ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2013


მემთვრალეს

ნუთუ ვერ ამჩნევ როგორ დაეცი,
იყო ფხიზელი არ შეგიძლია!
დაგაქვს სინდისი ქლორით ნარეცხი
და ეგეც თითქოს სხვისი ღვიძლია?!

ყველა სიმართლეს ხვდები პროტესტით,
ფარსით ყელგამშრალს თრობა გწყურია,
სულის მაგიერ გიდგას პროთეზი
და შენი გულიც ხელოვნურია!

გონებას სტანჯავ, სხეულს აწვალებ,
ფიქრს რომ სჭირდება, ძილს ახმარ იმ დროს...
"ვერცა მემრუშემ, ვერცა მემთვრალემ,
სასუფეველი ვერ დაიმკვიდროს!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები