სარკეს ჩემი ორეული იმზირება,
თვალკონტურით, ნიღაბით და ტუჩის საცხით,
ეს დღეც მიდის... ახალი დღე იზილება,
დამჭკნარ ფოთლებს და შავარნებს ჰგვიან ფარცხით.
წელზე დარდის უხეშ ქამარს შემოვირტყამ,
და გულისპირს დავიფარავ თეთრი ნატით,
თუკი მოხვალ, ნუ დამისვამ ნურცერთ კითხვას,
ძველი ხარგა დარჩა ძველი მისამართით.
თმებს გავიშლი-ტყის ბილიკებს, როგორც დალი,
მოლოდინის ბოლო წვეთიც დაიცლება,
გაცივდება ხსოვნის ბოლო ნაღვერდალი,
და მომიწევს ბოლო წვიმის გაცილება.
მთოვარე ცა, მის კალთაზე გაფანტულებს,
კრიბავს და ცვლის  შვიდ  ცთომილთა განლაგებას,
ფოთლებით და ჩალით დაწნულ ფანჩატურებს,
მშრალი ფუნჯით  ვეღარ ვხატავ ფალანგებად.
სარკეს მფრთხალი ორეული იმზირება,
მეც ვუმზერ და არც არა გვაქვს გასაყოფი,
ეს დღეც მიდის, ახალი დღე იზილება,
ჩემს ბუხართან ობლის კვერად დასაცხობი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები